ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
13 სექტემბერი, 2013


მე და ჩემი ცხოველები (და არა მარტო ჩემი და არა მარტო ცხოველები)

მე, და არა მარტო, კიდევ ბევრს, მოკლედ ყველას !რადგან ჩვენ ბუნების შვილები ვართ, თანაც ველური,(ტელეფონი, ინტერნეტი , ავტომობილები  და შაურმა არაა პროგრესი) გვინდა თუ არ გვინდა, ცხოველები გვყავს.
არა, არა, ეს ის ცხოველებია შიგნით რომ ვატარებთ და არა ისინი, ეზოში და ტყეში რომ დარბიან.
აბა მაშ რა ჯანდაბაა, თუ ეს არა? ხანდახან ზოგი ნაწარმოების  კითხვისას ჭიხვინი გვინდება, ფეხებს ვაბაკუნებთ ცხენივით, ხან აქლემი იღვიძებს..ფურთხება გვინდება, ხან კი კრუტუნი, ან ყეფა...
ეს კიდევ არაფერი! მე  ხანდახან ლეოპარდივით შევხტები ხოლმე და წრეზე დავხტუნავ  ოთახში, დორბლი გამდის.ვიღრინები!
ასეა! ხან სირაქლემასავით თავს ვმალავ ხოლმე.....ვაი სირცხვილო!

ხოლო ერთხელ ,(მახსოვს გასული წლის პირველ სამშაბათს) ერთი --ერთი ნაწარმოების კითხვისას ჩემში არწივმა გაიღვიძა! ავტორს ვერ დავასახელებ, ასევე ჟანრს, რადგან პროზა და პოეზია რაც უფრო იზრდებიან, ტყუპებივით ემსგავსებიან ერთმანეთს, მხოლოდ სახელებით თუ გაარჩევთ უკვე, ანუ რაც დაარქვა "მშობელმა".....ჰოოოო, მოკლედ არ ვასახელებ ,ისედაც ბევრი მტერი მყავს ) ჰო და  რას ვამბობდი? არწივმა გაიღვიძა მეთქი?....ანდა შესაძლოა ეს თვითმფრინავი იყო (რაც არაა თეორიულად გამორიცხული) ნაწარმოები  პრაქტიკულად (გა)ფრენა იყო! ავფრინდი და რამდენიმე წრე დავარტყი ოთახს...მერე დაკეტილ ფანჯარას ცერად შევხედეეეე.... ( თქვენც ასე გაიფიქრეთ? აბა კი!...)მერე მშობლების ხმა გავიგე სამზარეულოში რომ ისხდნენ და  შემეცოდნენ... ნელა დავეშვი კარადაზე და ფრთები შემოვიკეცე ...(ეს უკვე აღარ მახსოვს, ვერ დავადასტურებ)რადგან ჩამოვვარდი ...
      მას მერე ბევრი დრო გავიდა , მაგრამ სიტუაცია მაინც არ შეცვლილა!  ანდა რა შეცვლიდა?
ახლა კი გამახსენდა უცებ და ვწერ გაურკვევლი ჟანრის ნაწარმოებს, უფრო ბლოგს რომ გავს (არა და ეს ჟანრი რატომღაც დაავიწყდათ"ჭკვიანებს", იძულებული ვხდები მწარედ გავიღიმო და  "იუმორისტული" მივუთითო) სადაც მოთხრობილია მხოლოდ ძალიან მოკლედ და მისტური მინიშნებებით ეს ყველაფერი, რადგან ვიცი, ბევრის კითხვა არ უყვართ ადამიანებს.
უფრო სწორად კითხვა , საერთოდ, არ უყვართ რა იყო და...აღარ უყვართ.
ამას რომ შევიგრძნობ ხოლმე უკვე არ ვიცი რომელი ცხოველი იღვიძებს ჩემში! რაღაცა დიდი და საშინელი! შეიძლება და მამონტია! ან დინოზავრი.
ასე რომ, არ გირჩევთ ,მართლა  არ გირჩევთ ეს არსება გააღვიძოთ ადამიანში.
მტაცებელია და საშიში.
ჰო, აბაა?....მორჩა. ზოოპარკი დავხურე. ცხოველებს სძინავთ და თავის რიგს ელიან ჩვენში რომ გაიღვიძონ........


ს.ნ. 2013.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები