 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული 3 აგვისტო, 2013 |
ჩემი ტელეფონი ჩემსავით მოკრძალებულია, დილით სამჯერ დარეკავს და ჩუმდება. რასაც ვერ ვიტყვი ჩემ დედამთილზე: ---ადექით,დაგაგვიანდებათ---ყვირის ყოველ დილით და ამით კაი საქმესაც მიკეთებს, თორემ მართლა დამაგვიანდება. მძინავს ნახევრად,საძინებლიდან რომ ჩამოვდივარ და მისი ლაპარაკი თანდათან მაფხიზლებს: ---ისე გვიან იძინებთ,დილას ვეღარ დგებით მერე---დაღამდება,უნდა დაიძინოს ქალმა და გათენდება---უნდა გაიღვიძოს,არ გამიგია მე შუაღამემდე კომპიუტერთან ჯდომა----ლაპარაკობს თავისთვის . მე ყურს არ ვუგდებ, ახლა მაგით ვერ ავიშლი ნერვებს ...ერთი და იგივეს ლაპარაკმა დამღალა უკვე.ბავშვები მე მასწრებენ მომზადებას. ყავას ფეხზე ვსვამ და სახლიდან გასვლას ვჩქარობ. დღეს ბევრი საქმე მაქვს.... ბავშვობიდან მაქვს ეს ჩვევა: მეორე დღისთვის გეგმას ვწერ, რა , როდის და რის შემდეგ უნდა გავაკეთო...ამ დროს სულ მახსენდება ბურნუთა და ვცდილობ, „წვინტლები არ ჩამოვუშვა“... აი ,მაგალითად, დღეს ღია გაკვეთილი მაქვს მეცხრე კლასში დაგეგმილი.მთელი ღამე პრეზენტაციას ვამზადებდი, აქტივობებიც გავაკეთე, ხო, „ჩიპის“ წაღება არ უნდა დამავიწყდეს, გაკვეთილების დაწყებამდე საქმეთა მმართველი უნდა ვნახო და ტესტები დავაბეჭდინო, მეორე გაკვეთილის დაწყებამდე, ხუთწუთიან დასვენებაზე მეცხრე კლასში უნდა შევირბინო და ბავშვები გავამხნევო, რომ არ დაიბნენ ამდენი ხალხის დანახვაზე და არ ჩამიყარონ წყალში ნაშრომი, მესამე გაკვეთილზე რომ „ფანჯარა“ მაქვს , მაგ დროს ყველაფრის გადამეორება უნდა მოვასწრო.აუცილებლად უნდა ვიშოვო მეოთხე გაკვეთილამდე ციფრული აპარატი,რომ გადაღება შევძლო და მერე მოპოვებული მასალები Lemill- ზე გამოვაქვეყნო....
მეუბნებიან , მაგას ნევროზი ქვიაო...(ნევროზი არა ბჟიტის ყაურმა) მე კი ასე დაგეგმილს, მერე პლიუსებს რომ დავუსვამ, გაბადრული დავდივარ და რავიცი... ვალებსაც ასე ვწერ ხოლმე; ორიფლეიმი--93 ლარი+ წიგნები-12 ლარი+ მეორადები- 27 ლარი+ (რა ვქნა, პარფიუმერიაში ყველაზე მეტი მეხარჯება...) არა, რა დროს ვალებია, სკოლაში მაგვიანდება...
უკვე ჭიშკარში გავდივარ, რომ დედამთილის სიტყვა მეწევა: ---დღეს წიწილებია გამოსაყვანი ინკუბატორიდან, ქვითარი მაგიდაზე დევს. რომელი წიწილები, პატარები უპატრონო კატამ რომ უნდა შეჭამოს და მერე, ცოტა წამოზრდილები ვირთხამ ?...ყოველ კვირას ღერღილი და ქატო რომ უნდა ვზიდო ბაზრიდან და და მე მაინც „სადიას“ქათამი და ბარკლები რომ უნდა ვჭამო მთელი წელი? მაგრამ ჩემი აზრი ვის აინტერესებს, ქვითარს ხელი წამოვავლე და ჩიხს გავუყევი. ---ეგეც ჩემი მესამე გაკვეთილის „ ფანჯარა“---როგორ ვერ ვიტან,გეგმას რომ მაცვლევინებენ.
პირველი და მეორე გაკვეთილი ჩავატარე,მერე სკოლიდან გამოვვარდი , მაღაზიაში „პიკნიკის“ კოლოფი ვიშოვე,ტაქსი ავიყვანე , ინკუბატორში წიწილებს მივაკითხე და სახლში მოყვანილი დედამთილს ჩავაბარე .მერე ისევ უკან დავბრუნდი და პირდაპირ მეოთხე გაკვეთილზე შევედი.... ღია გაკვეთილმა ნორმალურად ჩაიარა, რაღაცეები გადავიღე (ახლა ასეაო საჭირო) და ალბათ ხვალ გამოვაქვეყნებ, დღეს არაა გეგმაში...
სამს ათი წუთი აკლია, ავწრიალდი, საშინლად მაგვიანდება,"უფროსს" ვანიშნე ,წავალ მე,ბავშვები მყავს -მეთქი სამზე.თავი უხმოდ დამიქნია...ათ წუთში სახლში მისვლა უნდა მოვასწრო,თან პროდუქტი უნდა ვიყიდო, სახლში აღარაფერი მაქვს საჭმელი.... გზადაგზა კარტოფილს და სხვა ბოსტნეულს ვყიდულობ. დავინახე და კომბოსტოც მომინდა,ისეთი ქათქათა ჩანდა.კი ვიყიდე,მაგრამ გაკეთება არ მაქვს გეგმაში,ბორშჩის დრო სადაა დღეს,ისე კურდღლებივით თუ შეახრამუნებენ ჩემი შვილები, თორემ... ისე მოთუშულს მაინც უმი ჯობია ვიტამინებით...(მოუცლელის ფსიქოლოგია) ოთხის ხუთ წუთზე უკვე სახლში ვარ, ნავაჭრს დაბლა ვტოვებ ,მოსაცმელს ვიხდი და პირდაპირ ბავშვებთან ავდივარ. დედამთილი ხელებს ასავსავებს,ჭამას რომ ვერ ვასწრებ , ნერვიულობს. არ იცის, ერთი ბულკი გზაში შევჭამე, დრო რომ მომეგო. მოწაფეები უკვე დამსხდარი მხვდებიან და ვიწყებ მათი უნარების განვითარებას, ჩემი სასიცოცხლო უნარების დაქვეითების ხარჯზე. 4 საათამდე „ვქაჩავ“, მერე ნანას, ჩემ შვილს ვწერ: --ნანაჩო,სახლში თუ ხარ, ყავა ამომიტანე რა... ---აუუუუჰჰჰჰ----მომდის პასუხი , მაგრამ ხუთ წუთში მაინც შემოაქვს ყავა.
შვიდ საათამდე მესამე ჯგუფსაც ვუშვებ და ამოსუნთქვაზე ვოცნებობ. ყბა და სალაპარაკო აპარატი უკვე გაჩერებული მაქვს და ნერწყვის ყლაპვა მიჭირს სიმშრალისგან... --დედუნა,რეპეტიციაზე ხომ გამოხვალ?---მირეკავს გიორგი. უი, გამახსენდა, ჩემი სადამრიგებლო კლასი წელს სკოლას ამთავრებს და ბოლო ზარისთვის ცეკვებს დგამენ.რეპეტიციას თუ არ დავესწარი, გადარევენ ცეკვის მასწავლებელს, ახალგაზრდა გოგოს... დიდი ნაბიჯებით მივქრი სარეპეტიციო დარბაზისაკენ, გზაში მზესუმზირას ვყიდულობ, კუჭი რომ გავართო ცოტათი... მესიჯი მომდის დეიდაშვილისგან: -- -სულ ნუ დაგვივიწყებ,გამოგვიარეო. ვეცდები მეთქი, მივწერე, არვიცი, როდის ჩავსვამ გეგმაში მაგათ... არადა პატარა შვილიშვილი ეყოლათ და ნახვა მინდა.
სახლში 11 საათზე ძლივს მოვდივარ. ხვალისთვის მოსამზადებელი მაქვს გაკვეთილებიც,მაგრამ კომპიუტერს თუ არ მივუჯექი ცოტა ხანს და ვინმესთან არ წავიჭორავე, გამორიცხულია. მეც ხომ მინდა განტვირთვა ....
თორმეტს კარგად იყო გადაცილებული, საძინებელს რომ მივაღწიე.დაღლილი ვარ და გაუხდელად მივწექი.უცებ სინათლე აინთო და ჩემი ქმარი შემოვიდა.უი, ქმარი რომ მყავს, ახლა გამახსენდა, 24 საათია არ მინახავს...მაგრამ შენ არ ხარ დღეს ძვირფასო გეგმაში-მეთქი, გავიფიქრე, თავი მოვიმძინარე , საბანი ამოვიკეცე და სიზმარეთში გადავედი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. ...ვიწყებ მათი უნარების განვითარებას, ჩემი სასიცოცხლო უნარების დაქვეითების ხარჯზე... :) :) <--- რა მაგარია :) ძალიან მომეწონა :) :) ...ვიწყებ მათი უნარების განვითარებას, ჩემი სასიცოცხლო უნარების დაქვეითების ხარჯზე... :) :) <--- რა მაგარია :) ძალიან მომეწონა :) :)
40. როგორ გეკადრება. ახლა მეორედ დაგიკომენტარე და კი გითხარი, რაც მინდოდა.:) როგორ გეკადრება. ახლა მეორედ დაგიკომენტარე და კი გითხარი, რაც მინდოდა.:)
39. შენ ახლა მოიცალე წაკითხვისა და დაკომენტარებისათვის?? გამახარე ძალიან შენ ახლა მოიცალე წაკითხვისა და დაკომენტარებისათვის?? გამახარე ძალიან
38. გეგმა გჭირდება შენ, გეგმა, ისე არაფერი გამოვა.:) 5+ გეგმა გჭირდება შენ, გეგმა, ისე არაფერი გამოვა.:) 5+
37. თქვენ სკოლაში ბომბი არ უნახიათ? თქვენ სკოლაში ბომბი არ უნახიათ?
36. გადასარევი იყო მართლაც. :* ყოჩაღ
გადასარევი იყო მართლაც. :* ყოჩაღ
35. სიამოვნებით ჩავიკითხე ბუდულა. გაიხარე!!! სიამოვნებით ჩავიკითხე ბუდულა. გაიხარე!!!
34. დადგენილება: გადაეცეს ორიფლეიმის პარფიუმერიისთვის გამოყოფილი , ყბადაღებული , 93 ლარი ჯორჯიბიჭის , წიწილების გასაზრდელად და შემდეგ ამ წიწილების საკუთარ ქორწილზე დასაკლავად:DDD
კითხვა:საწყალი ქმარი თუ მარიო? :DDD პასუხი:საწყალი მარიო:DDD დადგენილება: გადაეცეს ორიფლეიმის პარფიუმერიისთვის გამოყოფილი , ყბადაღებული , 93 ლარი ჯორჯიბიჭის , წიწილების გასაზრდელად და შემდეგ ამ წიწილების საკუთარ ქორწილზე დასაკლავად:DDD
კითხვა:საწყალი ქმარი თუ მარიო? :DDD პასუხი:საწყალი მარიო:DDD
33. გეგმა ჩავარდაო... საწყალი ქამრიო თუ მარიო... გეგმა ჩავარდაო... საწყალი ქამრიო თუ მარიო...
32. ეს ერთი და იგივეა:D ეს ერთი და იგივეა:D
31. შენი არა, პერსონაჟის მაინტერესებდა. თუ პერსონაჟი შენ ხარ, გასაგებია. :) შენი არა, პერსონაჟის მაინტერესებდა. თუ პერსონაჟი შენ ხარ, გასაგებია. :)
30. თუ ჩემი ქმარი გაინტერესებთ, ნამდვილად შრომობს, იმიტომ რომ სამი შვილი გვყავს გასაზრდელი:D თუ ჩემი ქმარი გაინტერესებთ, ნამდვილად შრომობს, იმიტომ რომ სამი შვილი გვყავს გასაზრდელი:D
29. " ქმრები მხოლოდ მამრობითი სქესის მკითხველებს ეცოდებათ:დდდ" - ვითომ? მე ეჭვი მეპარება. ქმარი მე მარტო საძინებელში შემოსული დავინახე, და მაინტერესებს, მანამდე მთელი დღე მუშაობდა თუ ნარდს აგორებდა ბირჟაზე. ჩემი აზრით ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მის მიმართ შეცოდების ქონა-არქონაში.
" ქმრები მხოლოდ მამრობითი სქესის მკითხველებს ეცოდებათ:დდდ" - ვითომ? მე ეჭვი მეპარება. ქმარი მე მარტო საძინებელში შემოსული დავინახე, და მაინტერესებს, მანამდე მთელი დღე მუშაობდა თუ ნარდს აგორებდა ბირჟაზე. ჩემი აზრით ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მის მიმართ შეცოდების ქონა-არქონაში.
28. მე არ მინდა დაღლილი ცოლი! მე არ მინდა დაღლილი ცოლი!
27. ქმრები მხოლოდ მამრობითი სქესის მკითხველებს ეცოდებათ:დდდ ამ ნაწარმოებში მისი ადგილი სავსებითაა განსაზღვრული:DDDდ ქმრები მხოლოდ მამრობითი სქესის მკითხველებს ეცოდებათ:დდდ ამ ნაწარმოებში მისი ადგილი სავსებითაა განსაზღვრული:DDDდ
26. მარი, ხომ ხედავ, ამდენს წვალობს შენი გმირი და ხალხს მაინც ქმარი ეცოდება. კარგი იქნებოდა, 1-2 სიტყვა ქმარზეც გეთქვა, რას საქმიანობს, ისიც ასე წვალობს თუ ცოლის კისერზეა. თორემ ქმრის პერსონაჟის ასეთი ბუნდოვანება ინტერპრეტაციის და მისი მაქსიმალურად შეცოდების საშუალებას იძლევა. :) მარი, ხომ ხედავ, ამდენს წვალობს შენი გმირი და ხალხს მაინც ქმარი ეცოდება. კარგი იქნებოდა, 1-2 სიტყვა ქმარზეც გეთქვა, რას საქმიანობს, ისიც ასე წვალობს თუ ცოლის კისერზეა. თორემ ქმრის პერსონაჟის ასეთი ბუნდოვანება ინტერპრეტაციის და მისი მაქსიმალურად შეცოდების საშუალებას იძლევა. :)
25. აპა, პა პა პა... ოჯახის ქალო, 93 ლარით იცი რამდენ წიწილას გაზრდიდი, სადიას ქათმისკენ არ გაიხედავდი... ფუუუუუუუუუუუუუ, სადიას ქათამი... არ მომკლა, მარიკუნა! :) :) :) აპა, პა პა პა... ოჯახის ქალო, 93 ლარით იცი რამდენ წიწილას გაზრდიდი, სადიას ქათმისკენ არ გაიხედავდი... ფუუუუუუუუუუუუუ, სადიას ქათამი... არ მომკლა, მარიკუნა! :) :) :)
24. ამხანაგოთი ნუ მომმართავთ...არ მიყვარს ეგ მიმართვა. მარი მქვია. 93 ლარი ხარისხიანი პარფიუმერიისათვის ბევრი არაა, თანაც მე და ჩემი შვილი ორივე მოვიხმართ:)
ამხანაგოთი ნუ მომმართავთ...არ მიყვარს ეგ მიმართვა. მარი მქვია. 93 ლარი ხარისხიანი პარფიუმერიისათვის ბევრი არაა, თანაც მე და ჩემი შვილი ორივე მოვიხმართ:)
23. ჰოდა, თუ არ გავს, ის 93 ლარი მოახმაროს ოჯახს...
ამხანაგო ბუდულა, თქვენ არ მიპასუხეთ შეკითხვაზე, რა უნდოდა სამუშო საათებში ქალს წიწილების წასაყვანად, დედამთილი რის მაქნისია? ? ? :) :) :) რატომ არ ვარ შენი დირექტორი, იმ 93 ლარს დაგიქვითავდი ხელფასიდან :) :) :)
ჰოდა, თუ არ გავს, ის 93 ლარი მოახმაროს ოჯახს...
ამხანაგო ბუდულა, თქვენ არ მიპასუხეთ შეკითხვაზე, რა უნდოდა სამუშო საათებში ქალს წიწილების წასაყვანად, დედამთილი რის მაქნისია? ? ? :) :) :) რატომ არ ვარ შენი დირექტორი, იმ 93 ლარს დაგიქვითავდი ხელფასიდან :) :) :)
22. საინტერესო კომენტარისათვის მადლობა, ჯორჯიბიჭი-ს. გავს ეს ქალი სხვისთვის გაპრანჭულს?:DDDD
საინტერესო კომენტარისათვის მადლობა, ჯორჯიბიჭი-ს. გავს ეს ქალი სხვისთვის გაპრანჭულს?:DDDD
21. ამხანაგო ბუდულა, შრომის კოდექსი რომ დაარღვიეთ და "ფანჯრის" დროს სკოლიდან გახვედით, დირექტორმა არაფერი გითხრათ, სხვა დარღვევებზე რომ თვალი დავხუჭოთ? მეორეც, რატომ ხარჯავს ამდენ ლარს კოსმეტიკაში ადამიანი, რომელსაც გეგმაში ქმარი არ ჰყავს თურმე ჩასმული, ვის ეპრანჭება სხვას? ... საწყალი ქმარი... ამხანაგო ბუდულა, შრომის კოდექსი რომ დაარღვიეთ და "ფანჯრის" დროს სკოლიდან გახვედით, დირექტორმა არაფერი გითხრათ, სხვა დარღვევებზე რომ თვალი დავხუჭოთ? მეორეც, რატომ ხარჯავს ამდენ ლარს კოსმეტიკაში ადამიანი, რომელსაც გეგმაში ქმარი არ ჰყავს თურმე ჩასმული, ვის ეპრანჭება სხვას? ... საწყალი ქმარი...
20. მადლობა ნეფერტარ:D მადლობა ნეფერტარ:D
19. ვაი, ეს როგორ გამომრჩენია. კიდევ კარგი რომ თავფურცელზე მოხვდა თორემ ვინერვიულებდი. უბრალოდ საქართველოში არ ვიყავი ეს რომ დაიდო. ბუდულა ბოდიში. სიამოვნებით წავიკითხე და ჩემი თავიც ამოვიკითხე შიგ. ვაი, ეს როგორ გამომრჩენია. კიდევ კარგი რომ თავფურცელზე მოხვდა თორემ ვინერვიულებდი. უბრალოდ საქართველოში არ ვიყავი ეს რომ დაიდო. ბუდულა ბოდიში. სიამოვნებით წავიკითხე და ჩემი თავიც ამოვიკითხე შიგ.
18. აქამდე ყველას მე ვეცოდებოდი:DDD აქამდე ყველას მე ვეცოდებოდი:DDD
17. ქმარი შემეცოდა... :D :D :D ქმარი შემეცოდა... :D :D :D
16. კარგი იყო ))))))))))) კარგი იყო )))))))))))
15. არტე დაკარგულო, მართლა კი არ ვგეგმავ ყველაფერს:DDDDDDDDDD არტე დაკარგულო, მართლა კი არ ვგეგმავ ყველაფერს:DDDDDDDDDD
14. თორმეტს კარგად იყო გადაცილებული, საძინებელს რომ მივაღწიე.დაღლილი ვარ და გაუხდელად მივწექი.უცებ სინათლე აინთო და ჩემი ქმარი შემოვიდა.უი, ქმარი რომ მყავს, ახლა გამახსენდა, 24 საათია არ მინახავს...მაგრამ შენ არ ხარ დღეს ძვირფასო გეგმაში-მეთქი, გავიფიქრე, თავი მოვიმძინარე , საბანი ამოვიკეცე და სიზმარეთში გადავედი...
კარგი კიდევ არტეს არაფერს გეგმავსსსსსსსსს:D:D:D:D:Dმაგის დღო სადღაა:) მოგიკითხე მარი და დაგა5+++:) თორმეტს კარგად იყო გადაცილებული, საძინებელს რომ მივაღწიე.დაღლილი ვარ და გაუხდელად მივწექი.უცებ სინათლე აინთო და ჩემი ქმარი შემოვიდა.უი, ქმარი რომ მყავს, ახლა გამახსენდა, 24 საათია არ მინახავს...მაგრამ შენ არ ხარ დღეს ძვირფასო გეგმაში-მეთქი, გავიფიქრე, თავი მოვიმძინარე , საბანი ამოვიკეცე და სიზმარეთში გადავედი...
კარგი კიდევ არტეს არაფერს გეგმავსსსსსსსსს:D:D:D:D:Dმაგის დღო სადღაა:) მოგიკითხე მარი და დაგა5+++:)
13. დინამიურია, წყალივით მირაკრაკებს. კარგად იკითხება და კარგი ფინალი აქვს. დინამიურია, წყალივით მირაკრაკებს. კარგად იკითხება და კარგი ფინალი აქვს.
12. უნდინა, ჩემო კოკროჭინა,როგორ ხარ? სად დამეკარგე? უნდინა, ჩემო კოკროჭინა,როგორ ხარ? სად დამეკარგე?
11. მარიაამ ოოო :* დედიკოს უნდა წავაკითხო ეს უეჭველი :)) მარიაამ ოოო :* დედიკოს უნდა წავაკითხო ეს უეჭველი :))
10. ჰარალემ კარგად აღნიშნა, ისეთი რიტმიანი ნაწერია, ძლივს გეწეოდი მარი:) - კარგი ხარ! ჰარალემ კარგად აღნიშნა, ისეთი რიტმიანი ნაწერია, ძლივს გეწეოდი მარი:) - კარგი ხარ!
9. მომეწონა,მშვენიერია.დასასრულის მიხედვით,უფრო ტრაგიკულია,ვიდრე იუმორისტული. ,,რასაც ვერ ვიტყვი ჩემ დედამთილზე"-აქ ვიხალისე ყველაზე უფრო. მომეწონა,მშვენიერია.დასასრულის მიხედვით,უფრო ტრაგიკულია,ვიდრე იუმორისტული. ,,რასაც ვერ ვიტყვი ჩემ დედამთილზე"-აქ ვიხალისე ყველაზე უფრო.
8. მადლობა ჟოზეფინა, მადლობა, მაგრამ მაინც რას მიხვდი? :DDD მეც მითხარი რა... მადლობა ჟოზეფინა, მადლობა, მაგრამ მაინც რას მიხვდი? :DDD მეც მითხარი რა...
7. ვაიმე მარიააამმ რა გული ხარ რა! :) კაი იყო აი კაი !!! მადლობა შენ რომ ეს დაწერე და მე წავიკითხე.... რაღაცებს მივხვდი ;) + ვაიმე მარიააამმ რა გული ხარ რა! :) კაი იყო აი კაი !!! მადლობა შენ რომ ეს დაწერე და მე წავიკითხე.... რაღაცებს მივხვდი ;) +
6. ჩემი გეგმიანი:))))) +++++ ჩემი გეგმიანი:))))) +++++
5. ეს ამბავი ამ ზაფხულში,სწორედ ახლა , არდადეგებზე, ნეტავ რამ დამაწერინა? ხომ არ მომენატრა ის რიტმი,რომელიც მაქვს ხოლმე აღებული სწავლის პერიოდში?:DDDDDD ეს ჩემი ცხოვრების რიტმია,ასე "რეაქტიული ძრავით" დავდივარ მე სულ:D მადლობა,ვინც კითხულობთ . ჰა-რა-ლე , ვეცდები მეტი დაკვირვება გამოვიჩინო გეგმის შედგენის საკითხში:) (ჩერეზ ადინ მაინც):DDDD ეს ამბავი ამ ზაფხულში,სწორედ ახლა , არდადეგებზე, ნეტავ რამ დამაწერინა? ხომ არ მომენატრა ის რიტმი,რომელიც მაქვს ხოლმე აღებული სწავლის პერიოდში?:DDDDDD ეს ჩემი ცხოვრების რიტმია,ასე "რეაქტიული ძრავით" დავდივარ მე სულ:D მადლობა,ვინც კითხულობთ . ჰა-რა-ლე , ვეცდები მეტი დაკვირვება გამოვიჩინო გეგმის შედგენის საკითხში:) (ჩერეზ ადინ მაინც):DDDD
4. მშვენიერი, გამართული, ნოველაა. კითხვისას, ჩემდაუნებურად მთავარი გმირის რიტმს ავყევი და ბოლოსკენ კინაღამ ქოშინი დამეწყო.:) ისე, ვინაიდან იუმოტისტული ქვია, ერთი-ორი, მოხდენილ-მომსპარი ფრაზა არ წაახდენდა ნამუსევარს, მარა ასეც კარგია.:) წარმატებები ავტორს და უფრო მეტი დაკვირვება, გეგმის შედგენის საკითხში.:)
მშვენიერი, გამართული, ნოველაა. კითხვისას, ჩემდაუნებურად მთავარი გმირის რიტმს ავყევი და ბოლოსკენ კინაღამ ქოშინი დამეწყო.:) ისე, ვინაიდან იუმოტისტული ქვია, ერთი-ორი, მოხდენილ-მომსპარი ფრაზა არ წაახდენდა ნამუსევარს, მარა ასეც კარგია.:) წარმატებები ავტორს და უფრო მეტი დაკვირვება, გეგმის შედგენის საკითხში.:)
3. თან მაგრად შემეცოდა ეს ქალი და თან მეღიმებოდა... კარგი ხარ. + თან მაგრად შემეცოდა ეს ქალი და თან მეღიმებოდა... კარგი ხარ. +
2. ეს დღიურში წავიკითხე, კარგი ხარ :)))+++++ ეს დღიურში წავიკითხე, კარგი ხარ :)))+++++
1. გამოქვეყნებამდე და ახლაც, დასასრულზე მეცინება :D მაგარი ხარ რა ასეთ ჟანრში :D :* გამოქვეყნებამდე და ახლაც, დასასრულზე მეცინება :D მაგარი ხარ რა ასეთ ჟანრში :D :*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|