ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2013


დახუჭობანა

მოდი, ვითამაშოთ დახუჭობანა,
მე დავიმალები, შენ კი მომძებნე.
დავიმალები ფიქრებს მიღმა,
სიტყვებს მიღმა,
წერტილსა და მძიმეს შორის...
მიპოვი?
მე კი..როდესაც ვიხუჭები,
მაშინაც გხედავ
და გმალავ სათქმელსა და სათქმელს შორის,
გხედავ ისეთს, როგორიც მინდა რომ იყო.
მოდი, ვითამაშოთ დახუჭობანა,
მე დავიმალები გაცრილი ოცნებების მიღმა
რომ ვერ მომძებნო სევდაშეფარეული
და მიპოვო ისეთი,
როგორიც გინდა, რომ ვიყო.
ჰო,
მე გეუბნები: მოდი, ვითამაშოთ დახუჭობანა,
შენ თვალებს ახელ
ტუჩებზე ხელს მადებ,
ჩუუ...
ჩვენ ხომ ერთმანეთს ვხედავთ
სიზმრიდან სიზმრამდე,
დილიდან დილამდე,
ერთ–გულ ფიქრებში.
და აღარ ვთამაშობთ დახუჭობანას,
თვალს ვახელთ ერთმანეთის თვალებში..
შენ ხელს მკიდებ და მივდივართ ...
ჩვენი მყუდრო სახლისაკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები