ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო_93
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2013


...

წამებას დღეს გადავურჩი,
ხვალ ალბათ ლინჩი მომელის,
მხატავს ლეონარდ და ვინჩი,
მხატავს ჩაძირულს მორევში

ხვალ ეშმა ყურებს დაგიშობთ,
თვალს დაგიბრმავებთ დემონი.
წლები ბეთჰოვენს ჩრდილავენ,
ჰომეროსს კლავენ ეს დრონი...

რექვიემს ვუმზერ პირისპირ,
მოცარტის გვამი იხრჩობა,
უკანასკნელად ივნისში
გალობა მოთქმად ისმოდა,

ხმა გავიგონე ბულბულის,
ნეტარი სულში ჩამექცა,
სულის სამოსი ვიცვალე,
ბოროტი ზრახვა გამექცა,

გავეკიდები არასდროს,
არასდროს არ მოვაბრუნებ,
გული გაყინულს გამათბობს,
ტაძრისკენ პირი ვაბრუნე...

დაე, ჩამქოლონ, მაწამონ,
დაე, წამებით დავიხრჩო,
სჯობს სხეულს მივცე ტკივილი,
სული არ დავისახიჩრო...

გათენდა, სხივმა ნეტარმა
განთიადს მიუალერსა,
ცა სულში შემომეპარა,
მზემ ჩემი სული გალექსა...

ზმანება ავი თუ კარგი
შემომპარვოდა თავისით,
ეს განთიადი არ იყო
მაგრამ ველი და დავიცდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები