ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
12 სექტემბერი, 2013


ქართული ,,ტრიუმვირატი"

                   
                                                      ქართული ,,ტრიუმვირატი”
                                   
                                            ,,არასადა მოწევნილ არს ქართლსა ზედა
                                            ჭირი ესევითარი, რამოდენ ამან მოაწივნა.”
                                                                ქართლის ცხოვრება
  . . . 43 წელი ქრისტეს შობამდე.
  ერთ პატარა კუნძულზე, რომელიც მდინარე ლავინიუსის შუაგულში მდებარეობდა, მაგიდას უს-
ხდა სამი დიდი რომაელი: მარკუს ანტონიუსი, გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანე, შემდგომში ავგუ-
სტუსად წოდებული და მარკუს ლეპიდუსი.
  დიდი ხნის თათბირის შემდეგ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყდა, ერთად შეკავში-
რებულიყვნენ. ეს კავშირი ისტორიაში ,,მეორე ტრიუმვირატის” სახელით შევიდა. მთელი ძალაუფ-
ლება მათ ხელში გადადიოდა. ,,ტრიუმვირატორთა” ყველა ბრძანება კანონის ძალას იძენდა.
  ლეგიონერები აღფრთოვანებით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მათაც დიდ სიკეთეს ჰპი-
რდებოდნენ მოკავშირეები. თუმცა, სხვა გზა არ არსებობდა. ჯარის თანადგომა ხელისუფლების სი-
მტკიცეს განაპირობებდა.
 
  იყო კიდევ ერთი შეთანხმება, საიდუმლო შეთანხმება, რომელიც არავისთვის გაუმხელიათ, მაგ-
რამ მის განხორციელებას დაუყოვნებლის შეუდგნენ. შეადგინეს სიები, მათი სიები, ვისაც დიდძალი
ქონება გააჩნდა. ,,ტრიუმვირატორებს” რესპუბლიკისა და ბრუტუსის ხელისუფლების დასამხობად
ფული სჭირდებოდათ. აუცილებელი იყო მოტივაცია, რათა ეძარცვათ . . .
  . . . მოტივაციის მოძებნას რა უნდოდა თუკი ,,გული გულობს” და ხელში ძალაუფლება გეპყ-
რა?  . . . შურისძიება კეისრისათვის . . . და დაიწყო . . .
  როგორც კი საკმაო ქონება დააგროვეს, მოწინააღმდეგეებს დაერივნენ. ის ჩვიდმეტი სენატორი ამ-
ოიღეს მიზანში, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ დიქტატურას. მათ შორის იყო ,,ტვინი და სინდი-
სი” რომის იმეპიისა . . . ციცერონი.
  მეკავშირეებმა ,,ფორუმ რომანიუმზე” სახალხო კრების წინაშე თავი იმპერიის ბატონ-პატრონებად
გამოაცხადეს. რომის იმპერიის ერთ ტახტზე სამი პატივმოყვარე პიროვნება დაჯდა . . .
  . . . კი, მაგრამ ვის გაუგონია სამი დიქტატორი ერთ ტახტზე? . . . ჯერ ასე იყოს . . . მერე კი?. . .
მერე კი, ვინც ცბიერი, ჭკვიანი და ძლიერი აღმოჩნდება, ის დარჩება ბატონად და პატრონად ამხე-
ლა იმპერიისა . . .
  . . . 1991 წელი. დეკემბერი, ქრისტეს შობიდან.
  ქალაქი თბილისი. ხელისუფლების დასამხობად მთავრობის სასახლეს უტევს ,,თენგიზის” დუეტი.
  თუმცა, რატომ დუეტი? მესამე ხომ მოსკოვში ზის? . . . ე.ი. ,,ტრიო” ანუ ,,ტრიუმვირატი”. . . პირ-
ველი ქართული ,,ტრიუმვირატი.”
  რით ვართ რომაელებზე ნაკლები? . . . დიახ, თუმცა ეს ხომ პირველი ,,ტრიუმვირატია” ? . . . მე-
რე რა? პირველი თუ არ იქნა, მეორე როგორ იქნება? . . . პირველიც იქნება, მეორეც და შეიძლება
მესამეც . . . ჰო! მესამეც? . .  ნუთუ, შეცდომებზე ვერაფერს ვსწავლობს ქართველი კაცი? . . .
ჯერ იყოს ასე, ჩვენ ხომ იმპროვიზაციის განასაკუთრებული უნარი გაგვაჩნია.
  სად, როდის და როგორ შეიქმნა პირველი ქართული ,,ტრიუმვირატი”? . . .ალბათ, სადმე აგარაკ-
ზე, ტბის შუაგულში მდებარე ეგზოტიკურ პატარა კუნძულზე. ასეთი ადგილების მეტი რა არის ამ
ქვეყანაზე? . . . მაგრამ მთავარი ეს ხომ არ არის? მთავარი ისაა, რომ ,,ტრიუმვირატი” შეიქმნა და
ქართველი ერი ფაქტის წინაშე დადგა.
                                       
  ხომ ხერდავთ, რომაელებზე უფრო ეშმაკებიც ვყოფილვართ. ბოლო წუთამდე ,,სამთა კავშირის”
შექმნის შესახებ ცოტას თუ ფქონდა წარმოდგენა საქართველოში.
  რომაული ,,ტრიუმვირატივით” მათაც სჭირდებოდათ ფული, მაგრამ სად უნდა ეშოვათ?. . . ფუ-
ლის შოვას რა უნდა ,,თუ გული გულობს” და ხელისუფლება ხელში გაქვს? . . . მათაც შეადგინეს
სიები . . . და დაიწყო . . .
 
. . .1992 წლის იანვარი ქრისტეს შობიდან.
  ქართულმა ,,ტრიუმვირატმა” არსებული ხელისუფლება დაამხო და მთელი ძალაუფლება ხელში
აიღო. შეიქმნა სამხედრო საბჭო. თბილისში ,,ჩა-მობრძანდა” ინკოგნიტო მესამე წევრი . . . თუმცა,
რატომ მესამე? . . . ჯერ ასე იყოს, მომავალი გაარკვევს ვინ იქნება მათ შორის პირველი. ყველაზე
ცბიერი, ჭკვიანი და ძლიერი.
. . . 42 წელი ქრისტეს შობამდე.
  მაკედონია. ფილიპთან დაიწყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ერთმანეთის პირისპირ დადგა
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, კასიუსი და არსებულისა - მარკუს ანტონიუსი.
  ფორტუნამ ანტონიუსს ,,გაუღიმა.”
  კასიუსმა თავი მოიკლა.
  ,,ტრიუმვირატე” გამარჯვებას ზეიმობდა.
  . . . 1994 წელი ქრისტეს შობიდან.
  დასავლეთ საქართველო (მერამდენე ,,ბაზალეთი"?).
  ერთმანეთის პირისპირ დადგა ყოფილი და არსებული ხელისუფლების საჯარისო შენაერთები.
  ამჯერად სატანამ დაასწრო გაღიმება ფორტუნას.
  მაშინ საქართველო დამარცხდა.
  ,,თავი მოიკლა” ყოფილმა უმაღლესმა მხედართმთავარმა.
  ,,ტრიუმვირატი” გამარჯვებას ზეიმობდა.
  . . . 41 წელი ქრისტეს შობამდე.
  რომაელმა ,,ტრიუმვირატორებმა” მტრები გაანადგურეს, ქონება დააგროვეს და ,,სახელი” მოიხვე-
ჭეს . . . მაგრამ მარტო ამასს აკმარებს ნავსიანი ბედისწერა? . . . სად არის რომის იმპერიის სანუ-
კვარი ,,ტახტი” ? . . . სამივემ მზერა ,,ტახტს” მიაპყრო. ერთ ,,ტახტზე” სამი დიქტატორი? რა თქმა
უნდა არა . . . არადა, მაშ დაიწყოს . . .
                                       
  ოქტავიანემ ლეპიდუსს ყველა ტიტული აჰყარა და ,,პონტიფექს მაქსიმუსის” უფლებით რომში და-
ტოვა.
  . . . 1994 წელი ქრისტეს შობიდან.
  ,,ქართველმა ტრიუმვირატორებმა” დასაკარგი დაკარგეს, შესაძენიც ,,შეიძინეს” და დადგა ჟამი
,,ტახტისკენ” მზერისა . . . მოსკოვიდან ჩამოსულმა ,,ტრიუმვირატორმა” პირველ თენგიზს ყველა უფ-
ლება აჰყარა, მაგრამ პარლამენტის წევრობა შეუნარჩუნა და თბილისში დატოვა.
  . . . 31 წელი ქრისტეს შობამდე.
  საბერძნეთი. აქტიუმის კონცხი.
  რომი კვლავ დადგა რომის წინააღმდეგ. ერთმანეთს დაუპირისპირდა ,,ტრიუმვირატის” ორი ყველა
ზე ძლიერი და პატივმოყვარე წევრი . . . მარკუს ანტონიუსი და გაიუს ოქტავიანე . . . ამ ბრძოლაში
ანტონიუსი დამარცხდა. მისი დამარცხებით დასრულდა ,,ტრიუმვირატის” მმართველობის ხანა. ბე-
დისწერამ ოქტავიანეს გაუღიმა, რადგან ფორტუნისათვის ისევ არაფერი უკითხავს არავის და რო-
მის იმპერიის ,,ტახტიც” მას არგუნა.
  იმპერატორმა სენატი განაახლა და ,,პრინცეპს სენატუსის” ტიტულით აღიჭურვა. ეს კი მას საშ-
უალებას აძლევდა, ყოფილიყო ,,პრინცეპს ცივიტატისი,” სახელმწიფოს ,,პინცეპსი” ე.ი. მეთაური.
  . . . 27 წელი ქრისტეს შობამდე. 
  ოქტავიანემ სენატს განუცხადა, რომ მას დიქტატურა რესპუბლიკის აღსადგენად სჭირდებოდა და
რადგანაც ამიერიდან მიზანი მიღწეული იქნა, ის იხსნის ყველა უფლებას და უბრუნდება რიგითი
რომაელის ცხოვრებას.
  თავს ვინ მოიტყუერბდა. სამოცდათხუთმეტი ლეგიონი ედგა ოქტავიანეს მხარში . . . ,,მადლიერმა”
რომმა დაუჩოქა და მუდარით შესთხოვა დარჩენა . . . ასეთ ,,ცრემლიან იდილიას” წიხლს ხომ არ
ჰკრავდა და ისიც დათანხმდა. ოქტავიანე გახდა უმაღლესი სამხედრო პირი, ,,პირველი სენატორი”
და სახელმწიფოს მეთაური.
  . . . 1994 წელი ქრისტეს შობიდან.
  რა საოცარია, ,,რომაული წლები” ქართული სულსსწრაფობის გამო თვეებში ჩაეტია.
  მოსკოვიდან ჩამოსული ,,ტრიუმვირატორი” პარლამენტისაგან საგანგებო უფლებებს მოითხოვს. ის
უკვე არის ,,პრინცეპს სენატუსი” და ,,პრინცეპს ცივიტატისი”. . . მისი სურვილია ჯერ განიმტკიცოს
ხელისუფლება და მერე ,,დაარტყას” ,,ტრიუმვირატის” მესამე წევრს, რადგან ბედისწერის საპირის-
პირო პინაკზე დევს ,,იმპერატო - რუსის” გვირგვინი და სანუკვარი ,,ტახტი . . .როგორც ერთ დროს
ოქტავიანე, სახელისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად, ისიც იწყებს ხალხის ემოციებზე თამაშს.
და დაიწყო . . .

თბილისის მოსახლეობის წინაშე, მთელი საქართველოს გასაგონად, მოსკოვიდან ჩამოსული კა-
ცი აკეთებს გადადგომის განცხადება . . . თავს ვინ მოიტყუებდა, მას ხომ უშიშროებისა და ,,მხედ-
რიონის ლეგიონები” ედგნენ მხარში . . . ერთმა ქალმა მუდარით დაუჩოქა და მთელმა საქართველო-
მაც ,,დაიჩოქა”. . . ისიც ,,დათანხმდა.” ამ ნაბიჯით მან ,,მოიგო” ხალხის გული და მიიღო საგანგებო
უფლებები . . .
  ყველა ტირანი იმეორებს თავისი საყვარელი დიქტატორის ნაბიჯს, მაგრამ ზოგჯერ არა ზუსტი
თანმიმდევრობით. ამ შემთხვევაში, დიდ როლს თამაშობს პიროვნული ვაჟკაცობა და ბედისწერა.
თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს მიზნის მიღწევისათვის ზუსტ გამეორებას? ჯერ ,,ტრიუმვირატის” ბო-
ლო წევრს ,,დაარტყამ” და მერე აიღებ ხელში ხელისუფლებას თუ პირიქით? საბოლოო შედეგისა-
თვის განა სულ ერთი არ არის?
  და დადგა ჟამი . . . მეორე თენგიზის საჯარისო ფორმირებები განადგურებულია . . .
  დაიშალა პირველი ქართული ,,ტრიუმვირატი,” რომელიც ვითომდა დემოკრატიული სახელმწიფოს
მშენებლობისათვის შეიქმნა, სინამდვილეში კენჭიც არ ჩამოუტეხია ტირანიის სალი კლდისათვის.
  . . .  43 წელი ქრისტეს შობამდე.
,,ტრიუმვირატორთა” წარგზავნილებმა  სახლის უკან მდებარე ბაღში მიუსწრეს ციცერონს. მან
ტახტრევანიდან გადმოსვლა მოინდომა, მკვლელმა მახვილი მოიქნია . . . უსულოდ დაეცა რომის
იმპერიის ,,ტვინი და სინდისი.” მაშინ ის, შობიდან სამოცდაოთხი წლისა იყო . . . გაჩერებულიყო
გულისცემა რომაელისა, რომლის სიცოცხლეც რომისა და რომაელების სიყვარულში გახარჯული-
ყო.
  . . . 1994 წელის 3 დეკემბერი ქრისტეს შობიდან.
  სახლიდან გამოსვლისას მანქანაში ჩაცხრილეს დემოკრატიული საქართველოს მომავალი, საქა-
რთველოს ,,ტვინი და სინდისი”- გიორგი ჭანტურია. ადამიანი, რომელიც სამშობლოთი ცოცხლობდა
და მისი მომავლით ამაყობდა. გაჩერებულიყო გულისცემა დიდი ქართველისა, რომლის სიცოცხლე სა-
ქართველოსა და ქართველებისათვის გახარჯულიყო. მაშინ ის შობიდან ოცდათოთხმეტი წლისა
იყო.
                                       
    . . . 2003 წელი ქრისტეს შობიდან. გიორგობა.
  ,,ვარდების რევოლუცია.” დამარცხებული ხელისუფლება ,,სახლში წავიდა” . . . აკი ვამბობდი,
,,პირველი” თუ არ იქნება, ,,მეორე,” როგორ იქნება მეთქი? . . . ხელისუფლება ხელში აიღო მეორე
,,ტრიუმვირატმა.” აქაც დაიშვა ერთი გამონაკლისი. ,,სამთა კავშირი” ქალმა შეადუღაბა . . . ასეთი
,,იმპროვიზაცია” ისტორიას არ უნდა ,,სწყენოდა,” რადგან ქართველებს, რომაელთაგან განსხვავე-
ბით ჯიშად მოგვდგამს ქალის პატივისცემა: ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადის”. . .
ისტორიამ ,,პირველის' დარად განსაზღვრა მეორე ,,ტრიუმვირატის" არსებობის პერსპექტივაც.
ერთმა წევრმა ,,თავი მოიკლა," ორი კი ,,მშვიდობიანად" გაეყარა.

. . . 2012 წელი ქრისტეს შობიდან. ოქტომბერი მცირე დრო დარჩა გიორგობამდე . . .
  დასრულდა მეორე ,,ტრიუმვირატის” ცხრაწლიანი მმართველობა . . . საოცარია, ის ,,მესამემ” კი
არ დაამარცხა, არამედ . . .
  ჭკვიანი გამოდგა ქართველი კაცი. გაითვალისწინა ისტორიის ,,დიდი გამოცდილება.” მიხვდა, რომ
მორიგი ,ტრიუმვირატის” შექმნა ხეირს ვერ დააყრიდა . . . ,,სიქსტეტი” შექმნა, გაორებული ,,ტრიუმ-
ვირატი.” ანუ ,,სიქსტეტვირატი”. . . ,,ექვსთა კავშირი,” რომელიც ,,ახალი ხილი” გამოდგა კაცობრი-
ობის ისტორიაში . . . ჯერ ასე იყოს. . .  ვნახოთ ვინ გაიცინებს საბოლოოდ: ბედისწერა თუ ფორტუნა.
  ,,თავგზააბნეული ისტორია” ინტერესით ადევნებს თვალყურს ამ უცხო პროცესს . . . ქართველთა
შემოთავაზებას აუცილებლად გაითვალისწინებს მომავალში . . .
  . . . ო - ო! რა ჭკვიანი ყოფილა ქართველი კაცი . . . ო - ო! რა ჭკვიანი . . . როგორ ,,მოატყუა’
ისტორია . . .
  . . . თუმცა რას იტყვის ქართველი კაცი? . . . ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა? . . . გაამართლებს
კი ეს ნაბიჯი? . . . ჯერ ასე იყოს . . . ისტორიამ თავისი იწუხოს, ქართველი კაცი თავისას იწუხ-
ებს . . .
. . . 14 წელი ქრისტეს შობიდან.
  დიდ დიქტატორს, ოქტავიანეს, უბრალო მოკვდავს, სიკვდილი ქალაქ ნოლაში ეწვია. სიკვდილის
წინ მან თავის მხლებლებს ჰკითხა: ,,როგორ შევასრულე ჩემი როლი ცხოვრების ისტორიაშიო”? და
როცა  დადებითი პასუხი მიიღო, უთქვამს: ,,მაშ ტაში დამიკარით და ისე გამაცილეთო.”
  . . . 20- - წელი ქრისტეს შობიდან.
  საინტერესოა, ვის როგორ გააცილებს ქართველი კაცი ამ ცხოვრებიდან? . . .
  ეს ისტორიასაც აინტერესებს. 
 
     
 

   
 
 
   
   
   
       
     
     
 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები