ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2013


სუფთა ფურცელი

ცრემლი მელანის, შეაშრა კალამს
და ჰაეროვანს მიგზავნის ამბორს,
მემშვიდობება? ნეტავი სალამს,
ასე სანატრელს, ბოლოჯერ ამბობს?
ვიცი, ოდესმე წამიღებს ქარი,
ფურცლებს იოლად მიაფრენს მალი...
არ მინდა დავრჩე სუფთა ფურცელი,
ნუ მიმატოვებ, დამატყვე კვალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები