 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 31 ივლისი, 2013 |
რამდენიმე წლის წინ, იმერეთში, უჩვეულო გასვენება გაიმართა. გარდაცვლილ, 55 წლის მამაკაცს ორი ცოლი ეჯდა ჭირისუფლად. ერთი, უფრო ასაკოვანი და სასიამოვნო შესახედაობის ქალი, შავებში ჩაცმული, ცრემლშემშრალი, საკმაოდ ემოციურად იჯდა გარდაცვლილის მეუღლისათვის განკუთვნილ ადგილას და სამძიმარს იღებდა. მეორე, გაცილებით ახალგაზრდა, ორი სავარძლის გამოტოვებით, უფრო ფეხებისკენ იჯდა და ხმამაღლა ტიროდა, თვალებს და თმებს იხოკავდა და ცრემლად იღვრებოდა. სამძიმარზე მისულნი ზოგი პირველს უთანაგრძნობდა, ზოგი - მეორეს, უმეტესობა კი მხოლოდ სეირის საცქერლად იყო შეკრებილი. ქალბატონი თამარი - გარდაცვლილის ერთადერთი და კანონიერი მეუღლე, მართალია, არ ტიროდა, მაგრამ ხშირად ჩაილაპარაკებდა ხოლმე: თუ ეტირება, მაგან იტიროს - მე ოცდახუთი წელია ვტირი და უკვე ცრემლი გამიშრაო...
ისეც 20 წლით ადრე
თამარმა სამსახური დაიწყო.ყოველთვის როცა სახლიდან მოწყენილი და გადაღლილი მივიდოდა,გულის გადაშლის
სურვილზე დგებოდა ხოლმე, ემოცია ნიაღვარივით ამოხეთქვას ლამობდა.მასთან ერთად ერთ ოთახში, ახალგაზრდა
მამაკაცი მუშაობდა.თამარმა თანდათან ამ ბიჭს ზედმეტი ყურადღება შეამჩნია,განერვიულდა...ისე დაითრგუნა,სამსახურში
წასვლაც კი შეძულდა ამის გამო. მისთვის მეორე მამაკაცი წარმოუდგენელი იყო...
ეს ამბავი კეთილისმოსურნეებმა გააგებინეს დავითს.მათი პირითვე შემოუთვალა ქმარმაც:
-ძამიკო,ფრთხილად შენ,იმედია თავი არ მოგძულებიაო...ერთი წუთითაც არ შეპარვია ეჭვი ცოლის საქციელში.თამარი
მას ისევ ძველებურად უყვარდა და ბოლომდეც ენდობოდა.
დავითის და თამარის სკოლის დამთავრების ოცი წლისთავი ახლოვდებოდა. დავითმა ულამაზესი კაბა უყიდა თამარს
და ოჯახში მიაკითხა, შერიგება თხოვა , ბანკეტზე უშენოდ არ წავალო, შეევედრა...როგორც იყო, დაითანხმა.
მთელი სამეგობროსა და თანაკლასელების თვალწინ ისე იცეკვეს და იმღერეს,როგორც ჩვეოდათ, მთელ კლასში ულამაზესი
გოგო ისევ ისეთი ლამაზი და განუმეორებელი აღმოჩნდა , როგორ სკოლაში სწავლის დროს. დავითის მიერ არჩეულ კაბას
კი ყველა აღტაცებაში მოჰყავდა. ცოლ-ქმარმა გარეგნულად არაფერი შეიმჩნია და საუცხოო სიყვარული აჩვენა ყველას.
ბანკეტმა და ამ განცდებმა თავიანთი სიყვარულიც გაახსენა თამარს და გადასძალა ... იმ ღამეს სასტუმროში გაათიეს
ღამე, რომელიც დავითს სიურპრიზად ჰქონდა მომზადებული.
ორწლიანი ცალცალკე ცხოვრება დამთავრდა.
თამარმა შეძლო და ოჯახში დაბრუნდა.შვილები გაახარა,თვითონაც გულში იმედი ჩაესახა და ცხოვრება ჩვეულ
რიტმს დაუბრუნდა. ბავშვები უკვე ისეთ ასაკში იყვნენ, კიდევაც ხვდებოდნენ და კიდევაც ვერა ,დედასა და მამას
შორის რა უსიამოვნება ხდებოდა.მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, მათ ეს არ გაეგოთ...მამა ისევე დიდ
სიყვარულით უყვარდათ როგორც დედა. მამა ხომ სიყვარულს და მოფერებას არ აკლებდა თითოეულ მათგანს.
ერთხელ მარიკუნა ახალმა თანაკლასელმა სახლში დაპატიჟა.გოგონას მისვლისთანავე თვალში ეცა სარკესთან
დადებული მოზრდილი სურათი,რომელზეც მამამისი და უცხო ქალი იყო გამოსახული.მასპინძელმა როგორც კი
სურათისადმი ინტერესი შეამჩნია, დაუფიქრებლად უთხრა:
--დეიდაჩემი და მისი ქმარია,ამ ზაფხულს საირმეში ისვენებდნენ ერთად და იქაა გადაღებულიო...
...ვერავინ მიხვდა,რატომ გახდა ცუდად და რატომ დატოვა ოჯახი ახალმა თანაკლასელმა.....
სახლში მოსულმა კი დედა იძულებული გახადა,ყველაფერი ეამბა მისთვის....
პირველი ტრამვა ისეთი შოკისმომგვრელი იყო,რამდენიმე თვე მამისთვის სახეში არც შეუხედია...
ამასობაში შვილები წამოიზარდნენ,სკოლა დაამთავრეს,უფროსები შვილები დაოჯახდნენ,შვილიშვილები შეეძინათ.
თუმცა თამარს კვლავ მოდიოდა ამბები, შენი ქმარი კიდევ სტუმრობს იმ ქალსო,მაგრამ ყველაფრის თავიდან წამოწყების
ძალა აღარ ჰქონდა.
ერთი-ორი ისეთიც გამოერეოდა, მოჯადოებული ხომ არაა შენი ქმარი და მკითხავთან მიდი,იქნებ გეშველოსო,
რომ უკიჟინებდა.
ვერც ეს იკადრა თამარმა, შვილების საქმე არ ამირიოს მერე მაგ უკუღმართმა საქციელმა და ღმერთმა არ მიწყინოსო...
რაღა დროს ჩემი წასვლაა, უკვე შვილიშვილები მყავს და ბებია ვარო...
მხოლოდ ერთხელ დაესიზმრა:გველი ჰქონდა ხელზე შემოხვეული და დაკბენას უპირებდა.თამარი კი მას ხელზე
იხვევდა და იხვევდა....ბოლოს მოახერხა და თავი გაუჭყლიტა...გაღვიძებისთანავე გაიფიქრა:
---ამ ამბავს ალბათ დასასრული აუცილებლად ექნებაო.
ქეიფის და დროსტარების ხასიათზე თუ გაიღვიძებდა დავითი,მეგობრებს სახლში მოიყვანდა ხოლმე...დატრიალდებოდა
თამარი და ქმრის ძმაკაცებს საუცხოოდ გაუმასპინძლდებოდა.თუმცა სახეზე მუდამ ტკივილი ქონდა გამოსახული.ერთხელ
ქმარმა უსაყვედურა:
---რა სახე ჩამოგტირის ქალო, რა გჭირს,რამე გაკლიაო?
მართლაც არაფერი აკლდა, შვილებიც ყავდა და შეძლებულადაც ცხოვრობდა,მხოლოდ ქმარი ჰყავდა ნაზიკოსთან საზიაროო,
ყველაზე გულისმომკვლელი და სამწუხარო.
ყველაფერი ძველებურად გრძელდებოდა...დავითი რამდენიმე დღეს დაიკარგებოდა და ღამეს სახლში არ გაათევდა,მერე კი
უსირცხვილოდ შემოაღებდა კარებს და ოჯახში დაბრუნდებოდა.
დაკრძალვამდე ორი თვით ადრე
ყველაფერს ისიც ემატებოდა,რომ დავითი დასასვენებლად ყოველთვის ნაზიკოსთან ერთად დადიოდა.
იმ ზაფხულსაც ტანსაცმელი მოიმზადა და სახლიდან მანქანით გავიდა. თამარი მიხვდა, რომ წელსაც იგივეს
აპირებდა...მხოლოდ პირჯვარი გადაიწერა ....
დავითი და ნაზიკო დასასვენებლად გაემგზავრნენ,ზღვისპირას პატარა სახლი დაიქირავეს და უკვე მერამდენედ
ატარებდნენ თაფლობის თვეს, არავინ იცოდა.უკან დაბრუნებისას მამაკაცს გზაზე გულის შეტევა დაემართა , მანქანის საჭე
ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა. თავის ძლიერი ტრამვა მიიღო, ორი თვე ებრძოდა სიკვდილს. საავადმყოფოში
თავზე ადგნენ ოჯახის წევრები და მეუღლე. ნაზიკო ადვილად გადარჩა, ხოლო დავითი, მიღებული ტრამვებისგან
გარდაიცვალა. იმ ღამეს ნაზიკო ადგა თავზე დავითს და მიცვალებული , შეუთანხმებლად, თავის სახლში გადაასვენა.
ოჯახს და შვილებს მოხდარი გააგებინა, მაგრამ მიცვალებულის გადაცემაზე სასტიკი წინააღმდეგი წავიდა, ჩემი ქმარი მე უნდა დავკრძალოო...
ნაზიკოს წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველაფერი მაინც ოჯახმა გადაწყვიტა, ხოლო ნაზიკოს ნება დართეს გასვენებას
დასწრებოდა...
PS.თამარი გასულ წელს გარდაიცვალა.რაღა თქმა უნდა,მეუღლის გვერდით დაკრძალეს....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|