ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2013


ნუ ტირი!

ნუ ტირი, გეყო, დამალე
ეგ ცრემლიანი თვალები,
ის გიჯობს გულში იტირო
დარდს თუ ვერ დაემალები.
ვიცი, რომ ძლიერ გიყვარდი,
მიწისთვის დაგენანები,
იქნებ დარდს გამოუკეტო
მაგ შენი გულის კარები.
შენი ცრემლების სანაცვლოდ
თბილ სიტყვებს მივიფარებდი
და შენი ბედნიერებით
საფლავშიც გავიხარებდი.
თუ ჩემი სიტყვის ბგერები
არ გესმის მოსაფერები,
მაშინ მაღალი ზეციდან
მზის სხივით მოგეფერები.
თუკი მზე გადაიკარგა,
ვერ ჩაჭრა ღრუბლის ფენები,
მე მაინც მოვალ შენამდე,
მოგწვდები ქარის ხელებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები