 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 17 აგვისტო, 2013 |
მე და შენ არასდროს ვიქნებით ერთად....შენ ყოველთვის ისეთი მცხუნვარე იყავი , რომ მეშინოდა არ დაგეწვი... გთხოვე ერთხელ,დამიხატე რა ცისარტყელა. შენ კი მხოლოდ სამი ფერადი ხაზი გაავლე და შემომაჩეჩე...მე გული დამწყდა,რომ დედამიწაზე სიყვარულისთვის და სიცოცხლისათვის ცოტა დრო დამრჩა და შენ მაინც არ დამიხატე ცისარტყელა, რომელშიც მე იისფერი ვიქნებოდი და შენ წითელი... იისფერი ყველაზე მცხუნვარე ფერია, წითელი კი ყველაზე თბილი. ახლა კი,როცა ჩემი ყოფნის წუთები უკვე დათვლილია,არ ვნანობ რომ მე ვიყავი ყინული ,რომელიც შენმა სითბომ გაალღო და ააორთქლა.... დამიხატე მზე.
(დედის დღიურიდან)
რამდენი წელია შვილებისთვის დედაც ვარ და მამაც.ამას უკვე მივეჩვიე...ქალური სისუსტეებიც გადავლახე და ერთ დღესაც უსქესო ადამიანი გავხდი... ტვინი ოცდაოთხსაათიან მუშაობას მიეჩვია და ღამით, ძილშიც კი ვფიქრობდი. თითქოს არ იყო ასე ცხოვრება ძნელი,ყველაფერი რომ ასევე გაგრძელებულიყო... ვერ ვიტყვი რომ არაფერი მაწუხებდა,თუმცა ფიზიკური ტკივილს მხოლოდ გული გრძნობდა ხოლმე,ისიც მაშინ ,როცა რამდენიმე ღამეს თეთრად გავათენებდი .მაგრამ,ერთ დილით ,ასეთივე თეთრად გათენების მერე ,მარჯვენა გვერდზე ჭვალივით რაღაც ვიგრძენი,უფრო იღლიის ფოსოში,ყურადღება არ მივაქციე და ჩვეულებრივად დავიტვირთე. ოჰოო,ვგრძნობ , ჩემი სატკივარი არ ხუმრობს,შევატყე,მეჯიბრება... ერთი თვე ვეჯიბრებოდით მე და ჩემი ტკივილი და ბოლოს მაჯობა.გადაწყვეტილება მივიღე, ექიმთან მივალ კონსულტაციაზე, უფრო იმიტომ,რომ დავრწმუნდე , მე უფრო ძლიერი ვარ. ჯერჯერობით არავის ვუმხელ , ამიტომაც ექიმთანაც მარტო წავედი...
სამი დღე მატარეს სხვადასხვა გამოკვლევაზე , მერე გადამიღეს, გააგზავნეს, დათესეს და ბოლოს დიაგნოზის დროც დადგა:
---ქალბატონო,სანერვიულო არაფერია....თქვენი დაავადება განკურნებადია, თანამედროვე მედიცინისათვის ახლა შეუძლებელი არაფერია და თქვენი განკურნებაც შესაძლებელია---წელავს სიტყვებს ექიმი.გულში ვბრაზობ, რა კარგი ქალი მეგონა, როგორი გულისხმიერი ჩანდა და ახლა რას წელავს ამ სიტყვებს, ვერ გამიგია... ---ყველანაირი თერაპია და მკურნალობა დაგიფინანსდებათ 80% -ით, გნებავთ თურქეთში გაგაგზავნით,სტამბოლში შესანიშნავი კლინიკააა, გნებავთ თბილისში იმკურნალებთ.........უკვე ყელში ამომივიდა მისი სიტყვები, აღარ ვუსმენ,გააზრებას ვერც ვახერხებ.ის კი ლაპარაკობს... ---ბოლოს და ბოლოს რა მჭირს?--როგორც იქნა ხმა გავიღე , ენა მუცლიდან ისე მძიმედ დაიძრა, მეგონა გადაყლაპული შემოვაბრუნე...წამოვდექი და დიაგნოზს დავაცქერდი....
თვალები ამიჭრელდა, ყურები აგუგუნდა...მეოთხე სტადია, მეოთხე სტადია, მეოთხე სტადია.... რამდენჯერ წერია, რამდენჯერ... რატომ წერია ყველგან,სულ მეოთხე და მეტი არაფერი.... მერე სულ მთლად დავსველდი , ალბათ ოფლისგან , რომელიც წურწურით ჩამოდიოდა და იატაკზე წვეთავდა...
კლინიკიდან გამოვიქეცი. გარეთ გამოსვლამ ცოტა შვება მომცა, ჰაერი მესიამოვნა. არა, გამოცილება რად მჭირდებოდა....
ისევ გავააქტიურე ტვინის მუშაობა და უკვე გამოსავალს ვეძებ. გამოსავალი ერთადერთია, როგორმე უნდა გავქრე, ავორთქლდე, ისე რომ ვერავინ მიპოვოს,მაგრამ როგორ? რა სისულელეა, არც ქიმიოთერაპია მჭირდება, არც მკერდს დავიმახინჯებ. ყველას ისეთივე დავამახსოვრდები, როგორიც ვარ... ---ბევრ წნევის წამალს დავლევ და თავს მოვიკლავ... ---არა, არ ივარგებს, ბავშვებს შევაშინებ, შეიძლება გადავრჩე და ეს უფრო საშინელება იქნება-------- ვაბათილებ ჩემსავე აზრს. ---საწამლავი? არ ივარგებს...ჯერ , სად ვიშოვნი არ ვიცი და დაიწყება მერე გამოძიება, ხომ არავინ მოწამლაო...ისევ ბათილი... ---აბა როგორ გავქრე?მინდა რომ დედამიწამ ჩამყლაპოს, მიწა გასკდეს და ჩამიტანოს...
ზღვაში ...ზღვა...ჩემი ზღვა ...მიშველის აუცილებლად...შეიძლება სადმე გამომრიყოს და ვერავინ მიცნობს, სულაც თურქეთში ან ბულგარეთში... ბავშვების ნახვა ახლა არ შეიძლება, მათი დანახვა გადაწყვეტილებას შემაცვლევინებს. ჯობია არც ვნახო, ახლავე, ამ წუთში უნდა მოვახერხო ყველაფერი. შვილები უკვე დიდები არიან, მერე ობლებს ვინმე დაეხმარება, ასეა ყოველთვის, მერე გამოუჩნდებათ კეთილისმსურველები და უკეთესადაც იცხოვრობენ...
აბა,მე ბინას არ გავუყიდი მათ და ღია ცისქვეშ არ დავტოვებ...მაინც რა აზრი აქვს...მე თუ არ მეშველა და უბინაოდაც დარჩნენ.... კარგია, რომ საქაღალდეში, ჩემ ლეპტოპში, საკრედიტოს კოდები მაქვს შეტანილი..აუცილებლად ნახავენ, გამოადგებათ... ცოტა ხანს იმყოფინებენ... იქნებ ცოცხალიც ვეგონო და არ ინერვიულებენ...გამოსავალი ნაჩქარევი,მაგრამ ყველაზე სწორი და მართებული მივიღე....
ტანსაცმლიანფეხსაცმლიანად შევედი ზღვაში...პირველად ვარ კმაყოფილი,რომ ცურვა არ ვიცი,მივდივარ და ტალღები მათამაშებს.მათ შორის ყველაზე დიდს და ბრაზიანს დავნებდი,დავემორჩილე და ავყევი...ხელიც არ გამიქნევია...რამდენიმე წუთს მაბურთავა , წინ და უკან მახტუნავა ...და უცებ ვიგრძენი, რომ მშთანთქა...ჯერ პირი ამევსო წყლით, შემდეგ ფილტვები ამევსო და სუნთქვა შემეკრა....არ ყოფილა ცუდი შეგრძნება...თითქოს ...ბუყ, ბუყ ...გონება გაითიშა....
გონზე როცა მოვედი, დივანზე ვიწექი და მარტო არ ვიყავი, გვერდით ახალგაზრდა ბიჭი იჯდა და შეშინებული სახით დამცქეროდა... მხოლოდ ერთი წამით გამეხილა თვალი , ქუთუთოები ტყვიასავით მაწვა თვალებზე, გამოვიხედე და იმ წამსვე გავითიშე....
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. დავით:) გავაგრძელე კიდევაც და დავამთავრე კიდევაც:))) დავით:) გავაგრძელე კიდევაც და დავამთავრე კიდევაც:)))
15. ვატყობ საინტერესო იქნება, გაგრძელე.ველოდები + ვატყობ საინტერესო იქნება, გაგრძელე.ველოდები +
14. დაველოდები დასასრულს... დაველოდები დასასრულს...
13. მადლობა ნეფერტარ, მაგრამ წინასწარ ქულებს არ ვართ:DDD ისე ძალიან მიხარია, რომ წაიკითხავთ ...
მადლობა ნეფერტარ, მაგრამ წინასწარ ქულებს არ ვართ:DDD ისე ძალიან მიხარია, რომ წაიკითხავთ ...
12. წინასწარ ვტოვებ ხუთ ქულას, დარწმუნებული ვარ მაგარი იქნება, დრო ვერ გამოვნახე რომ გულიანად ჩავჯდომოდი არა და გადარბენით წაკითხვა არ მინდა. როგორმე შაბათს მოვუბრუნდები და ჩავუჯდები, წინასწარ მიხარია რომ კარგი რამ მელოდება წასაკითხი.
ბუუუუუდდდაააა :)))) წინასწარ ვტოვებ ხუთ ქულას, დარწმუნებული ვარ მაგარი იქნება, დრო ვერ გამოვნახე რომ გულიანად ჩავჯდომოდი არა და გადარბენით წაკითხვა არ მინდა. როგორმე შაბათს მოვუბრუნდები და ჩავუჯდები, წინასწარ მიხარია რომ კარგი რამ მელოდება წასაკითხი.
ბუუუუუდდდაააა :))))
11. რომ დავაპლიუსე ვთქვი უკვე :)) რომ მომეწონა, ისიც უნდა დავაფიქსირო !!!!!! პ.ს. აქ იყო ნინა :))) რომ დავაპლიუსე ვთქვი უკვე :)) რომ მომეწონა, ისიც უნდა დავაფიქსირო !!!!!! პ.ს. აქ იყო ნინა :)))
10. ტანსაცმლიანფეხსაცმლიანად შევედი ზღვაში...პირველად ვარ კმაყოფილი,რომ ცურვა არ ვიცი,მივდივარ და ტალღები მათამაშებს.მათ შორის ყველაზე დიდს და ბრაზიანს დავნებდი,დავემორჩილე და ავყევი...ხელიც არ გამიქნევია...რამდენიმე წუთს მაბურთავა , წინ და უკან მახტუნავა ...და უცებ ვიგრძენი, რომ მშთანთქა...ჯერ პირი ამევსო წყლით, შემდეგ ფილტვები ამევსო და სუნთქვა შემეკრა....არ ყოფილა ცუდი შეგრძნება...თითქოს ...ბუყ, ბუყ ...გონება გაითიშა....
უუფ, კინაღამ მეც სუნთქვა შემეკრა. შემძრა. 5 ტანსაცმლიანფეხსაცმლიანად შევედი ზღვაში...პირველად ვარ კმაყოფილი,რომ ცურვა არ ვიცი,მივდივარ და ტალღები მათამაშებს.მათ შორის ყველაზე დიდს და ბრაზიანს დავნებდი,დავემორჩილე და ავყევი...ხელიც არ გამიქნევია...რამდენიმე წუთს მაბურთავა , წინ და უკან მახტუნავა ...და უცებ ვიგრძენი, რომ მშთანთქა...ჯერ პირი ამევსო წყლით, შემდეგ ფილტვები ამევსო და სუნთქვა შემეკრა....არ ყოფილა ცუდი შეგრძნება...თითქოს ...ბუყ, ბუყ ...გონება გაითიშა....
უუფ, კინაღამ მეც სუნთქვა შემეკრა. შემძრა. 5
9. კიდევ ერთხელ შემოვიხედე აქ :) კახას კომენტარს შემოვყევი :) ეს იმდენად კარგი დასაწყისია, ნაკლები შანსია იმის გამოცნობისა თუ რა მოხდება სემდეგ. ჩვენ მკითხველები, შენს გვერდით ვართ მარი და უფლებას არ მოგცემთ ეს ნაწარმოები მოადუნო. ანუ უფრო და უფრო უნდა გაცხელდეს, ტემპერატურამ აიწიოს. არ ვიცი რა მოხდება მერე, მაგრამ ახლა რომ დიდი ინტრიგაა ეს ნამდვილად სახეზეა :) კიდევ ერთხელ შემოვიხედე აქ :) კახას კომენტარს შემოვყევი :) ეს იმდენად კარგი დასაწყისია, ნაკლები შანსია იმის გამოცნობისა თუ რა მოხდება სემდეგ. ჩვენ მკითხველები, შენს გვერდით ვართ მარი და უფლებას არ მოგცემთ ეს ნაწარმოები მოადუნო. ანუ უფრო და უფრო უნდა გაცხელდეს, ტემპერატურამ აიწიოს. არ ვიცი რა მოხდება მერე, მაგრამ ახლა რომ დიდი ინტრიგაა ეს ნამდვილად სახეზეა :)
8. ყოჩაღ მარი! კარგი ნაწერია თამარმა სწორედ გითხრა, თუმცა რეჟისორ ლევან თუთბერიძის ამავე სახელწოდების ფილმში "ცუდი მხოლოდ ის არის, რომ მაყურებელი პირველი ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ უკვე ხვდება, როგორ დამთავრდება ფილმი. მაგრამ გავიხსენოთ ჰიჩკოკისეული სასპენსის ცნობილი ფორმულა, რომლის მიხედვითაც სასპენსი იქმნება მაშინ, როცა მხოლოდ მაყურებელმა იცის, რა მოუვა პერსონაჟს და არა თავად მოქმედმა პირმა." აქაც შესაძლოა მოხდეს და დასასრული ადვილად ამოვიცნოთ, მაგრამ გარწმუნებთ ის მაინც კარგი გამოვა, რადგან ეს ნაწერი ემოჩიებზეა დაფუძნებული, - გტკივა? შეიშალე? -მეც ასე მომდის. აი ამიტომ. ყოჩაღ მარი! კარგი ნაწერია თამარმა სწორედ გითხრა, თუმცა რეჟისორ ლევან თუთბერიძის ამავე სახელწოდების ფილმში "ცუდი მხოლოდ ის არის, რომ მაყურებელი პირველი ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ უკვე ხვდება, როგორ დამთავრდება ფილმი. მაგრამ გავიხსენოთ ჰიჩკოკისეული სასპენსის ცნობილი ფორმულა, რომლის მიხედვითაც სასპენსი იქმნება მაშინ, როცა მხოლოდ მაყურებელმა იცის, რა მოუვა პერსონაჟს და არა თავად მოქმედმა პირმა." აქაც შესაძლოა მოხდეს და დასასრული ადვილად ამოვიცნოთ, მაგრამ გარწმუნებთ ის მაინც კარგი გამოვა, რადგან ეს ნაწერი ემოჩიებზეა დაფუძნებული, - გტკივა? შეიშალე? -მეც ასე მომდის. აი ამიტომ.
7. რთული თემაა. :( კარგი დასაწყისია, ველი გაგრძელებას, აბა წარმატებები. :* რთული თემაა. :( კარგი დასაწყისია, ველი გაგრძელებას, აბა წარმატებები. :*
6. მარი, ძლივს ჩავათავე კითხვა, - ცრემლები მიშლიდნენ ხელს! არაჩვეულებრივი დასაწყისია... მთავარია, ისე არ წაიყვანო ნაწერი, რომ პირველივე წინადადებით მიხვდე, ბოლოს რა ეწერება... თუმცა შენ ეს კარგად გამოგდის-ხოლმე...
5555555555555555
უნახავად მიყვარხარ!... სულ მალე გაცნობის იმედით... მარი, ძლივს ჩავათავე კითხვა, - ცრემლები მიშლიდნენ ხელს! არაჩვეულებრივი დასაწყისია... მთავარია, ისე არ წაიყვანო ნაწერი, რომ პირველივე წინადადებით მიხვდე, ბოლოს რა ეწერება... თუმცა შენ ეს კარგად გამოგდის-ხოლმე...
5555555555555555
უნახავად მიყვარხარ!... სულ მალე გაცნობის იმედით...
5. მადლობა,ვცდილობ გაგრძელებაც შესაფერისი გამოვიდეს... მადლობა,ვცდილობ გაგრძელებაც შესაფერისი გამოვიდეს...
4. არ მომკლა კაცი :D
შე დალოცვილო ცოცხალი ემოციის გამოფენა ფოტოებივით, რა კარგად გეხერხება :))
მეც პერსონაჟივით გამოვფიზლდი "დივანზე" :D
ძალიან მაგარი დასაწყისია. ველოდები გაგრძელებას :)) არ მომკლა კაცი :D
შე დალოცვილო ცოცხალი ემოციის გამოფენა ფოტოებივით, რა კარგად გეხერხება :))
მეც პერსონაჟივით გამოვფიზლდი "დივანზე" :D
ძალიან მაგარი დასაწყისია. ველოდები გაგრძელებას :))
3. კარგად დაწერილი, ცუდი აბავი ხდება აქ, ჩავრთე უკვე ჩემი ფანტაზია, რომ როგორმე კეთილ დასარსრულამდე მივიდე, ვატყობ ექიმები გამიხდება გასალანძღი, მარა ტკივილს რა ვუყო?... 3 დღე რა გაძლებს? კარგად დაწერილი, ცუდი აბავი ხდება აქ, ჩავრთე უკვე ჩემი ფანტაზია, რომ როგორმე კეთილ დასარსრულამდე მივიდე, ვატყობ ექიმები გამიხდება გასალანძღი, მარა ტკივილს რა ვუყო?... 3 დღე რა გაძლებს?
2. ძლიერი დასაწყისია. ინტრიგა ჩაგდებულია. ველი გაგრძელებას :) ძლიერი დასაწყისია. ინტრიგა ჩაგდებულია. ველი გაგრძელებას :)
1. ვაიმე მარიამ რას მერჩი ა? ვაიმე მუცელი ამტკივდა ნერვიულობით, ვის არ დაუწერია იმაზე, რომ კიბო აქვს და სიკვდილო აშინებს, მაგრამ აქ ყველაფერი ისე გიწერია, მე რომ ერთხელ, სიკვდილის მოახლოებისას ვიგრძენი... ზოგჯერ განსაკუთრებით კარგად გამოგდის სათქმელი... რა კარგია რომ წერასად ასწრებ, დაგიწყია აი... :) + ველოდებით მომდევნოს :) ვაიმე მარიამ რას მერჩი ა? ვაიმე მუცელი ამტკივდა ნერვიულობით, ვის არ დაუწერია იმაზე, რომ კიბო აქვს და სიკვდილო აშინებს, მაგრამ აქ ყველაფერი ისე გიწერია, მე რომ ერთხელ, სიკვდილის მოახლოებისას ვიგრძენი... ზოგჯერ განსაკუთრებით კარგად გამოგდის სათქმელი... რა კარგია რომ წერასად ასწრებ, დაგიწყია აი... :) + ველოდებით მომდევნოს :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|