ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
6 სექტემბერი, 2013


კტო პამოჟეტ პანედელნიკ ვ დაჩე

 

  ჟანმიშელი ჩემი ფრანგი დამქირავებელია.რამდენიმე ობიექტი აქვს თბილისში. მე და ჩემი სამეგობრო მასთან ყველანაირ საქმეს ვაკეთებთ: დენი, გაყვანილობა, რემონტი...რა ვიცი, ყველაფერს, რაც მოუნდება იმ დედააფეთქებულს, რას იზამ, კარგადაც გვხმარობს, მაგრამ კარგადაც გვიხდის  ...პირველად როცა ჩამოვიდა, ცოტა რუსული იცოდა თურმე და მხოლოდ ინგლისურად ბაზრობდა.ახლა ქართულადაც ლაპარაკობს და რუსულადაც.მეც რაღაცას ინგლისურს ვამტვრევ...რუსულად მხოლოდ სამი სიტყვა ვიცი: იდი სუდა და უხადი ატ სუდა....ესეც რომელიღაც ფილმიდან დამამახსოვრდა.ხოდა,  როცა ჯანმიშელმა მითხრა, პანედელნიკ კტო პამოჟეტ მნე  ვდაჩეო, დედაჩემს ვკითხე, რომელი დღე იყო...
მანამდეც ვიყავით მასთან მე და ტულო , აგარაკს    არემონტებდა. მაშინ  პირველად ჩაგვიჯდა მანქანაში , როცა ტულო იჯდა საჭესთან, და  მე ვეუბნები:
---ჯანმიშელ, ტულოს პრავა არ აქვს მეთქი...
  ჯანმიშელს გააძოძგინა.  ხელი კარგად ჩასჭიდა სახელურს და არ განძრეულა.ჩვენ კი ნახევრად სულელებივით ვიცინოდით..
არადა ტულო ათი წლიდან ატარებს მანქანას და თუ დასჭირდა, ბეჭედში აძვრენს,  მაგრამ ისეთი ბალთაყვაა, პრავის აღება ვერ მოახერხა, თეორიაში სამჯერ ჩაიჭრა , ამიტომ  ქალაქში საჭესთან  მე მსვამს.ჯანმიშელი კი  კანონმორჩილი ფრანგია (ერთი მაგის იტალიელი დედაც) და პრავისყდიანი მძღოლი ურჩევნია, ნაღდ მაღვალაკს.

  მის აგარაკზე სხვა დროსაც გვიმუშავია, ხელფასს ხელზე გვაძლევს , სიგარეტს გვყიდულობს და უარს არ ვეუბნებით.
იმ  დილითაც  იყიდა რაღაც პროდუქტი , ჩამსვა თავის  SUBARU-ში  და წყნეთში ამიყვანა.
მე მისი სახლის განლაგება ზუსტად ვიცი, ამიტომ წინ დამიდო კაბელები და მე გაყვანილობა უნდა გავიყვანო. ამ შაკალმა ყველა ოთახის კარი ღია დამიტოვა  , გარდა ერთისა, რომელიც  ქვემოთ სართულში დაკეტილი დატოვა.სახლი მისია, უნდა დაკეტავს, უნდა გააღებს, მაგრამ მთელ დღეს იქედან ფხაკუნი მესმოდა და ამან გამაგიჟა...


  საღამოს ამოვიდა, ფული გადამიხადა და ტაქსით წამოვედი.დავაპირე კითხვა, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე და შევეშვი...
რა ჩემი საქმეა.
საღამოს ბიჭებმა, როგორც ყოველთვის, დავლიეთ, საკმაოდ მაღალ გრადუსში  ვიყავი , როცა სახლში ავედი და წამოვწექი.ისისაა თვალი წამეხუჭა, ჯანმიშელის აგარაკზე დაკეტილი ოთახის საკეტი დამიდგა თვალწინ, მერე ფხაკუნიც გარკვევით ჩამესმა.

  დამეწყო ფანტაზიები და რა დამეწყო...

პირველად იქ ფრანგი ან სულაც ქართველი გოგონა წარმოვიდგინე.პირზე სკოჩი აქვს ახვეული, ტყავის სექსუალური  აქსესუარები  ჩაუცმევია ჟანს და ღამღამობით ქამრის ტყლაშარტყლუშის ხმა ისე ძლიერად  ისმის ჰაერში,  წუილი აგერ ჩამესმის ყურთან  მეც.
საწყალ გოგოს აიძულებს, მისი ფანტაზიები დააკმაყოფილოს...

    მეორე ვერსიით, კაი ჯანმრთელი ქართველი ანდა  თურქი კაცი ყავს ჯაჭვით დაბმული და საღამოობით
საჭმელს, როგორც მონას ისე აჭმევს და თავის  სადომაზოხისტურ სურვილებს  ამით იკმაყოფილებს...

მესამე ვერსიაც გამიჩნდა...ქართველი რომ იყოს, შეიძლება სიდედრიც ივარაუდო მაგრამ....გაღიმილებულზე ჩამძინებია...
დილით ძლივს ავწიე  თავი, ისე მაქვს გასიებული პივითაც და უძილობითაც და სამუშაოზე გავვავრდი, ტულომ გამომიარა,
ცხელი ლავაში ვიყიდეთ და მანქანაშივე გავხიეთ,ესაა ჩვენი ზაკუსკა. 


დღის თერთმეტ საათზე ჟანმიშელმა ობიექტზე შემოგვიარა. თვალი ინსტიქტურად მისი თითებისკენ გამექცა.მომეჩვენა, რომ ფრჩხილები ოდნავ ჩაშავებული ქონდა, შეიძლება სისხლიცაა ანდა მიწაა.  წარმოვიდგინე, წუხელ მთელ ღამეს მიწას როგორ 
თხრიდა და თავგაჩეხილი გოგონა  როგორ  დამარხა.აუ რა აზრები მომდის, ტო...საიდან ვჩითავ... მაგრამ ადრე ხომ ძალიან სუფთად იყო ხოლმე ...

მეც მეტი რა მინდოდა,თან ვმუშაობ, თან ვფიქრობ და ვცდილობ, რამე აზრი გამოვიტანო, რა კაცია ეს ჩემისა,
საფრანგეთიდან საქართველოში კაი საქმეზე  ნაღდად  არაა ჩამოსული...

ერთი კვირა ისე გავიდა, არაფერი მომხდარა, მაგრამ შაბათს,( ამ დღესაც ვმუშაობთ), ჟანმიშელმა როგორც კი თქვა,
პანედელნიკ  კტო პამოჟეტო,  მაშინვე ვანიშნე ბიჭებს და წინ გადავდექი, მე მეთქი.
---ოქეი-დამიქნია თავი.

კვირა დღეს თავი ამეხადა ფიქრით. ახლა უნდა იყო დიმა ყოჩაღად მეთქი.იმ კარების გაუხსნელად იქედან არ უნდა
წამოხვიდე, შე მართლა ვირგლა თქო, შემოვუძახებდი  ხოლმე საკუთარ თავს...

რაც რამე  საქმე იჩითება თბილისში, ჩემით იხსნება და ჯანმიშელის კარებს როგორ ვერ ავწევ...რა იქნება მასეთი.
ყველა შემთხვევისთვის ჯიბეში  ატვიორკა ჩავიდე...იქაც მაძლევს იარაღს  ფრანგი.ავედით, საჭმელი დამიტოვა და წამოვიდა.
ჯერ საქმე დავამთავრო, ჯობია, თორემ მერე შეიძლება ვეღარ შევძლო.ასე ხუთი საათი იქნებოდა, კარებს მივადექი.ოსტატურად ვიმუშავე და სუფთად გავხსენი.კარი ფრთხილად შევაღე და ჩამრთველს ძებნა დავუწყე...

რა ჩამთველი, ჯერ რომ არ გაგიკეთებია, შე ბრიყვო დაგავიწყდა? -მოვტვინე უცებ.

(გაგრძელება იქნება)









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები