ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
14 აგვისტო, 2013


სად მიფრინავენ თოლიები (მინიატურა)

    ასე ერთად ხშირად ვართ...მე და ნიკა.  ერთად კი  არა, ერთნი ვართ ხოლმე.ვჯდებით
ცხელ ქვებზე ,  სადმე მყუდრო ადგილას , ზღვის  სანაპიროზე, ერთმანეთს მხრებით მივეყრდნობით და თვალებით
ვლაპარაკობთ..
ნიკა ხელზე ტუჩებს დამადებს და ისე მკოცნის,  ვითომ სიცხეს ტუჩებით მიმოწმებს...
ავად აღარ ვარ,მაგრამ მაინც წამდაუწუმ ტუჩებით სიცხეს მიზომავს,თან ვითომ ვერ ვხვდები,მკოცნის....

  ახლაც ასეა...ვზივართ და თოლიებს  ვუყურებთ...თოლიები ლამაზები სულაც  არ არიან და ერთმანეთს ვაჯავრებთ:
----ეს თოლია შენ ხარ
----არა,  ეს უფრო  შენ გგავს..
----ნიკ,  სად მიფრინავენ თოლიები? ---ვკითხულობ და პასუხს არ ველოდები...ვიცი,  არც მან იცის....
ვითომ  ჩაფიქრდება  და მეტყვის:
-----შორს----------თან გულიანად  იცინის.
-----მეც მინდა მათთან, თბილ ქვეყნებში----გამომცდელად ვუყურებ
-----უჩემოდ?-----აღარ ხუმრობს...თვალები უწყლიანდება.
იცის რომ მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ,  ერთი დღე მთელი საუკუნეა  მის გარეშე,
ამიტომ ვერ ვატყუებ და ვამბობ:
---მაინც  რომ მომიხდეს მარტო წასვლა?  რა იქნება მაშინ?
---მეც წამოგყები, მარ!  იცოდე მაშინაც შენთან ვიქნები.
იცის ,  რასაც ამბობს და მე ვიცი,რასაც ამბობს,  გააკეთებს...

არა ,უკვე ავად არ ვარ,  თუმცა ტუჩებით წამდაუწუმ მიზომავს სიცხეს და თან ჩუმად მკოცნის....



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები