ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2013


ადამიანო!

იარე მუდამ მყარად და მტკიცედ,
მაგრამ მსუბუქად ადამიანო,
რომ დედამიწას მძიმე ნაბიჯით
მყიფე ღერძი არ დაუზიანო.
გაშალე ხელი, შენია მიწა,
მხოლოდ გაშალე მსუბუქად, ლაღად,
ოღონდ ირგვლივაც მიმოიხედე,
ხომ არა ტირის შენს გვერდით გლახა.
შენ ხომ გიღიმის დამბადებელი,
გიღიმის რასაც ბუნება ჰქვია,
კაცი თუ გქვია კაცად იცხოვრე,
არ გაიმეტო ძმისათვის ტყვია.
მადლი ქენი და ქვაზე დადე,
დაგიბრუნდება ადამიანო,
ხვალ ხომ შენ შვილებს სჭირდება ისევ
მშვიდობის დღენი თვალებმზიანო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები