 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 8 აგვისტო, 2013 |
დამშვიდდით, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენას--გულაჩუყებული და აცრემლებული ვუმეორებ ირაკლის და ჩემ შვილებს, (უფრო დაჟინებით კი ჩემს თავს ) როცა მათ კვირაობით სკაიპით ველაპარაკები და ვესიყვარულები.
-დედი, როცა ჩამოხვალ, წაგვიყვანე რა ზღვაზე...წელს "ნინუცები" მიდიან ( "ნინუცები" ჩემი დის ოჯახია) --დედი,როცა ჩამოხვალ, მინდა ჩემი მეგობარი გაგაცნო---უფროსი ვაჟი უკვე შეყვარებულია და ემოციას ვერ მალავს... ---როცა ჩამოხვალ, იქნებ ერთად გვენახა დედაჩემი--მე ჩემი ფეხის გამო ვერ მივდივარ და ის აქეთ ვერ ჩამოდის---მორიდებით მეუბნება ქმარი. ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიან . მათი კარგი განწყობა მეც გადმომედება ხოლმე და ცრემლები სახეზე მაშრება. ხუთი წელია, ისინი არ მინახავს, არ შევხებივარ, მათი სურნელი არ შემიგრძნია. არ ჩავხუტებივარ შვილებს,რომელთაც წამოსვლამდე სულში ვიძვრენდი . ბავშვებს თმას ძალად ავუწეწავდი ხოლმე, რომ მერე ისევ დამევარცხნა და თან მოვფერებოდი , მერე სულისშეკვრამდე ვკოცნიდი. უჩემოდ წავიდა თამუნია სკოლაში, უჩემოდ ისწავლა ანბანი და მიმატება-გამოკლება, მეგობრებიც ისე გაიჩინა,მე მათთვის ერთხელაც კი არ მიმასპინძლია დაბადების დღეზე...არადა ამაზე როგორ ვოცნებობდი.
ხუთი წელია ჩემი ქმარი , ავადმყოფობის მიუხედავად, შვილებს აბანავებს და სარეცხს რეცხავს, სარეცხი მანქანაც ვერ ვუყიდე...არაფერი გამომდის...ფულს ბარაქა ვერ დავატანე...ხანდახან უმუშევარიც ვარ და მათ არ ვეუბნები, რომ არ შეშინდნენ . მისი ოპერაციისთვის აღებული ვალები ჯერ არ დამიმთავრებია. მათ ვამშვიდებ და როცა სკაიპს გამოვრთავ, მერე რამდენიმე საათით მე აღარ ვვარგივარ საქმისთვის. რამდენი ხანია ვპირდები, კიდევ ერთი წელი მინდა მეთქი. ბავშვები ტყუვდებიან, ირაკლი არა.... ----როგორ დაგტანჯე--მომწერა ამ დილით ბავშვებისგან უჩუმრად. ---- უშენოდ უფრო დავიტანჯებოდი....ვიცი,შენც ასე იზამდი. ----მეამაყები---მპასუხობს და ვგრძნობ, რომ გულის გაგლეჯამდე მენატრება და ათასჯერ უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ოდესმე. ----ფულს ვაგზავნი დღეს, ორი კვირა მაინც გეყოფათ---სხვაზე გადამაქვს სიტყვა, რომ არ მიმიხვდეს , ვტირი. კვირა დღე ჩემთვის დღესასწაულიცაა და სასჯელიც. მე მათგან ერთი კვირის სამყოფი სითბო და სიყვარული მიმყვება. ღმერთს მადლობას ვწირავ , რომ კარგად და ჯანმრთელად მყვანან...მე რა მიჭირს, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენას, ქმარი და შვილები მალე უნდა ჩავიხუტო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მეტკინა :( წარმატებები და სიკეთე, ბუდულა + + მეტკინა :( წარმატებები და სიკეთე, ბუდულა + +
15.
ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 8 აგვისტო, 2013
ტკივილიანია და ემოციით სავსე. ძალიან მომეწონა. იბედნიერეთ ავტორო.
ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 8 აგვისტო, 2013
ტკივილიანია და ემოციით სავსე. ძალიან მომეწონა. იბედნიერეთ ავტორო.
14. ოპერაციისთვის აღებული ვალების გადახდა ჯერ არ დამიმთავრებია. :( მთელი საქართველო მაგ დღეშია, გუშინ კიდევ ერთი ოჯახი დაინგრა. ერთი დღეც დადგება და ყველა პასუხს აგებს ამისთვის. ოპერაციისთვის აღებული ვალების გადახდა ჯერ არ დამიმთავრებია. :( მთელი საქართველო მაგ დღეშია, გუშინ კიდევ ერთი ოჯახი დაინგრა. ერთი დღეც დადგება და ყველა პასუხს აგებს ამისთვის.
13. ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
8 აგვისტო, 2013
სულ ჩახუტებული გყოლოდეს მარიამ ქმარ- შვილი ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
8 აგვისტო, 2013
სულ ჩახუტებული გყოლოდეს მარიამ ქმარ- შვილი
12. მადლობა თუთი <3 მადლობა თუთი <3
11. მარი ისევ დავბრუნდი, რომ შემეფასებინე :) სულში ჩამწვდა. . . ტკივილით სავსეა. . . გამყვა ემოცია . . . მარი ისევ დავბრუნდი, რომ შემეფასებინე :) სულში ჩამწვდა. . . ტკივილით სავსეა. . . გამყვა ემოცია . . .
10. კარგი ნაწერია მარი, სულში ჩამწვდომი. კარგი ნაწერია მარი, სულში ჩამწვდომი.
9. რა კარგად მოგაქვს სათქმელი ყოველთVის ჩვენამდე, აი ცოცხლად! +++ რა კარგად მოგაქვს სათქმელი ყოველთVის ჩვენამდე, აი ცოცხლად! +++
8. გულში ჩამწვდომი და სევდიანია, თემა "ყოფითი ჟანრი" (ეს მხატვრის ენით), და მტკივნეული. 200 -ს სიტყვაში ჩატეული ცხოვრება. გულში ჩამწვდომი და სევდიანია, თემა "ყოფითი ჟანრი" (ეს მხატვრის ენით), და მტკივნეული. 200 -ს სიტყვაში ჩატეული ცხოვრება.
7. გული მეტკინა. იმედი მაქვს ყველაფერი გამოსწორდება. და ეს მტკივნეული თემა მოისპობა საქართველოში. გული მეტკინა. იმედი მაქვს ყველაფერი გამოსწორდება. და ეს მტკივნეული თემა მოისპობა საქართველოში.
6. ვტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2 ვტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
5. ღმერთოჩემო ეს რა დღეში ვართ ჰა?....:( ღმერთოჩემო ეს რა დღეში ვართ ჰა?....:(
4. მადლობა ძვირფასებო.თემა მართლად მარადიულია და ალბათ ცოტა გაიცვითა კიდევაც, მაგრამ ტკივილი არასდროსაა გაცვეთილი:( მადლობა ძვირფასებო.თემა მართლად მარადიულია და ალბათ ცოტა გაიცვითა კიდევაც, მაგრამ ტკივილი არასდროსაა გაცვეთილი:(
3. მარადიულად ტრაგიკული თემა... :( მარადიულად ტრაგიკული თემა... :(
2. იხარე მარიამო! ++ ჩემი მოკრძალებული 2, თუმცა მეტი გეკუთვნის. იხარე მარიამო! ++ ჩემი მოკრძალებული 2, თუმცა მეტი გეკუთვნის.
1. სულ რომ მატირებ ხოლმე, შეიძლებაა ასეე?! აქტუალური და მტკივნეული თემაა :( სულ რომ მატირებ ხოლმე, შეიძლებაა ასეე?! აქტუალური და მტკივნეული თემაა :(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|