ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2013


მეფერება

მეფე თვრება,
მეფერება შიშველ მხრებზე ბავშვურ მზერით,
ნუ გშურს მზემდის ჩემი ხვედრის,
ჩემზე ადრე შენც ხომ ბევრჯერ გამოხვედი ამ ბრმა ბრბოდან,
თუმც ჩვენსავით სხვა მრავალიც გამორბოდა,
ჩვენ შევძელით აღგვემართა მძიმე ძელი ნეტარების,
ნეტავ ღრენით დააპირებ ჩემთან შებმას?
ეშმას უხმობ შავს თუ ფერადს?
უკვდავების კლიტე მე მაქვს, დაივიწყე?
დავით იწყე შთაგონების დამარცხება?
და ვარ ცხებად დედოფლობის მეფის ტახტზე...
ოქროს ტახზე სანადიროდ მეფეს ვახლე ჩემი სული,
იქ მისული მღელვარებით დავინახე
და ვით ვნახე, შევიგრძენი, რომ ჩემია,
რომ მის სულში ჩემი სული ჩამრჩენია,
არ მჩვევია გასხვისება სიყვარულში,
არ მადარდებს,თუ გათოშილს გძინავს ხნულში დაჭრილ მგლებზე
მეფე თვრება,მეფერება შიშველ მხრებზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები