ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2013


ეს ცხოვრება ხომ...

ეს ცხოვრება ხომ წამია მხოლოდ,
ვყავართ მიზანში ამოღებული,
როცა ისურვებს ბოლოს მოგვიღებს
"ტყვია" სისწრაფით ალმოდებული...
თუკი არ არის გამოსავალი,
თუ ვერ ვეწევი ოცნებას ფრთიანს,
გულით წარსულსაც ვემშვიდობები
და იმედები ბოლოჯერ კრთიან.
როცა ჩაქრება სიცოცხლე სხვისი,
ურჩი ქარები ჯერ კიდევ ქრიან,
ჩემიც დადგება დღე აღსასრულის,
აღარ ვკითხულობ ადრე, თუ გვიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები