ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2013


ზოგჯერ მომიკითხე...

ზოგჯერ მომიკითხე იქნებ როგორა ვარ,
როცა გადაივლის წუთი განრისხების.
წუხელ ჰამაკივით  მთვარე აქანავა
ქარმა, წერილს გწერდა მერე თავისხელით.

ფოთლებს ვერ აუდის ქურთი მეეზოვე...
აბა შემოდგომა როგორ ეყვარება.
მე კი უშენობა ისე მოვიძულე,
თითებს აივნებზე ვითვლი რიკულებად.

ზოგჯერ მომიკითხე იქნებ როგორა ვარ,
თუკი გახსოვარ და თუკი გენაღვლები.
თორემ შემოდგომა, როგორც მეგობარმა,
ლამის მივატოვო უკვე ხელაღებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები