 | ავტორი: სოფო_93 ჟანრი: პროზა 21 აგვისტო, 2013 |
ერთი ნაბიჯი გადავდგი უკან და თავი ბავშვობის სიფერადეში ამოვყე. ზაფხულის ბავშვობა გამახსენდა თუ ბავშვობის ზაფხული... გადავწყვიტე წელსაც იმ ხედვით დამენახა ზაფხული, როგორც ადრე, ბავშვობაში. გამახსენდა ჩემი ბავშვური ხედვა ზაფხულისა და ყველაფერს იმ თვალებით შევხედე წელსაც... უკან გადადგმულმა ნაბიჯმა დამაბრუნა ბავშვობის სიმწვანეში, ვრცელი, გაშლილი მინდორი, ამ მინდორში ლამაზი, იასამნისფერი მინდვრის ყვავილები, მინდორს იქით რიყე და ჩემი საყვარელი არაგვი... ეს ყველაფერი იმ ბავშვური თვალით დავინახე კვლავ და ისევ ისე მომინდა ჩემი ბავშვობის ნაფეხურებით დატკეპნილ მინდორში ჩემი საყვარელი ყვავილების კრეფა. ეს ყვავილები მიყვარდა იმიტომ, რომ არასდროს ჭკნებოდნენ, მასთან ერთად, არ ჭკკნებოდა ჩემი ბავშვობა არასდროს. ყოველთვის ვკრეფდი და დედასთან მიმქონდა. დედა სიხარულს გამოხატავდა და მეც მიხაროდა... ახლაც დავკრიფე ჩემი ბავშვობის ყვავილები და მიუხედავად ამისა, რომ დამცინეს, ეს რა ბალახი დაგიკრეფიაო, მე მაინც მაბედნიერებდა ეს დაკრეფილი "ბალახი". ბავშვობაში ჩემს პატარა დაიკოს ვუწნიდი ხოლმე თეთრი გვირილების გვირგვინს... ახლაც დავწანი ასეთი გვირგვინი... გვირილებს ზუსტად ისეთი სუნი ჰქონდა, როგორც ადრე, ბავშვობაში... მერე მინდორში ლამაზ პეპლებს გავეკიდე, მათი დაჭერა მინდოდა, ესეც ჩემი ბავშვობის ჰობი იყო... ბოლოს არაგვის ხმაურს ვუსმინე დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს... არაფერი ისე არ მსიამოვნებდა, როგორც მოგზაურობა ჩემი ბავშვობის ზაფხულში... არაგვის ხმაური არასდსროს მატკიებდა თავს, ყოველთვის სიმშვიდეს მგვრიდა... სულ მებუტბუტებოდა ეს გადარეული მდინარე და სულ შთამაგონებდა... მე კი ჩუმად ვუგდებდი ყურს და პასუხად არაფერს ვუბრუნებდი, თითქოს მისი არ მესმოდა, არადა ყოველთვის მესმოდა ჩემი არაგვის ჩივილიც, ტკივილიც, სიცილიც, ჩუმი საუბარიც... ახლაც ჩუმად ვუსმენდი ჩემი ბავშვობის მდინარეს და ვფიქრობდი... როგორი უცვლელი იყო ჩემი არაგვი, მე კი შეცვლილი, გაზრდილი... ის კი ისევ ჩემს ბავშვობას ჰგავდა... ჩემს ლამაზ, გიჟურ და ფერად ბავშვობას... ჩემს ბავშვობას ვესტუმრე და თითქოს ყველაფერი უცვლელად იყო დარჩენილი... ბუნება ისევ ისე მმასპინძლობდა, როგორც ადრე... ამაყი მთები ისევ ისე მომევლინნენ ჩემს მცველებად, როგორც მაშინ, ბავშვობაში... მაგრამ იქვე მდინარის ახლოს, გაშლილ მინდორში ერთადერთი ბებერი კაკლის ხე იდგა...მახსოვს, როგორ ვისვენებდი ხოლმე ბავშვობაში ამ ხის ჩრდილში... როგორ მიყვარდა ეს ხე... შემიფარებდა ხოლმე მაშინ, როცა მინდორში სათამაშოდ გამოსულს მწველი მზე შემახსენებდა ხოლმე თავს... ერთადერთი ეს ხე დამხვდა შეცვლილი... ისიც ჩემსავით გადასხვაფერდა... წინათ თუ მის ჩრდილქვეშ, დაღლილი, დიდ ლოდზე ჩამოვჯდებოდი ხოლმე, ახლა მისი კუნძიღა გამომადგა დასასვენებლად, ოღონდ მისი ჩრდილის გარეშე... ვიღაცას მოუჭრია ჩემი კაკლის ხე, უზარმაზარ მინდორში ერთადერთ მაშველად რომ იდგა ოდესღაც... განსხვავებული იყო ეს ხე... იქ იდგა, სადაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა ხალხს... რამდენ ადამიანს დაუსვენია მის ჩრდილქვეშ... მათ შორის მეც, ადრე, ბავშვობაში... ერთი ნაბიჯი გადმოვდგი წინ და დავბრუნდი ჩემს ერთგულ რეალობაში, არასდროს რომ არ მცილდება... ერთი ნაბიჯი მაშორებდა ბავშვობასთან და მეც გადავდგი ეს ნაბიჯი... სევდიანად, მონატრებულად, მარტოდ, მაგრამ ბედნიერად...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა : )) ბავშვურია იმიტომ, რომ როგორც თავიდან დავწერე, ბავშვობის თვალით დანახულია აღწერილი. მადლობა : )) ბავშვურია იმიტომ, რომ როგორც თავიდან დავწერე, ბავშვობის თვალით დანახულია აღწერილი.
6. მადლობა : )) მადლობა : ))
5. ძალიან ბავშვური ნაწერია და ამიტომ მომეწონა. ძალიან ბავშვური ნაწერია და ამიტომ მომეწონა.
4. მადლობა შეფასებისთვის. : )) მადლობა შეფასებისთვის. : ))
3. ''ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან''. (ლენინი)
კარგი გოგო ხარ... 5 ``ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან``. (ლენინი)
კარგი გოგო ხარ... 5
2. მადლობა : )) მადლობა : ))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|