ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2013


ღამე

ჩაჩუმებულა ირგვლივ ყოველი,
სახლში სინათლე ბნელს აღარ ფანტავს,
ღამის სანათი მთვარესთან ერთად
ქუჩას ახალი შუქ-ჩრდილით ხატავს.
შუაღამიდან, როგორც ყოველთვის
დრო ახალი დღის აგროვებს წამებს
და დღის სისწრაფით გადაღლილ ქუჩას
ჩახუტებია სიბნელით ღამე.
დროის საზომს კი რა გააჩუმებს,
მის გარდა ყველა ახერხებს დუმილს,
მუდამ ისრებით გვიკონტროლებენ
სიზმრად წასვლის და წამოსვლის სურვილს.
დადუმებულა ძილით ყოველი,
სარკმელთან მთვარეს უცინის ფარდა
და ისიც მეტი გულმოდგინებით
ფარდის ყვავილებს კედელზე ხატავს.
მთვარენათელი ღამის სიმშვიდეს
არღვევს ჩურჩული, შემობოტებით,
აჩქარებული გულების ფეთქვით
და სიყვარულის ნაზი ნოტებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები