ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2013


ჩემი სოფელი?!

/რა კარგი იყო ბარდნალა/

თუ ჩემს სოფელში ცაცხვის ჩრდილი გესიამოვნა,
აქვე დარჩი და შენს გაკვამლულ ქალაქს აგინებ...

***

ახლა აგვისტოა, თუმცა მოღრუბლული...
გხედავ ჩემი სახლის სოფლურ აივნიდან...
მოდი, გადაწყვიტე,
ცოლად მომიბრუნდი,
ჩვენთან უკეთესი არის ჰაერი და

არა მხოლოდ, წვიმაც
ისე აგაცეკვებს,
როგორც სხვანაირი რიტმის ქარი არი
ჩვენთან
და ქალაქში მერე ღრუბლის ლეკვებს
ლექსიც დავუწეროთ იავნანიანი...

ჩვენთან?! - გაგაღვიძებს მამლის ფორიაქი,
ქალაქს მანქანების ხმებით აფხიზლებენ...
ქალაქს აქეიფებს ჭიქა კონიაკი,
ჩვენთან ჭურს დაცლი და მხოლოდ ამის მერე

იწყეფ კაი ქეიფს!..
ყანა დამექოჩრა,
ქალაქს ხელოვნური საფრით აბიბინებ-
ენ და მოგიკითხავ სოფლის სამეფოდან
ციცქის აკიდოს და სავსე სასიმინდეს...

ჩვენთან?! - შუადღეა რაღაც პოეტური,
ისე, არ აკლია ღამეს პოეტობა...
ზოგჯერ დიდთოვლიან ზამთარს კი ვემდურით,
მაგრამ შარშან ისე გრძნობით მოეთოვა,

ძაღლმა გამაღვიძა ყეფით, თავის უბრად;
ნახე, ნაძვი როგორ დაბერებულაო...
ალბათ უნდოდა, რომ ეთქვა,
ალისუბანს
ანგელოზიანი ფარჩა ეხურაო...

ჰო, მე შემიძლია კიდე ბევრი მოვყვე,
როგორ ვშემოდგომობთ ჩვენთან, ჩემ სოფელში:
ყურძენს დავწურავ და
სიმინდს მოვტეხავ და
მოკლედ
მერე თბილ ბუხართან აპრილს ველოდებით...

არა, არის ხშირად ისე მოსავალი,
სტროფში რას ჩავატევ, მოდი, თვითონ ნახე...
ბავშვებს გვიხაროდა ზაფხულს მოსაპარი
ხილი რომ იყო და სიტკბო  კი ტონამდე!..

მერე?! -
ქორწილს გავშლი,
ერთ თვეს ვინადიმებთ...
მოდიდდა შუადღე,
რაღაც პოეზია...
ბეჭში გევიშლები, თუ მოგინადირე...
აა, ჩემი სოფელი?! -
რავი, ხო, ესეა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები