ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
27 ივლისი, 2013


როგორ დაამტვრია ჩემი ლეპტოპი ფროიდმა (ფსიქოანალიზი)

ამ შემთხვევის მერე საშინლად შემძულდა ფროიდი.
ზიგმუნდ!..ზიგ!.. ...შე საზიზღარო! არა და ადრე როგორ მიყვარდი....

..ისე შეიძლება ჩემი ბრალიცაა, (არ ვუარყობ) ვყოფილიყავი ჩემთვის, რა მინდოდა? მაგრამ არ მასვენებს ხოლმე რაღაც.
      ერთხელ...მშვენიერი დღე იყო, არაფერი მოასწვავებდა უბედურებას, მე ბაღში ვიჯექი, იქ უფასო "ვაი-ფაი" არის, ჰო და რაღაცას ვჩატაობ, თუ როგორ ქვია...თან გოგონას ველოდები, გუშინ გავიცანი, ჩატში, მაგარი ჭკვიანია , მიყვარს ჭკვიანი გოგოები, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს უნივერსიტეტში...მოკლედ მაგარია, რააა....
        აი, მოვიდა, მშვენივრად გამოიყურება, --რა საოცარი ხარ!..ვეუბნები, პასუხად ღიმილი, მერე რაღაცა სისულელეებზე ვსაუბრობთ, მაგალითად რატომ სჯობს კინოში უკანა რიგში ჯდომა...უფრო კარგად ჩანს...ჰო,?.. მეთანხმება.....კარგია,ყოჩაღ!..მშვენიერი დასაწყისია..
        მაგრამ უცებ მახსენდება ფროიდი, რა ჯანდაბად მინდოდა!..აი სადაა უბედურების სათავე, ფრთხილად ვესაუბრები , მგონია რომ მან ჩემზე მეტი იცის და მეშინია არ შევრცხვე...თან ლამაზ თვალებში და საყვარელ ლოყებზე ვუყურებ...არა, სხვაგანაც ვუყურებ, მაგრამ ამაზე ჩუუუუ......
...მართალია რომ ფრიოდმა თქვა თითქოს ფსიქოანალიზი არ ყოფილა მისი დამსახურება? როგორ ფიქრობ? ...(შემომხედა, დამაკვირდა..)
....ჰო და ისიც მაინტერესებს, როგორც ვფიქრობ, "მე” არის ფსიქიკური სტრუქტურა, რომელიც ყველაზე ცნობიერია, და შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღებაზე...ასეა? და ყალიბდება თუ არა ის, პიროვნების სოციალიზაციის შედეგად?..(ახლა უკვე გაკვირვებული მიყურებს)
... მიყურებს, თვალებს ახამხამებს .მერე უცებ მეკითხება:
--- ფროიდი რა არის?....
...........................................................................................................................................
..ასე მეგონა მიწა გამომეცალა ფეხებქვეშ...გულისრევა დამეწყო, თითქოს ის კოსმონავტი ვიყავი, რომელსაც ახლახანს შეატყობინეს რომ ჰაერი გაუთავდა სკაფანდრში...
ბრააახ!...უცებ წამოვხტი, ლეპტოპი მუხლებზე მედო და არც გამხსენებია, მერე ხმამაღლა ვყვიროდი, მგონი "მიშველეთ!" ან "გვიშველეთ!" ვიხსენებდი ყველა სალანძღავ სიტყვას, უტრირება გავუკეთე "ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს" , განათლების მინისტრს და სისტემას (აი, იმ სისტემას, რომ უნდა დაინგრეს) გადავედი რუსულ და მერე ინგლისურ სლენგზე, სადაც რა გამეგონა და წამეკითხა სალანძღავი, ვულკანივით ამოვაფრქვიე.....ისე ვყვიროდი რომ მოიღრუბლა, მერე "ჰონდა"-სავით სწრაფად ავკრიფე სიჩქარე და გავიქეცი.ხოლო მას მერე მთელი 2 დღე აზროვნების უნარი საერთოდ დავკარგე, ისე შეჩერდა, თითქოს წყალი შეგუბდაო...
მოკლედ , სირცხვილი--- სირცხვილად, ლეპტოპი---ჯართად, ხოლო ფროიდი ყველაზე მეტად შემზიზღდა  ამ ქვეყანაზე!




ს.ნ.2013.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები