ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2013


  ჩამოტვირთვა

"ბავშვობანა" -დიალოგი

თათა გულიკაშვილი:




წამო,ბავშვებივით გავიგიჟოთ თავი,
წამო, უსირცხვილო წვიმას ვუდარაჯოთ !
ჩვენი აივნიდან მივაწვდინოთ თვალი
ფერად ვარსკვლავებს და ზეცას ვუკარნახოთ
როგორ განალაგოს ცაზე ოცნებებად
ჩვენი არჩეული თანავარსკვლავედი,
წამო,მზის სხივები მოვჭრად მონეტებად
ერთად დავუთვალოთ მთვარეს წამწამები!
მერე ჩავიფიქროთ ჩუმად სურვილები,
ხელი ჩავკიდოთ და მოვიაროთ არე,
არც კი მოვუსმინოთ ქარებს წუხილები,
წვიმის გუბეებშიც ვიხტუნაოთ ბარემ !
წამო,რაღას უცდი,უკვე მოვიწყინე
ნუღა მემალები,მეთამაშე რამე,
მე გავითვლი ახლა,შენ კი მომისმინე,
ბავშობანა მინდა,თორემ დავიღალე..


-------

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი:




მოგდევ ბავშვებივით წვიმას შევერიოთ
მოგდევ გრიგალივით გავიგიჟოთ თავი
წამით სიშორესაც აღარ შეველიოთ
მერე ტბაში ერთად შევაცუროთ ნავი
მოგდევ გავაჩუმოთ ირგვლივ არემარე
მხოლოდ გაისმოდეს ჩვენი ჟრიამული
ქვიშის ფუგურებიც ავაშენოთ ბარემ
ერთი გვქონდეს გრძნობა.. თანაც მხიარული..
მოგდევ სურვილები ერთად ავასრულოთ
და ის განვიცადოთ რაც არ განგვიცდია
ბავშვის სიხალისე აღარ დავასრულოთ
თორემ შენც ხომ ხედავ წლები არ იცდიან
მოგდევ ვითამაშოთ სიყვარულობანა
უკვე შენც ხომ ხედავ აღარ გემალები
დროზე გაითვალე კარგო ანა ბანა
თორემ გული მიცემს უკვე გამალებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები