ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2013


ხვალ გელოდები

გახსოვს, რომ გკითხე,
_რატომ იყიდე ყვითელი ფარდა?
შენ მიპასუხე:
_რატომაც არა? მომეწონა და...
ვითომ შემთხვევით,
სწორედ იმ ზამთარს, მარტო რომ დარჩი...
საბანსაც გული გამოუცვალე
და აირჩიე ისიც ყვითელი...
მგონი ცდილობდი
კოკისპირული ცრემლის წვიმაში
დაკარგული მზე შემოგეტანა...
გვიფერადებდი ნაცრისფერ დღეებს...
არც კი იცოდი წინ რა გელოდა
და ამიტომაც არ გაქცეულხარ,
რადგან (შენი თქმით),
გაქცევას  წაქცევაც მოსდევს
  და ამიტომაც მშვიდად წახვედი,
ამღვრეულ ტალღებს იმ მდინარისა,
რასაც რთული ცხოვრება ჰქვია,
მშვიდად შეყევი...
მე დამიტოვე ყვითელგულა, თბილი საბანი
და ზამთრის სუსხშიც მზის ნათელივით მკვეთრი ფარდები...
მაინც მციოდა, თავს სუსტად ვგრძნობდი...
გვიანღა მივხვდი რაც უნდა მექნა.
(თუკი ამას მიხვედრა ქვია)
ისე მინდოდა წარმომედგინა  შენი აქ ყოფნა,
რომ წლით ვავსებდი ჩაიდანს და  ვადუღებდი,
ვაორთქლებდი დაუსრულებლად...
აი ასე, ვითომ სახლში ხარ,
(თავის შველას ასე ვახერხებ, ათი წლის ბავშვი)
ვიფარებ საბანს
და შევყურებ,
ფარდების მიღმა,
ზამთრის სიცივით გათოშილი ფანჯრის
დაორთქლილ მინებს
და სუნთქვას ვაჩერებ (სადამდეც შევძლებ)...
სუნთქვას ვაჩერებ,
რომ არ შევიგრძნო ყნოსვით ტყუილი,
რომ თითქოს ახლა ჩემთან ხარ სახლში...
ხვალ გელოდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები