ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინდია არაბული
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2013


Rain dog

Inside a broken clock,
splashing the wine with all the rain dogs

ლურჯ ღამეებში მოდის ძველი პალტოს აჩრდილი
და რესტორნების იაფ დედოფლებს ხელებს უკოცნის.
ჯდება კუთხეში, იღებს საათს და დროს აჩერებს,
ბარმენ, საფერფლე!
ბარმენ, რომი!
ბარმენ, ბუკოვსკი!

გარეთ ანათებს ერთი აბრა – ისიც ბორდელის.
შიგნით დაცურავს სიგარეტის ცისფერი ნისლი.
სძინავთ რაინდებს, დაქცეული ვისკის ორდენის
და ჩუმად ისმის :

ხვალ ვნახავთ ნაპირს სინგაპურის ანდა კალკუტის,
სანამ ინათებს, სანამ დროა, წამო აქედან.
ჩემი ძმაკაცი პორტსიგარის გამო გამგუდავს
და მერე სადმე დანის წვერზე წამოაგებენ.

სისულელეა სიკვდილისგან ასე სირბილი,
ყველა გზა როცა სიკვდილისთვის არის ხილვადი
უნდა გადაჰყვე სადმე ტყვიას ანდა სიფილისს
და ყველაფერი – მამლის პირველ შეძახილამდე


გარეთ წვიმაა, ახლა შენს თავს ვეღარ ენდობი.
გარეთ წვიმაა, უკვე სახლში მიდის ორკესტრი.
გარეთ წვიმაა და სასმელებს კეტავს რენდოლფი,
შენ კი ფიქრობდი, ერთხელ მაინც კიდევ მოგესწრო.

მხოლოდ დილისთვის, მხოლოდ დილით ქუჩა გაჩნდება,
ასეთ ღამეში მხოლოდ ღამეს თუკი წაყვები.
ლურჯ ღამეებში მიდის ძველი პალტოს აჩრდილი
და გზის ბოლომდე მიჰყვებიან წვიმის ძაღლები.

http://www.youtube.com/watch?v=IYFbXI58a7Y

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები