 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 3 სექტემბერი, 2013 |
გინდათ გიამბოთ ჭეშმარიტ ღმერთზე? ---- გადმოგვილაგა ერთ დღეს ლამაზი ჟურნალები და პრიალა წიგნები ჩემმა ნათლიამ და ინტერესით შემყურე სანათესაოს ღრმად გაგვაღებინა პირი. ---მაინც რომელზე?---კითხვაზე კითხვით ჩაეკითხა ჩემი ძმა...
საქმე იმაში გახლავთ, რომ როცა მოვინათლე მხოლოდ ხუთი წლის ვიყავი, ამიტომ ჩემი ასაკის გამო, ნათლია თვითონ არ ამირჩევია , თუმცა მაინც არ დავიწუნებდი...ის ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა , ლამაზი და პუტკუნა გოგონა იყო, თან სტუდენტი . კარგი მშობლები ყავდა. დაბალი, მაგრამ სასიამოვნო გარეგნობის იყო, ხუჭუჭა თმიანი და ცხვირპაჭუა . ისეთი პაწაწინა და ლამაზი ცხვირი ჰქონდა, როცა ჩემი ძმა გაეხუმრებოდა, რამხელა ცხვირი გაქვს , წაქაძის სამანს მიგიგავსო, ხუმრობის აზრს ვერ ვხვდებოდი. მე სამანი მეგონა პაწუა, რადგან წაქაძე მეზობელი გვყავდა და ზორბა იყო...(ხოდა სამანი დღესაც არ ვიცი რას ნიშნავს)
მოკლედ, დიდი ზარზეიმით მოვინათლე ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში , გვერდით მედგა ერთადერთი და უსაყვარლესი ნათლია და გულზე მეკიდა ლამაზი ოქროს ჯვარი . ამის გამო თავი დიდი ვინმეც მეგონა...სახეზე და თმაზე ზეთი მეცხო და მთლიანად ვპრიალებდი სახეთავპირიანად. (ზუსტად ვიცი, ეგ ჯვარი თბილისში „დავთესე“ მაშინ, როცა ჯერ კიდევ რძეშეუმშრალი და ბრიყვი ვიყავი ,მაშინ როცა ციგნებთან ნაყიდი 50 კაპიკიანი „ჟუვაჩკის“ გადაყლაპვა უფრო დიდი დანაშაული მეგონა ვიდრე ჯვრის დაკარგვა და ბიძაჩემის შამპანიურის ბოთლიდან მოპარული 10 კაპიკიანებით ნაყინის ყიდვა--უცოდველობა. დავკარგე და დღემდე ველი მის აღმოცენებას....)
ჩემ ნათლიას მოფერებით ნამცეცას ეძახდნენ, პუტკუნა და ჩამრგვალებული გოგონასთვის შეუფერებელი სახელს, მაგრამ რადგან დაბადებით მხოლოდ 900 გრამი დაბადებულა და დღენაკლული ანუ შვიდთვიანი , მისი ნამდვილი სახელი, ნანი , არავის ახსოვდა.თვითონაც დედის რძესავით იშნობდა ამ სახელს ...თურმე უფროსი შვილებისთვის ნაყიდი თოჯინის ყუთში აწვენდნენ,ბამბებს უფენდნენ და მკლავზე იწვენდნენ, სანამ არ წამოიზარდა. დედამისის დიდი მზრუნველობით და ძალისხმევით გაიზარდა. რადგან ეს მაშინ არც ისე ადვილი იქნებოდა. ჩემზე გაცილებით უფროსი იყო, უფრო ჩემ დასთან მეგობრობდა, მაგრამ როცა სოფელში ჩამოვიდოდა, ყველაზე განსაკუთრებულად მე მიხაროდა. დედაჩემი ხშირად იტყოდა ხოლმე, ნათლიამ ჭირვეულობა დაგანათლაო, რადგან მე სულ ვსლუკუნებდი , თუმცა კატების სიყვარული ვერ დამანათლა. კატები, უფრო სწორად კი პატარა „ფიფოიები“ უყვარდა და მეც მისი ხათრით მსხვერპლს ვიღებდი , ფისოს გულზე ისე მივიხრჩობდი და ნაწლავებს გავაყრევინებდი, რომ მენახებინა, კატები როგორ მიყვარდა.
---ჯღარკი ფისო, ჯღარკი ფისო---ეგ იყო მისი საყვარელი გამოთქმა და მოალერსება.
ჩემი და ცეკვაზე დადიოდა და მასწავლებელს უთქვამს, თქვენ მეზობლებსაც თუ კი ვინმეს უნდა ცეკვა ისწავლოს, შემოგვიერთდესო. ჩემ დას უთქვამს , კი მასწავლებელო, ნამცეცასაც უნდა ცეკვაზე სიარულიო. კარგი მაშინ ხვალ ერთად მოდითო.
მიდიან თურმე და რას ხედავს მასწავლებელი, კაფანდარა ნამცეცას ნაცვლად ჩასუქებული გოგონა მიირწევა მათკენ. ---ეს თუ ნამცეცაა, მაშინ მე ინგლისის დედოფალი ვყოფილვარო--გაუცინია მასწავლებელს. კეთილი და გულუბრყვილო იყო.როცა სკოლაში გაკვეთილზე ცმუკვას დაიწყებდა, ვერავინ აჩერებდა. ერთხელ ფიზიკის მასწავლებელს დაუტუქსია, რა იყო, გოგო,რომ არ ისვენებ, შვიდთვიანი ხომ არ ხარო. ---დიახ მასწავლებელოო---ატკარცალდა და გაწითლდა თურმე ნამცეცა.
ჩვენ საერთო ღობე გვქონდა და გვიანობამდე ჩვენთან შემორჩებოდა ხოლმე, მაგრამ როცა წასვლას დააპირებდა, ჩემი ძმა სასწაულებზე და ჯადოებზე განგებ იწყებდა ლაპარაკს.... იცოდა, რომ ეხუმრებოდა და გასაბრაზებლად აკეთებდა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა და სულ კუნტრუშით გადაივლიდა იმ პატარა ღობეს, რომელიც ჩვენ ეზოებს ყოფდა, გეგონება მიწაზე ფეხს არ აკარებსო... მერე ფანჯრიდან გადმოიხედავდა და ენას გამოყოფდა...
როცა გათხოვდა, მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და მეც ლაღად ვგრძნობდი თავს.არც ეჭვი მეპარებოდა ქრისტეს მოძღვრებაში, არც ჩემი მონათლულობა დამიყენებია ეჭქვეშ... ვმარხულობდი და ვეზიარებოდი.
ერთ დღესაც ჩამოვიდა, ჩამოიტანა უკვე ნახსენები ფერადი ლიტერატურა და პირი ღრმად დაგვაღებინა...მე ნათლობის ჯვარი უკვე დაკარგული მქონდა , თორემ ალბათ კისერს ამიწვავდა.
---რაო, ყველანი გავცოცხლდებითო?---ღადაობდა ჩემი ძმა.
ჩვენ არასრულწლოვან შვილებზე მშობლები ვართ პასუხისმგებელი და მათი სიცოცხლე ჩვენ უნდა გადავრჩინოთო... სწორედ იმ დღეს, როცა ლამაზი და პრიალა ჟურნალები გადმოგვილაგა,პირველად გავიგე იეღოველების არსებობა და მათი მრწამსი.უხერხულობისგან არ ვიცოდი, რა მეთქვა და დატოვე ეგ ლიტერატურა და როცა მოვიცლი, წავიკითხავ მეთქი, ვუთხარი.მივხვდი, არ ესიამოვნა ,მაგრამ ჟურნალები დაგვიტოვა და მე ისინი ფანჯრის რაფაზე დავალაგე, დროებით. მეორე დღეს ისევ გადმოვიდა , დაბალ ღობეზე გადმოაბიჯა და აივანზე გვესტუმრა.მივიხედმოვიხედეთ, წიგნები მოვათვალიერეთ და ორივეს სიცილი აგვიტყდა: ჩემ პატარა და ლაქუცა ლეკვს ისე დაექუცმაცებინა ყველა მათგანი, მხოლოდ ნაღეჭი და ნალოღნი ფურცლები ეყარა ირგვლივ. ძაღლს მოეთართარებინა იქაურობა.... მას მერე ჩვენთან ამ თემაზე აღარ ულაპარაკია...სახლისკენ წავიდა, პატარა ღობეზე გადავიდა და შეიკუნტრუშა ... დღემდე ჩვენ შორის არანაირი უსიამოვნება არ მომხდარა. მხოლოდ ერთხელ მითხრა: ---ააა, მე ხომ შენი ნათლია ვიყავიო და ---მრავალმნიშვნელოვნად ჩაეღიმა. ---რა ვიცი , მე კი მგონია რომ მონათლული ვარ და შენი არ ვიცი მეთქი.
ვიდრე მოსკოვში გადავიდოდნენ,კიდევ ვნახულობდი ხოლმე.ახლა იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს და როცა ინტერნეტით მოვიკითხავ, ის დიდი სიყვარული მახსენდება, პატარა , ცხვირპაჭუა გოგონა და მე როგორ ვიყავით დიეტაზე( მე მისი ხათრით). მწვანე, მჟავე და დაბეჟილ ვაშლებს როგორ მაჭმევდა და დღეში სამჯერ სასწორზე მწონიდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ბატონ პაატას შეკითხვამ დამაფიქრა. სიმართლე რომ ვთქვა, სინამდვილეში მირჩევნოდა, ჩემი ნათლია ისეთივე მართლმადიდებელი ყოფილიყო, როგორიც შევიყვარე...ესაა სულ. თუმცა სიტყვა ტრაგედია გადაჭარბებულია,უბრალოდ ვთქვი, რომ მე ვწუხვარ...ეს კი ერთი და იგივე არააა :) ბატონ პაატას შეკითხვამ დამაფიქრა. სიმართლე რომ ვთქვა, სინამდვილეში მირჩევნოდა, ჩემი ნათლია ისეთივე მართლმადიდებელი ყოფილიყო, როგორიც შევიყვარე...ესაა სულ. თუმცა სიტყვა ტრაგედია გადაჭარბებულია,უბრალოდ ვთქვი, რომ მე ვწუხვარ...ეს კი ერთი და იგივე არააა :)
18. წავიკითხე, მარი :) მთელი ამ მოთხრობის დასკვნა შენს მეთხუთმეტე კომენტარში გაქვს გადმოცემული. ერთი რამე კი მართლა გამიკვირდა, რატომაა სხვისი აღმსარებლური მრწამსი შენთვის ტრაგედია? ეს უბრალოდ გულწრფელი შეკითხვაა :) წავიკითხე, მარი :) მთელი ამ მოთხრობის დასკვნა შენს მეთხუთმეტე კომენტარში გაქვს გადმოცემული. ერთი რამე კი მართლა გამიკვირდა, რატომაა სხვისი აღმსარებლური მრწამსი შენთვის ტრაგედია? ეს უბრალოდ გულწრფელი შეკითხვაა :)
17. მოგიკითხე დაკარგულო.მადლობა მოგიკითხე დაკარგულო.მადლობა
16. სახალისო ისტორია დაგიწერია მარი:) სახალისო ისტორია დაგიწერია მარი:)
15. რომელი განცდაც დაგრჩა, ლელე, სწორედ იმისი. მე მიყვარს ჩემი ნათლია, მიუხედავად მისი მრწამსისა... თუმცა მე ვწუხვარ, რომ ის იეღოველია... რომელი განცდაც დაგრჩა, ლელე, სწორედ იმისი. მე მიყვარს ჩემი ნათლია, მიუხედავად მისი მრწამსისა... თუმცა მე ვწუხვარ, რომ ის იეღოველია...
14. რისი თქმა გინდოდა, კარგად ვერ გავიგე, იმის რომ ნათლია გაგიიაღოველდა თუ მიუხედავად მრწამსისა ადამიანი პატივსაცემია? რისი თქმა გინდოდა, კარგად ვერ გავიგე, იმის რომ ნათლია გაგიიაღოველდა თუ მიუხედავად მრწამსისა ადამიანი პატივსაცემია?
13. საინტერესო იყო... ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენთვის ძალიან ახლობელი, მიუხედავად მისი მსოფლმხედველობისა, რომელსაც არ ვეთანხმებით. საინტერესო იყო... ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენთვის ძალიან ახლობელი, მიუხედავად მისი მსოფლმხედველობისა, რომელსაც არ ვეთანხმებით.
12. საინტერესო იყო... ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენთვის ძალიან ახლობელი, მიუხედავად მისი მსოფლმხედველობისგან, რომელსაც არ ვეთანხმებით. საინტერესო იყო... ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენთვის ძალიან ახლობელი, მიუხედავად მისი მსოფლმხედველობისგან, რომელსაც არ ვეთანხმებით.
11. რა ჭკვიანი ლეკვი გყოლია შენს მაგივრად რომ გასცა პასუხი ნათლიას:)
რა ჭკვიანი ლეკვი გყოლია შენს მაგივრად რომ გასცა პასუხი ნათლიას:)
10. საინტერესოა :) საინტერესოა :)
9. ++ წარმატებები ++ წარმატებები
8. როგორი გულდასაწყვეტი ამბავია, მაგრამ რიალური, სამწუხაროდ :( ++ როგორი გულდასაწყვეტი ამბავია, მაგრამ რიალური, სამწუხაროდ :( ++
7. მადლობა დავით...სიმართლე უნდა ვთქვა, მე ზედმეტადაც კი მიყვარდა ნათლიაჩემი, თითქოს ჩემთვის მისი პიროვნება მაგალითი იყო ...თუმცა არც მან ისურვა, ჩემზე ზედმეტი ძალდატანება(რაც ხშირად ხდება) და არც მე ვისურვე მისი მაგალითი ამეღო... მოკლედ...ნათლობის ჯვარი დამეკარგა, თორემ კისერს ამიწვავდა აქამდე:(((
მადლობა დავით...სიმართლე უნდა ვთქვა, მე ზედმეტადაც კი მიყვარდა ნათლიაჩემი, თითქოს ჩემთვის მისი პიროვნება მაგალითი იყო ...თუმცა არც მან ისურვა, ჩემზე ზედმეტი ძალდატანება(რაც ხშირად ხდება) და არც მე ვისურვე მისი მაგალითი ამეღო... მოკლედ...ნათლობის ჯვარი დამეკარგა, თორემ კისერს ამიწვავდა აქამდე:(((
6. ისე, მაგ იაღოველების სახით ბომბია სახელმწიფოში ჩადებული შენელებული მოქმედებით.
ეგენი პოტენციური დეზერტირები არიან, ანუ ადამიანის მოკვლა ეკრძალება, ნებისმიერ შემთხევაში, სამშობლოს დასაცავადაც კი. თან სისხლის გადასხმაც ეკრძალებათ...
ახლა არ მითხრათ, ამდენი საიდან იციო :D ისე, კარგადაა აზრი გატარებული, რომ ადაიანი არ უნდა გძულდეს, რაც არ უნდა სექტანტი იყოს. მითუმეტეს თუ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ხარ, "გიყვარდეს მოყვასი შენი..." - არ უნდა დაივიწყო.
სიკეთე ყველას! ისე, მაგ იაღოველების სახით ბომბია სახელმწიფოში ჩადებული შენელებული მოქმედებით.
ეგენი პოტენციური დეზერტირები არიან, ანუ ადამიანის მოკვლა ეკრძალება, ნებისმიერ შემთხევაში, სამშობლოს დასაცავადაც კი. თან სისხლის გადასხმაც ეკრძალებათ...
ახლა არ მითხრათ, ამდენი საიდან იციო :D ისე, კარგადაა აზრი გატარებული, რომ ადაიანი არ უნდა გძულდეს, რაც არ უნდა სექტანტი იყოს. მითუმეტეს თუ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ხარ, "გიყვარდეს მოყვასი შენი..." - არ უნდა დაივიწყო.
სიკეთე ყველას!
5. მე ნათლობის ჯვარი უკვე დაკარგული მქონდა , თორემ ალბათ კისერს ამიწვავდა.
დიდი ფეისპალმი მე ნათლობის ჯვარი უკვე დაკარგული მქონდა , თორემ ალბათ კისერს ამიწვავდა.
დიდი ფეისპალმი
4. თუ კარგად დაუკვირდებით, ყველა კითხვაზე მაინც ნახავთ პასუხს....
თუ კარგად დაუკვირდებით, ყველა კითხვაზე მაინც ნახავთ პასუხს....
3.
ვერაფერი ვერ გავიგე... ვონ სად რა როდის რატომ მერამდენედ? მოტივი, შედარებები, შეინაარსი და ვექტორი უფრო მეტად უნდა იყოს განსაზღვრული ჩემი აზრით წერილში, რომ მკითხველმა რაღაცა გაიგოს, მერე ან დაეთანხმოს ან არა.
ვერაფერი ვერ გავიგე... ვონ სად რა როდის რატომ მერამდენედ? მოტივი, შედარებები, შეინაარსი და ვექტორი უფრო მეტად უნდა იყოს განსაზღვრული ჩემი აზრით წერილში, რომ მკითხველმა რაღაცა გაიგოს, მერე ან დაეთანხმოს ან არა.
2. მადლობა, ჯოზეფინა...გამეხარდა შენი კომენტარი. მადლობა, ჯოზეფინა...გამეხარდა შენი კომენტარი.
1. აჰა ესეც კიდევ ერთი მეტად სახასიათო, პატარა და რაღაცნაირი ეპიზოდი ადამიანის საინტერესო ცხოვრებიდან... მარიამ ზოგჯერ მგონია, კარგად იცი რაზეც უნდა წერო, რა იქნება მკითხველისთVის საინტერესო... მოკლედ + და ბევრი სიკეთე შენ! :******** აჰა ესეც კიდევ ერთი მეტად სახასიათო, პატარა და რაღაცნაირი ეპიზოდი ადამიანის საინტერესო ცხოვრებიდან... მარიამ ზოგჯერ მგონია, კარგად იცი რაზეც უნდა წერო, რა იქნება მკითხველისთVის საინტერესო... მოკლედ + და ბევრი სიკეთე შენ! :********
|
|
მონაცემები არ არის |
|
|