ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო_93
ჟანრი: პროზა
30 ივლისი, 2013


ვირგებ ნიღაბს

ვირგებ ნიღაბს და ფრთაშესხმული შენკენ მოვდივარ... მოვდივარ და მომაქვს ნიღაბს ამოფარებული მე... მოვდივარ შენთან... მოვდივარ და მომაქვს უიმედობის ბნელი სინათლე, გათოშილი მზე...
  გალაქტიკები ერთმანეთს ერწყმიან და ვარსკვლავები უერთდებიან ზეცის გამოძახილს... სიშორე სიბრაზისგან იბერება და მერე სკდება, იჩუტება... გზააბნეულ სინამდვილეს კარი მოვუხურე და ნიღაბამოფარებულ სამყაროს შევუერთდი... ”მე” ყვირის, მაგრამ სამყაროს წიაღში ჩამარხულს, არ მესმის მისი ძახილი...
  სამყარო პანაშვიდს უხდის მზეს, რომელიც შავ კუბოში მწოლარე, არაფრისმთქმელი თვალებით უცქერს სიცარიელეს...
  მე ნიღაბს ვირგებ და გზას ვიკვლევ შენკენ... დედამიწამ შენკენ გადმომისროლა... მაგრამ მკვდრეთით აღვსდექი და რომელიღაც გალაქტიკის შავ-ბნელ ფსკერზე დავინახე ჩემი ნიღაბი... მას დროებითობა შეუძენია... უკან გამოვბრუნდი და სინამდვილის დახშული კარი ღია დამხვდა... ისევ დავუბრუნდი სინამდვილეს და ნიღბის ნაფლეთები შავ კუბოში ჩავყარე. იმ კუბოში, რომელშიც მზე იყო ჩასვენებული... მე კი, მე... სინამდვილეში ვპოვე მე-ს ნიღაბი, იგივე რეალობა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები