ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2013


შეგონება

                                                                                  შეგონება

                                                                          ,,ვაგლახ, რომ კვდება ბრძენი კაცი უგნურივით.“
                                                                                                                                    ეკლესიასტე
სიცოცხლის არსი
უკვდავია, მარადიული,
ცხოვრება თარსი
იღბალია ჟამთასვლის გზაზე,
,,გედის სიმღერა“ სიკვდილის წინ
სევდაა ალბათ,
მტრედის სახებით ჩამომჯდარი
ჩამოშლილ მხარზე.
ამაოება ! - უთქვამს მეფეს -
ამაო არის
და ქროლვა ქარის
ვერ  გაფანტავს ცოდვების სევდას,
მშვენიერება, უკვდავებას ნაზიარები,
ანდამატივით რად ესწრაფვის სიკვდილთან შერთვას?
გაჩენას სწყევლის სიცოცხლეში
ჭკვიანი მხოლოდ,
რადგან სიბრძნეს და უმეცრევას
ერთი აქვს ფასი.
ცხოვრება თარსი
რატომაა არავინ იცის,
გაუვალ ბილიკს რად მიიჩნევს
სულელი შარად,
ან რატომ კვდება ბრძენი - კაცი
უგნურის დარად.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები