ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2013


დამალობანა


განთავისუფლებ მთლიანად ჩემიდან.
ხმის ტემბრი ნაცნობი..... და უკვე სხვა ტონი.
ის სივრცე რომელიც ორივეს გვყოფნიდა,
მე უნდა წავიდე მე უნდა დავტოვო.

დავწერდი, იწვიმებს, დავწერდი მერე რა?
შენ მე არ გჭირდები და მგონი სხვასაც არ....
სახეზე სიმშვიდეს მიმიკა ერევა
და სახლი რომელიც მაგონებს თავსაცავს

შენგან ვერ დამიცავს- აქ ყველგან შენა ხარ.
ეს სახე ჩემია მაგრამ მე არა მგავს,
ჯერ ყველა სიწმინდეს ბოლომდე შელახავ,
მერე თვალს ნელნელა მიაჩვევ "ბალაგანს".

ეს სივრცე ოდესღაც ორივეს გვყოფნიდა!
(ვამბობ და რატომღაც წასვლასაც ვაყოვნებ)
რაღაცას დატოვებ რაღაცას ორიდან,
ტკივილებს მკერდთან და... ბეჭამდე აყოლილს.

ან ასეთ დარჩენას ექნება  აზრი რომ?....
მე სახეს მთლიანად ვიფარავ ხელებში
და მინდა როდისმე სხვაზედაც იზრუნო.
შენ ამბობ წადი რა..... საერთოდ შემეშვი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები