ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2013


შენთვის

ივლისის ამინდს ლექსისათვის
ჯობია თოვა,
ან წვიმა უფრო,
ცრემლებივით ასველებს ფურცლებს
რომ და როდესაც გვინდოდა,
რომ ეს ცა გვეგლოვა,
ერთი თუ სამი
თეთრი ვარდი გავცვალე ფულზე,

ან და პირიქით,
ერთი სიტყვით, მინდოდა შენთვის.
და თითქოს სადღაც
გამეტებით ვიდოდა წვიმა...
და სხვათაშორის გაღიმებით
უენოდ შემხვდი,
და სხვათაშორის შემხედე და
ვერ აღვწერ იმას,

რაოდენ თბილი ტუჩები და ტკბილია ყელში
შენი კოცნა და
მომეძალა ბახუსი მერე...
და მაინც მარტის ამინდივით
მოვგავდი შეშლილს,
რომელზეც რაღაც უცნაურად,
ლეგენდებს წერენ,

რომ თითქოს მხოლოდ მან მოუგო ცოცხალმა სიკვდილს
ბანქო და ბანგის ბარი-ბარში ბარავდა ბაღებს...
როგორ დამშორდი გაგიმხელ და,
აქამდე მიკვირს,
მიდიოდი და
თითქოს ზეცას კარივით აღებ,

ჩამოგაქ მთვარე,
მზეც და მერე ორი ვარსკვლავიც,
მე რომ გაჩუქე,
იმ ზეციდან,
(ცა ჩემი-ც-ა-რის)...
წახვედი ასე,
და ლექსები წაიღე კვლავაც,
მე კი დამირჩა უკმარობა,
და ვერ ვიცანი

ახლა ეს ქუჩა და ღრუბლები მსურდა მეგლოვა,
შენზე ფიქრი კი
წვიმასავით ასველებს ფურცლებს...
ივლისის ამინდს წერისათვის
ჯობია თოვა...
შენთან მოვდივარ,
და სანთლები გავცვალე ფულზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები