ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2013


უფალო..

უფალო, ისევ მოვედი შენთან,
ცრემლმორეული მღვრიე თვალებით,
მინდა მოვთქვა და ვცადო გიამბო
ღიმილი რატომ მიღირს წვალებად..

ვიცი მრუშობა, მოკვლა,ტყუილი
არ არის მხოლოდ ცოდვის მომტანი,
მე ყოველ დილას ვიღვიძებ ცოდვით,
წუხელ საწოლში დარდიც მოვკალი..

თავს ვერ ვუყადრი უბრალო მოკვდავს
განა იმიტომ,რომ მე მეტი ვარ..
უბრალოდ ენა არ მესმის მათი
და რაც  ვეცადე–ისიც მეტკინა...

გუშინ ფიქრები დავუთმე ისევ,
მაინც მეგონა შევძლებდი რამეს,
ვცდილობდი ღიმილს,მოსმენას,მღერას
მაგრამ რომ...მაგრამ..მე გადამღალეს...

უფალო,მისმენ? დაგღალე ალბათ..
მაგრამ მაწუხებს ჩემი ფიქრები,
იქნებ ვეცადო როგორმე ავხსნა
ამ წუთის მერე როგორ ვიქნები..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები