ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2013


არეული ფიქრები

არეული ფიქრები ,გადაღლილი ოცნება..
გულმა შენი სამყარო სიზმარივით დატოვა..

აღარ ვიცი რა გველის ანდა ხვალ რა მოხდება
ჩემთან დგახარ ახლოს და მეკი მაინც მარტო ვარ..


ძველისძველი გიტარის დაწყვეტილი სიმები,
როიალიც დღითიდღე  ნერვებივით მეშლება.

ყელში ერთი ბურთულა, დაჭერილი სირმებით
კიბოსავით შემიჩნდა..ვარჩენ მაგრამ ვერ რჩება..


სახლის ძველი ნათურის გადამწვარი გრძნობებით
მინდა ყელი გამოვჭრა მარტოობის სიმშვიდეს.

არც კი ვიცი რა მჭირს და არც ის,ხვალ რა მომელის
და არ მინდა სიცოცხლის წუთებს ვინმე მითვლიდეს !


არეული ფიქრები,გადაღლილი ოცნება..
გულმა შენი სამყარო სიზმარივით დატოვა..

ახლა ყველა ტკივილი ერთიანად მორჩება
რადგან უკვე მშვიდად ვარ ! რადგან უკვე მარტო ვარ !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები