ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2013


სიცრუის შიში..



ქალაქის დამღლელ ქაოსში და სიცრუის შიშში,
როცა არავინ  ტყუვდება და შენ გჯერა მარტო.
დადიხარ შუბლზე დამღიანი პოეტურ ნიშნით,
უნდათ თუ არა, შენი სულის ნამცეცებს ატან

სეფისკვერივით ხელისგულზე თითით ნაგროვებ
სიყვარულს; სითბოს, შენც რომ თვითონ ცოტაღა დაგრჩა.
არაფერია პოეტური ხალხში, ან ვგონებ...
არის და ალბათ უცხო თვალით შორიდან არ ჩანს.

ხან გსურს ულექსოდ, ზოგჯერ მაინც, ესმოდეთ შენი,
თუნდაც მეგობარს, რომელიც რომ საეთოდ არ გყავს.
სამკაულივით მხოლოდ დროს და განწყობას შვენი
და ბოლოს ხვდები_კი არ ცხოვრობ, ცხოვრება გაგყავს.

დადიხარ შუბლზე დამღიანი პოეტურ ნიშნით,
ალაგებ აზრებს სიტყვებად და მეტაფორებად.
დადიხარ ასე და სიყვარულს მაინც არ იშლი,
ხარ შეცდომების უშეცდომო გამეორება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები