ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
18 სექტემბერი, 2013


შეცდომის კანონზომიერება ( წიგნი სამყაროს წარმოშობაზე)

                     
                                                          თემურ ტაბატაძე



                                                              შ ე ც დ ო მ ი ს



                                                      კ ა ნ ო ნ ზ ო მ ი ე რ ე ბ ა






                                                            შესავალი
      იმდენად მიმზიდველია სამყაროს უკიდეგანო სივრცეებში აზრით მოგზაურობა, რომ გონება
  გაიძულებს, ათასი რამ იფიქრო, ზოგჯერ ისეთიც, რომელიც არ ექვემდებარება არავითარ გან-
  სჯას და ამგვარ აზროვნებაში დევს რაღაც საოცარი სურვილი შეუცნობადის შეცნობისა, სუ-
  რვილი დაუუფლებელის დაუფლებისა.
  გადაულახავია ქვეცნობიერის ზემოქმედება ადამიანის გონზე, რადგან გონი კავშირშია კოს-
  მოსთან და ეს კავშირი მართავს მის ქცევას. ქვეცნობიერი კი განსაზღვრავს ამ ქცევის ნორ-
  მებს.
  ამგვარი ურთიერთკავშირის შედეგია ,,დიადი” აღმოჩენები. არ იქნებოდა ეს კავშირი და არ
  იქნებოდა კეპლერის, ნიუტონის, აინშტაინის სხვათა და სხვათა კანონები, რომლებმაც უდიდე-
  სი როლი შეასრულეს მსოფლიოს ცივილიზაციის განვითარების საქმეში. თუმცა დრომ დაამ-
ტკიცა, რომ ისინი თავისუფალნი არ არიან ლოგიკური წინააღმდეგობებისაგან.
    ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონმა გადატრიალება მოახდინა მეცნიერებაში, მაგრ-
  ამ ძირითადი დებულებები - სიცარიელეში გრავიტაციული ურთიერთქმედების უსაზღვროდ
  დიდი სიჩქარით გავრცელების თაობაზე აღმოჩნდა არამართებული. მეტიც, ცდებმა მათი ჭეშ-
  მარიტება ეჭვქვეშ დააყენა. სწორე ამან გამოიწვია აინშტაინის მიერ ჯერ სპეციალური, შემ-
  დეგ კი ზოგადი ფარდობითობის თეორიის შექმნა.
    სპეციალური ფარდობითობის თეორიის თანახმად, ყველა სახის ურთიერთქმედება, მათ შო-
  რის გრავიტაციულიც, სიცარიელეში ვრცელდება სასრული სიჩქარით, რომელიც არ აჭარბებს
  სინათლის სიჩქარეს. ხოლო ზოგადი ფარდობითობის თეორიის მიხედვით გრავიტაციული ურ-
თიერთქმედება ყოველთვის არსებობს და გამუდმებით ახდენს გავლენას ყველა სხეულის მოძ-
რაობაზე.
  აინშტაინმა გრავიტაციული ვეილს ეს თვისება დაუკავშირა სივრცისა და დროის (სივრცე-
დროის) გეომეტრიულ თვისებებს.
  ზოგადი ფარდობითობის თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გრავიტაციის არსებობა
ცვლის სივრცის გეომეტრიას. იგი კარგავს ევკლიდური გეომეტრიის თვისებებს და არაევკლი-
დური ხდება. აქედან გამომდინარე სივრცე-დრო განსაზღვრავს ნივთიერების მოძრაობას, ხო-
ლო ნივთიერება კი თავის მხრივ იწვევს სივრცე-დროის გამრუდებას.
                                       
  თუ ავიღებთ სფერული ფორმის სხეულს (ვარსკვლავი, კვაზარი და სხვ.) და მას გრავიტაცი-
ული ძალის ზემოქმედებით ძალიან მცირე ზომამდე შევკუმშავთ, კერძოდ კი კრიტიკულ რადი-
უსამდე, დავინახავთ, რომ შემდგომი შეკუმშვისას სხეულიდან (სფეროდან) ვერცერთი ელექტ-
რომაგნიტური კვანტი ან ნაწილაკი ვერ გამოაღწევს. გარედან კი ყველა ნაწილაკი შთაინთქმე-
ბა. ასეთ ძლიერ შეკუმშვის პროცესს გრავიტაციული კოლაფსი ეწოდება. ხოლო კრიტიკულ
რადიუსს შვარცშილდის რადიუსი.
  ისმის მარტივი შეკითხვა: შეიძლება თუ არა სხეულის კოლაფსირება გრავიტაციის შედე-
გად?  უნდა ითქვას, რომ უმეტესი ციური სხეულებისათვის ეს პროცესი არ სრულდება, გარდა
,,შავი ხვრელებისა.” თუმცა, სხეული თუ იმდენად შეიკუმშება, რომ ის შვარცშილდის სფეროს
შიგნით მოთავსდება, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთ პროცესს ადგილი ჰქონდა. (შვარცში-
ლდის სფეროს რადიუსი მზისათვის დაახლოებით 2,96 კმ-ს უდრის. დედამიწისთვის-0,44სმ-ს.)
მაშასადამე, მზის კოლაფსირება რომ მოხდეს, იგი ისე უნდა შეიკუმშოს, რომ მისი რადიუსი
დაახლოებით სამი კილომეტრის ტოილ გახდეს. მაშინ, როცა მისი რადიუსი 700, 0 ათასი კი-
ლომეტრია.
  ასეთი ძლიერი შეკუმშვა ადამიანის წარმოდგენებს ეწინააღმდეგება. მითუმეტეს, რომ შეკუ-
მშვის პროცესში რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორი ჩნდება.
  თუ სხეული ისე შეიკუმშება, რომ ის შვარცშილდის სფეროში მოთავსდება, ისეთ მოცლე-
ნებს ექნება ადგილი, რომელთა აღწერა ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება.
  ფარდობითობის თეორიის თანახმად ნივთიერების სიმკვრივის უსასრულოდ გაზრდა სივრცე-
დროის უსასრულოდ გამრუდებას იწვევს. მის ასეთ მდგომარეობას სინგულარული მდგომარე-
ობა ეწოდება.
  ვარსკვლავების მიზიდულობის ძალებს ეწინააღმდეგება შინაგანი წნევის ძალები, რომლებიც
თერმობირთვული რეაქციის შედეგია. ამ ძალებს შორის წონასწორობა ზუსტად უნდა იყოს
დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში ვარსკვლავი კოლაფსირდება.
  თანამედროვე გამოთვლებით დადგენილია, რომ სამყარო არასტაციონალურია. თუკი ეს ნამ-
დვილად ასეა, მაშინ 18-20 მილიარდი წლის წინათ, ის სინგულარულ მდგომარეობაში იქნებ- 
ოდა და მისი მთელი მასა ერთ წერტილში ( სფეროში) აღმოჩნდებოდა. მისი გაფართოება კი
მოხდებოდა რაღაც მიზეზით. კერძოდ, ალბათ ,,დიდი აფეთქებით.”
                                       
  უფლის სიტყვები: ,,იქმენინ ნათელი”! და ,,იქმნა ნათელი”! ამ აფეთქების (გაფართოების) ნა-
თელი დადასტურებაა, რადგან ე.წ. ,,ნათება” სწორედ აფეთქების თანმდევი პროცესია.
  მოდით, დავანებოთ თავი ათასგვარ მტკიცებულებებს, თეორიებს, ჰიპოთეზებს, მომხრეს  და
მოწინააღმდეგეს და უბრალოდ დავფიქრდეთ იმაზე, რომ ბიბლია ადამიანის მიერ დაიწერა და-
ახლოებით ოცდათხუთმეტი საუკუნის წინათ?... მაში, როცა ჯერ კიდევ ,,სიბნელე” სუფევდა 
ირგვლივ, ნუთუ ადამიანი ასეთი მეამიტია, რომ არ აღიაროს მისი ჭეშმარიტება? საინტერესოა,
საიდან ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს ინფორმაცია სამყაროს აფეთქებითი პროცესით შექმნის თა- 
ობაზე  და თანაც ზუსტი?.. ან რისთვის დასჭირდათ ის, თუკი არ იყო ჭეშმარიტება? (ნუ მეტ-
ყვით იმას, რომ სოციალური იერარქიის ბალანსისათვის. ეს კომუნისტური იდეოლოგიაა და 
თანაც მცდარი. ღმერთს ერთნაირად ეთაყვანებოდა ,,დიდიც” და ,,მცირეც”).
  დადგება დრო, მომავალი უთუოდ გასცემს პასუხს უამრავ კითხვას და დაამტკიცებს იმას,
რაც სამყაროში კარგახნის დამტკიცებულია. ეს გახლავთ მისი არსებობის შეუქცევადი პროცე-
სი, რომელსაც ექვემდებარება ყველაფერი.

სამყაროში არსებობს ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი, რა თქმა უნდა კონკრეტულ გა-
რემოსა და სიტუაციაში; ასევე არსებობს ცივილიზაციის შესაძლებლობების ზღვარიც, მაგრამ
არსებობს ,,დიადი გონიც,” რომელიც განსაზღვრავს ამ შესაძლებლობებს.
  სივრცისა და დროის სინგულარულობა (გამრუდება) იმის დამამტკიცებელია, რომ მატერია-
ლურ სამყაროს საპირისპიროდ თანაარსებობს არამატერიალური ანუ მარადიული სამყარო,
რომელთა თანაარსებობაც განისაზღვრება ღმერთის ნებით და ჩარევით. აქვე დავძენ, რომ სინ-
გულარული სამყაროს არსებობა განაპირობებს მატერიალური სამყაროს არსებობას, ეს კი ამ-
ტკიცებს ამ უკანასკნელის სასრულობას და მათ შეხების წერტილები გააჩნიათ (ყველაფერ
ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ).
  1988 წლის 30 ივნისს ინგლისურ ჟურნალ ,,ნეიჩარში” გამოქვეყნდა სტატია ,,ადამიანის ბაზო-
ფილების დეგრანულაცია, რომელიც იმუნოგლობულინ ,,ს’ საწინააღმდეგო ძლიერ განზავებუ-
ლი ანტიშრატითაა გამოწვერული.” ამ სტატიამ შოკში ჩააგდო მეცნიერები, რადგან ავტორი
წყლის ,,მეხსიერების” შესახებ გვამცნობდა. ეს გახლდათ ბიოლოგი ჟაკ ბენვენისტი. მისმა გა-
მოკვლევებმა ცხადყვეს, რომ სპეციალური ბიოლოგიური ინფორმაცია შეიძლება გადაიცეს სუ-
ფთა წყლით. გარდა ამისა, წყალს შეუძლია ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულების შესახებ
ინფორმაციის შენახვა, რომლებიც მასთან იყვნენ დაკავშირებულნი და მრავალგზის განზავე-
ბის შედეგად გამოეყვნენ. ამრიგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არსებობს მოლეკულური ეფ-
ექტი მოლეკულების გარეშე. ეს დასკვნა ეწინააღმდეგება იმ ძირეულ პრინციპებს, რომლებზეც
აგებულია თანამედროვე საბუნებისმეყტველო მეცნიერება. ამგვარი ჭეშმარიტება მოკლებულია
ყოველგვარ გონივრულ საფუძველს, რადგან მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს რომელი-
ღაც მიუწვდომელი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წყალს უნარყ შესწევს დაიმახსოვროს
მასში მოხვედრილი ანტისხეულები და ისე იმოქმედოს, თითქოს ისინი არსებობას განაგრძო-
ბენ. თუკი, უკუპროცესს განვიხილავთ, მაშინ ე.წ. ,,წყლის მახსოვრობას” შეუძლია მოლეკულის
აღდგენა ანუ მისი მატერიალიზაცია.

ჟაკ ბენვენისტის აღმოჩენას თუ დავუკავშირებთ წყალში პირველი სიცოცხლის ფორმების ჩასა-
ხვას, უნდა ვაღიაროთ, რომ ერთუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმების გამოჩენა დედამიწა-
ზე მომდინარეობს არამიწიერი გარემოდან, რაც ზედმიწევნით ზუსტად გადნოიცა ბიბლიაში.
  წყლის კურთხევა ჯვრით და წყლით განათვლა, სხვა არაფერია თუ არა უფლის მადლის
გადმოსვლა ადამიანზე, რომელიც ამ მადლს ,,მეხსიერევით” ეზიარება.
  ზემოთ აღნიშნული გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გამოვთქვათ ასეთი აზრი, როგ-
ორც კი დასრულდა ბუნების ჩამოყალიბების პროცესი და წყალმა შეიძინა ის ქიმიურ - ფიზი-
კური მახასიათებელი, რომელიც საჭირო იყო სიცოცხლის ჩასხავისათვის, ღმერთმა (ათეისტ-
თათვის კოსმიურმა გონმა), იცოდა რა წყლის ,,მეხსიერების” შესახებ, აქ დაარწია ,,სიცოცხ-
ლის აკვანი.”
  აი, მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ის თეორია, რო-
მელსაც არც ათეისტები უარყოფენ, რადგან მათი მოძღვრებითაც, ეს უკანასკნელი პირველად
სწორედ წყალში ჩაისახა.
  გამოდის, რომ სამყაროს შემოქმედმა წყალს ,,დაამახსოვრებინა” მონოუჯრედიანი სიცოც-
ხლის ფორმები და ამგვარი გზით მისცა შემდგომ მათ გზა მომავალში.  ე.ი. წყალი დედამი-
წას კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად დასჭირდა. ამოცანისა, რომელსაც უნდა დაეწ-
ყო ცოცხალ ორგანიზმთა შეუქცევადი კვლავწარმოება.
  ამ შემართებით გავაგრძელოთ ჩვენი მსჯელობა და გაიაროთ გრძელი გზა მონოუჯრედიანი-
დან ვიდრე ადამიანამდე.
                                     
                                                          თავი I
                                                                    ,,ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა.”
                                                                                                  ბაქარის ბიბლია. 1, 26.
  ადამიანის მიერ სამყაროს შეცნობის ჭეშმარიტება, აბსტრაქტული თუ რეალური მოვლენების
აღქმა, დამოკიდებულია იმ გონით კავშირზე, რომელიც არსებობს მასა და კოსმოსს შორის.
ამიტომ ნებისმიერი მოვლენა თუ ფაქტი, მხოლოდ მაშინ არის შეცნობადი და ჭეშმარიტი ,
როცა ეფუძნება ,,აბსოლუტური სულის” აღიარებას. არ შეიძლება ყველაზე იდუმალი მოვლ-
ენის ახსნა დაუქვემდებარო მხოლოდ მატერიალურ მოძღვრებას და მის საშინელ პოსტულა-
ტებს. აღიარება უსუსურობისა და განცდა სიმარტოვისა, აი რა არის ამ მოძღვრების დედააზ-
რი, მისი ბაზისი. ეს ყოველივე საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანი მორჩილებაში გყავდეს და
არ მისცე განვითარების შესაძლებლობა. კავშირი დაამყაროს იმ სამყაროსთან, რომლის მცი-
რედი, მაგრამ მაინც წონადი ნაწილია! დიახ, მცირედი, მაგრამ როგორი წონადი ნაწილი!
  ,,სამყაროში არაფრისაგან არაფერი არ წარმოიშობა და არც არაფერი უკვალოდ არ ქრება.”
ეს პოსტულატი გახლავთ მატერიალური სამყაროს მოძღვრების საფუძველი. ე.წ. დილემა, რო-
მლის წინაშეც კარგახანია დგას კაცობრიობა. იმდენად სატანუი ძალის მატარებელია ეს პოს-
ტულატი, რომ ის აიძულებს ადამიანის გონს, წინააღმდეგობაში მოვიდეს საკუთარ თავთანაც
კი და მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ირწმუნოს ის, რისი რწმენაც არა თუ არ შეიძ-
ლება, არამედ დიდი მკრეხელობაა.
 
ჩვენ კარგად გვახსოვს უფლის სიტყვები: ,,იქმენინ ნათელი”! რომელმაც დასაბამი მისცა სამ-
ყაროს წარმოშობას. ეს არ იყო ჩვეულებრივ გარემოში ჩვეულებრივად ნათქვამი სიტყვები. მას
ჰქონდა უდიდესი ძალა და მნიშვნელობა კაცობრიობისათვის და ამასთან წარმოადგენდა ე.წ.
,,არაფერს,” ანუ არამატერიალურ სუბსტანციას მატერიალურ გარემოში.
  ათეისტების მხრიდან ეს ორი სიტყვა ხშირად გამხდარა კამათის საგანი და აქედან გამომ-
დინარე ღმერთის არსებობა საეჭვო. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი არ არიან სატანური ძალის
მატარებელნი და წარმოადგენენ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტებას, რომელიც მხოლოდ ერთია და
მარადიული.
თუ დავუშვებთ, რომ სამყაროში უკვალოდ არაფერი არ ქრება, მაშინ ჩვენ მივდივართ მატე-
რიის მუდმივობის აღიარებამდე... აქ, მცირე ხნით შევიცადოთ და გავაკეთოთ ლირიული გადა-
ხვევა.  გავიხსენოთ თუ როგორ მარტივად ,,გვიბურღავდნენ” ტვინს ერთ დროს ,,დიადი ქვე-
ყნის" მოძღვარნი.
 
  მატერიალისტური მოძღვრებით ნებისმიერი ნივთიერება შედგება უხილავი ნაწილაკებისაგან
(მოლეკულები, ნეიტრონები დას ხვ.). ნივთიერების დაშლის შედეგად, ეს მცირე ნაწილაკები
განაგრძობენ არსებობას ერთი სახიდან მეორეში გადასვლით, გარდაქმნით, მიმსგავსებით თუ
ათასი სხვა რამით. ამიტომ, ათეისტები ასკვნიან, რომ მატერია განიცდის ცვლილებას, მაგრამ
არის მუდმივი, რადგან როგორადაც არ უნდა დაიშალოს ის, მაინც იარსებებს მცირე ნაწილა-
კების სახით და არასდროს გაქრება, იქნება მარადიული.
  მატერიის უმცირეს შემადგენელ ნაწილაკად ჯერ ითვლებოდა მოლეკულა, ატომის აღმოჩე-
ნის შემდეგ ეს უკანასკნელი და ასე თანმიმდევრობით. მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ განმარ-
ტავდა თვით ამ ნაწილაკის არსებობის აუცილებლობას. მეტიც, ,,ჰიგსის ბაზონებმა” მათი მოძ-
ღვრება თავდაყირა დააყენა, რადგან ეს იყო ყველაზე უმცირესი ნაწილაკი მოლეკულის შემად-
გენლობაში, რომელიც არ განიხილებოდა როგორც მატერიალური სხეული. მას მეცნიერებმა
,,ღმერთის ნაწილაკები” შეარქვეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის ,,საღაციდან” ჩნდებოდა 
და არ ხასიათდებოდა მატერიის თვისებებით ( სიტყვა ,,საღაციდან” ზუსტად განსაზღვრავს 
მის წარმომავლობას) და მათი არსებობა მხოლოდ უნდა განხილულიყო, როგორც არამატერია-
ლური საწყისის, მატერიასთან კავშირის მაჩვენებელი ანუ მახასიათებელი.

ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაეთან-
ხმოს იმ აზრს, რომ მატერია მუდმივი არსებობდა სივრცესა და დროში, მაგრამ რა ვუყოთ ამ
ორ განზომილებას, სივრცესა და დროს? არსებობდნენ კი ისინი სამყაროში მუდმივად?
  როგორც თანამედროვე კვლევებით ირკვევა ერთიცა და მეორეც უბრალოდ არ არსებობდა
და ისინი ,,ტყუპი განზომილებები” ნაშობნი არიან ,,დიადი სიტყვისა” ... ,,იქმენინ ნათელი” ! ...


                                                      დიალოგი განსჯისათვის
                                                    (მზიასა და ზეზვას შორის)

მზია:  მინდა გაგეცნოთ. მე მზია გახლავართ, ზეზვას მეუღლე. თუ რატომ დაგჭირდათ ჩემ-
        თან ურთიერთობა, ამას თქვენ თვითონ მიხვდებით.
ზეზვა:  მე, ის ჰომინიდი ვარ, რომლის ,,ბებერი ძვლებიც” საქართველოში, უდაბნოს ხრიოკ
        მიწაში აღმოაჩინეს ... დიახ, ნამდვილად ისა ვარ ...
  მზია:  არის თუ არა არსებითი განსხვავება მუდმივსა და მარადიულ განზომილებათა შორ-
        ის?
  ზეზვა:  თუ პათეთიკურად ვიმსჯელებთ, ალბათ მოვძებნით რაიმე განსხვავებას.
  მზია:  იქნებ დააზუსტო?
  ზეზვა:  მაშინ, ჯერ დავაზუსტოთ სიტყვა ,,მუდმივის” მნიშვნელობა.
  მზია:  ვფიქრობ, რომ ამას რაღაც ზუსტი განმარტება არ სჭირდება. სუბსტანციას, რომელ-
        საც უნარი შესწევს არ შეიცვალოს სივრცესა და დროში ფიზიკურ - ქიმიური მახასი-
        ათებლები, ეწოდება მუდმივი სუბსტანცია.
  ზეზვა:  გეთანხმები. ,,მუდმივის” განმარტება შენ კანონის ფორმით ჩამოაყალიბე, თუმცა, უნ-
        და გითხრა, რომ ზუსტი განმარტება არ არის, მაგრამ მისაღებია. ე.ი. ჩვენ დავუშვით,
        რომ რაც უცვლელია დროში და სივრცეში, ის მუდმივია.
 
მზია:  მაშ, ახლა განვმარტოთ რა არის მარადისობა?
  ზეზვა:  ,,მუდმივი” მოძრაობაში არის მარადისობა.
  მზია:  საოცარია, მაშ უკვდავება რაღაა?
  ზეზვა:  ჩვენ, მგონი რაღაც ახალი აღმოვაჩინეთ ... რაც ,,მუდმივია” ის უკვდავია, რაც უკვ-
        დავია, ის მარადიულია.


                                                              . . .
  ,,არაფრისაგან არაფერი არ წარმოიშვება” - ეს არის ჩვენს მიერ ნახსენები პოსტულატის
პირველი ნაწილის ის დამთრგუნველი იარაღი, რომელსაც მთლიანად გამოჰყავს ადამიანის
გონი მწყობრიდან და აიძულებს მას ბრმად, ყოველგვარი განსჯის გარეშე დაემორჩილოს ას-
ევე მეორე და თავისი შემეცნებით არანაკლებ სატანურ მოსაზრებას: ,,არც არაფერი უკვალოდ
არ ქრება.”
  აღნიშნული თეორია მხოლოდ მატერიალურ სამყაროსთან რომ იყოს დაკავშირებული შეიძ-
ლება ითქვას, რომ ჭეშმარიტებაა და ზუსტად განსაზღვრავს ადამიანის, როგორც უმაღლესი
ინტელექტუალური სიცოცხლის ფორმის სულიერ და ხორციელ მდგომარეობის არსს საერთ-
ოდ, დედამიწაზე და მთლიანად მთელს სამყაროში, რეალურ და ირეალურ ცხოვრებაში, მაგრ-
ამ სატანამ მშვენივრად იცის, თავისი საქმე, ის, რაც დაკავშირებულია სულიერებასთან, უარ-
ყოფილ უნდა იქნას და გადმოტანილი მატერიალურ სამყაროში, რადგან აქ, ჩვენთან, ამ პირო-
ბებში ხომ ძალიან ადვილია სულის ცდუნება (რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმ ადამია-
ნებს, რომელთა რწმენაც ნებისმიერ გარემოსა და სიტუაციაში ურყევია), რომელიც ურთიერ-
თობაშია აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებასთან.

  სწორედ არაფრისაგან წარმოიშვა ჩვენი უკიდეგანო სამყარო. ანუ იმისაგან, რასაც ჩვენ არ-
აფერს ვუწოდებთ. თუმცა, ამ სიტყვის განსაზღვრება პირდაპირი მნიშვნელობით ნამდვილად
არ უნდა გავიგოთ. მასში პირობითად უნდა ვიგულისხმოთ  ის არაფერი, რომლის შეცნობაც
მატერიალურ სამყაროში შეუძლებელია. ამიტომ ჩვენც ავიღოთ და დავიწყოთ საწინააღმდეგოს
მტკიცება: ,,არაფრისაგან წარმოიშვა ყველაფერი.”
  როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,  თანამედროვე გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ სამყაროს წარმო-
შობის პირველსაწყისი მატერია არ ყოფილა. და აი, რატომ: მატერია, როგორც ასეთი ხი-
ლული სუბსტანციაა, რომელსაც შევიგრძნობთ ან ვხედავთ. მაგრამ მატერიალურ სამყაროში
არსებობენ ისეთი არამატერიალური ,,სხეულები,” რომელთაც ვერც შევიგრძნობთ და ვერც
ვხედავთ. ეს არ გახლავთ მხოლოდ მოსაზრება, ან უტოპიაზე დამყარებული თეორია. ეს არ-
ის რეალობა, ჭეშმარიტებაზე დამყარებული მეცნიერული შეფასება.
  თანამედროვე ბუნებისმეტყველთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ თავდაპირველად ძალიან ლო-
კალურ  სივრცეში არსებობდა სფეროსებრი ფორმის მცირე ზომის რაღაც ერთიანი მთლიანი,
რომლის აფეთქებასაც მოჰყვა ციური სხეულების ჩამოყალიბება და ზოგიერთ მათგანზე გარკ-
ვეული ევოლუციური თუ რევოლუციური პროცესების განვითარების გზით სიცოცხლის სხვა-
დასხვა ფორმების წარმოქმნა.
 
  რა იყო ის რაღაც, პატარა სფეროსებრი ერთი მთლიანი? ...
  მატერია? ... პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არა!
  მაშ, რა? ...
,,დიადი აფეთქება” ...
  დასაბამი სამყაროს წარმოშობისა.
  თეოლოგიური მოძღვრების მიხედვით ღმერთმა ჯერ შექმნა უხილავი სამყარო მთავარანგელ-
ოზებით, ანგელოზებით, ქერუბიმებით, სერაფიმებით და სხვ. და ამის შემდეგ მისცა დასაბამი
მატერიალურ სამყაროს. დააკვირდით, პატივცემულო, მკითხველო!  პირველად ,,იშვა” უხილავი
სუბსტანცია, შემდეგ კი ხილული ანუ ის, რასაც ჩვენ მატერიად მივიჩნევთ. ნიშნავს ეს იმას
თუ არა, რომ ,,არაფრისაგან” შეიქმნა ყველაფერი? ... დიახ! ეს ამას ნიშნავს.
  მაშასადამე, მატერიას ჰყავდა ,,მშობელი,” რომელიც იყო არამატერიალური სუბსტანცია, წა-
რმოდგენილი ,,სფეროს” სახით და ,,დიადი აფეთქებით.” ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ამტკიც-
ცებს ის გარემოება, რომ ჩვენს სამყაროში მატერიალურ სხეულთა შორის გვხვდება ისეთი
სხეულებიც, რომლებიც ამჟღავნებენ ორბუნებოვნებას. ანუ მატერიალურებიც არიან და არამა-
ტერიალურებიც. ე.ი. ისინი რაღაც შუალედურს წარმოადგენენ და ხასიათდებიან, როგორც ერ-
თის, ასევე მეორის ბუნებით. ეს ორბუნებოვნება მათში იმდენად მკვეთრად არის გამოხატული,
რომ დიდი ფილოსოფია არ სჭირდება ამის დანახვას.
 
  და კიდევ ერთი, გასული საუკუნის ბოლო მეოთხედში აღმოჩენილი იქნა ციური სხეული სა-
ხელწოდებით კვაზარ - ოაშ 471, რომლის აღმოჩენამაც წერტილი დაუსვა მატერიის მუდმივო-
ბის ყბადაღებულ იდეას, რადგან ჩვენს უკიდეგანო სამყაროში ის არის ყველაზე უშორესი მა-
ტერიალური სხეული, რომლის ,,იქითაც” სიცარიელეა. ე.ი. გამოდის, რომ მატერია სასრული
ყოფილა და მასთან ერთად სამყაროც სივრცესა და დროში. ხატოვნად თუ ვიტყვით, ის ,,დაი-
ბადა” ოდესღაც და გაფართოების გზით მივიდა სადღაც ...
  მატერიის ორბუნებოვნებას ყველაზე მკვეთრად ამჟღავნებენ ,,შავი ხვრელები.”


                                            დიალოგი განსჯისათვის
 
  მზია:  როგორი ციური სხეულებია ,,შავი ხვრელები”?
  ზეზვა:  ისეთ შეკითხვას მაძლევ, რაზეც ძნელია პასუხის გაცემა.
  მზია:  ნუთუ ასე იდუმალია მათი ბუნება?
  ზეზვა:  საკმაოდ, თუმცა მათ შესახებ ზოგადი წარმოდგენა მაინც გააჩნიათ ბუნებისმეტყ-
        ველთ.
  მზია:  მაინც რა?
  ზეზვა:  ,,შავი ხვრელები” გასული საუკუნის სამოციან წლებში აღმოაჩინეს. არის ვარაუდი,
        რომ ისინი წარმოიშვნენ ვარსკვლავთა ჩაქრობისა და შეკუმშვის შედეგად. რომელთა
        შეკუმშვაც მოხდა ძალიან მცირე ზომებამდე. მათ ციური სხეულები შეიძლება პირო-
        ბითად ეწოდოთ.
  მზია:  რატომ პირობითად?
  ზეზვა: თვითონ განსაჯე, ,,შავ ხვრელებში” დრო არ არსებობს.
  მზია: დროის არ არსებობა მატერიალურ სამყაროში? ეს ხომ აბსურდია?
  ზეზვა:  რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ,,აბსურდი” ჭეშმარიტებაა.
  მზია:  ოთხი განზომილებიდან ერთის არ არსებობა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი
        სამიც არ არის ,,სამი”? ... ეს უკვე სხვა სამყაროა ...
  ზეზვა:  დიახ! ასეა. ერთი საინტერესო თეორია არსებობს ვარსკვლავების ჩაქრობასთან და
          მათ შეკუმშვასთან დაკავშირებით. ამ პროცესს დედამიწიდან ჩვეულებრივად დავინა-
          ხავთ, მაგრამ თუ ვიმყოფებით მის ზედაპირზე, მაშინ წარსულს, აწმყოს და მომა-
          ვალს ერთად აღვიქვამთ.
  მზია:  დრო გაჩერდება?
  ზეზვა:  თუ დავაზუსტებთ, დრო განზომილებით სიდიდის ცნებას დაკარგავს. მეტიც, ჩამქრა-
        ლი ვარსკვლავი თუ კვლავ დაიწყებს გაფართოებას, ჩვენ სხვა სამყაროში გადავალთ.
        წარსული, აწმყო და მომავალი აღარ იარსებებს ... პირველ შემთხვევაში, შეკუმშვის
        პროცესსში, ეს სამი სიდიდე ერთად შეიმეცნება. მეორეში კი გაქრება.
  მზია:  ნამდვილად მიჭირს გააზრება. ვერ ხვდები რას ნიშნავს ეს პროცესი.
  ზეზვა:  მატერიის სასრულობას მატერიალურ სამყაროში. სწორედ ამიტომ უნდა ვივარაუ-
          დოთ, რომ არსებობდა ,,მატერიამდელი” სუბსტანცია, რომელმაც ,,შვა” მატერია.


                                                            . . .
 
    მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი თვლის, რომ სამყაროს დასასრულამდე გასავლელია ხუთი 
ხანა. (არ აგვერიოს დედამიწის განვითარების ხუთ ერაში, ხანაში) აქედან მხოლოდ ორია გავ-                                       
ლილი. ამათგან, პირველი ხანა ძალიან მალე დასრულდა და მოიცვა ,,დიადი აფეთქებიდან”
ვიდრე ნახევარი მილიარდი წელი. მეორე ხანა, რომელიც ჩვენს ეპოქასაც მოიცავს, გაგრძელ-
დება რამდენიმე მილიარდი წელი და დასრულდება მატერიალური სხეულების გაქრობით. მე-
სამე ხანაში დარჩება მხოლოდ ,,შავი ხვრელები,” რომლებიც დაიშლებიან, რის შემდგომადაც
დადგება მეოთხე ხანა. დრო დანაწევრდება სეგმენტებად და გაქრება. მეხუთე ხანაში შენარჩუ-
ნდება სინათლის მხოლოდ ის კვანტები, რომელთა დაშლაც შეუძლებელია.
  ეს თეორია უარყოფს აქამდე გავრცელებულ მოსაზრებას, რომელიც ეფუძნებოდა სამყაროს
უსასრულო გაფართოების შემდეგ, უკუ პროცესს ანუ შეკუმშვას. რომელიც უფრო ჭეშმარი-
ტად მიიჩნეოდა, რადგან წესით და კანონით სამყარო უნდა შეიკუმშოს იმ წერტილამდე, რომ-
ლიდანაც ,,აფეთქება” მოხდა. თუმცა ორივე შემთხვევა არასახარბიელო პერსპექტივაა.
 

                                                                თავი II

                                                                                      ,,არა, არ მოკვდებით, არამედ გახდებით როგორც
                                                                                    ღმერთები, კეთილისა ბოროტის მცოდნენი.”
                                                                                                                          დაბადება. 3, 1-24

მატერიალურ სამყაროში, ყველაზე ფანტასტიკური და შეუცნობადი, ალბათ, მაინც ,,შავი
ხვრელებია.” ფანტასტიკური და შეუცნობადი, რადგან მათი არსებობა არ ემორჩილება გონე-
ბის განსჯას.
  სივრცეში არსებული სრულიად კონკრეტულკონტურებიანი ხვრელი რომლიდანაც თავის
დაღწევა შეუძლებელია; ხვრელი, რომელშიც გრავიტაციული ძალა იმდენად დიდია, რომ სი-
ნათლის სხივიც ვერ აღწევს, ხვრელი, რომელიც სივრცეს ამრუდებს და დროის მსვლელობას
არღვევს, უფრო მისტიკურია ვიდრე ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ.
  რას ვიზამთ, ,,შავი ხვრელების” არსებობა რეალობაა და მათი რიცხვი ჩვენს გალაქტიკაში
წარმოუდგენლად დიდია, ალბათ, რამდენიმე მილიონი.
  ერთ-ერთი უახლოესი ,,შავი ხვრელი” დედამიწიდან დაშორებულია თოთხმეტი ათასი სინათ-
ლის წლით. მას კაცობრიობა ჰადესის სახელით იცნობს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის სა-
მოციან წლებში, საბჭოთა ასტროფიზიკოსმა ილია ზელდოვიჩმა იწინასწარმეტყველა მისი არ-
სებობა. მან დაადგინა, რომ ნებისმიერი აირი ,,შავ ხვრელში” მოხვედრისას რენტგენულ გამო-
სხივებას გამოსცემს.
 
  წარმოვიდგინოთ მტვერსასრუტის მიერ მტვრის ნაწილაკების შთანთქმა. დაახლოებით ამგვა-
პროცესი მიმდინარეობს მასში. სივრცეში გაბნეული წყალბადის ატომები, რომლებიც ,,ხვრელ-
იდან მოშორებით იმყოფებიან, რადიოტალღებს ასხივებენ, რადგან მათი მოძრაობა შენელებუ-
ლია და გრავიტაციის ძალა მთლიანად არ ვრცელდება მათზე. ამასთან ერთად ისინი საკმაოდ
,,ცივებიც” არიან. მაგრამ ,,ხვრელის” მახლობლად, გრავიტაციის შედარებით ძლიერი გავლე-
ნის გამო, ატომები სწრაფ ვარდნას განიცდიან, ეს კი იწვევს მათ ქაოსურ მოძრაობას და ურ-
თიერთ შეჯახების შედეგად რამდენიმე ათას გრადუსამდე გაცხელებას, რასაც თან ახლავს
სინათლის გამოსხივება (ნათება).
  რაც უფრო ინთქმებიან წყალბადის ატომები, მათი სიჩქარე მით უფრო მატულობს და შეჯა-
ხებისას მით მეტად ხურდებიან. საბოლოო ჯამში კი ტემპერატურა მილლიონ გრადუსს უტო-
ლდება და ატომები იწყებენ რენტგენულ გამოსხივებას.
  1972 წელს ამერიკელმა მეცნიერმა რ. ჯიაკონიმ სწორედ ასეთი რენტგენული გამოსხივება
დააფიქსირა., რითაც ზელოდოვიჩის აღმოჩენა მეცნიერულად დაადასტურა. ასე დაიწყეს არსე-
ბობა ,,შავმა ხვრელებმა.”

  ჩვენი ,,მეზობელი” ჰადესი, რომელიც დედამიწიდან თოთხმეტი ათასი სინათლის წლითაა
დაცილებული, სფეროს ფორმის გახლავთ. მისი დიდი წრეწირი 185 კილომეტრს შეადგენს, ხო-
ლო მასა 10-ჯერ დიდია მზეზე. 185 კმ-ში ჩატეული ათი მზე! წარმოდგენაც კი შეუძლებელია,
თუმცა რას ვიზამთ, ეს ხომ რეალობაა.
  კიდევ უფრო დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ ,,შავი ხვრელები” არაფრისაგან ე.ი. ვაკუუმი-
საგან შედგებიან. რა თქმა უნდა თუ მხედველობაში არ მივიღებთ წყალბადისა და კოსმიური
მტვერის ნაწილაკებს, რომლებიც ,,ხვრელში” ცვივიან. გამოთქმულია ვარაუდი, რომ დაახლოე-
ბით ორი მილიარდი წლის წინათ ათი მზის მასის ვარსკვლავის კოლაფსირებამ წარმოქმნა
ჰადესი. ვარსკვლავის აირი სამუდამოდ ჩაინთქა ,,ხვრელში” და ,,გარეთ” არავითარ ინფორმა-
ციას აღარ გადმოსცემს. ერთადერთი, რაც მისგან დარჩა ე სარის ძლიერი (უფრო წარმოუდ-
გენელი) გრავიტაცია.

  თვით ის ფაქტი, რომ მატერიის (ამ შემთხვევაში ვარსკვლავის) კოლაფსირებით შესაძლებე-
ლია არამატერიალური, ყოველ შემთხვევაში, გაურკვეველი სუბსტანციის წარმოქმნა, მეტყვე-
ლებს იმაზე, რომ ,,სიცოცხლის დასრულების” შემდეგ მატერია უბრუნდება პირველსაწყისს,
ის გადადის სხვა განზომილებაში და იძენს სხვა მახასიათებლებს, რომლებზეც ჩვენ წარმოდ-
გენაც არა გვაქვს, რადგან ადამიანის გონებას არ ძალუძს გასცდეს იმ სამყაროს ფარგლებს,
რომელშიც იშვა. მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ უბრუნდება იგი პირველსაწყისს, არამატერ-
იალურ სამყაროს (სულთა საუფლოს) და აგრძელებს ,,სიცოცხლეს” იმ გარემოში, საიდანაც
,,დაირწა” მისი სულის აკვანი.


                                                  დიალოგი განსჯისათვის

  მზია:  საინტერესოა, რა ნივთიერებისაგან შედგება ,,შავი ხვრელები” ?
  ზეზვა:  ალბათ, სიტყვა ,,ნივთიერება” პირობითად უნდა ვიხმაროთ, რადგან მისი ქიმიური
        შემადგენლობა უცნობია. იქ ხომ სიცარიელეა?
  მზია:  მაშინ რა იწვევს გრავიტაციას? რის ხარჯზე ხდება ნაწილაკების აჩქარება სინათლის
        სიჩქარემდე?
  ზეზვა:  სწორად შენიშნე. ,,ხვრელში” მოხვედრილი ნებისმიერი ნაწილაკი სინათლის სიჩქა-
          რით მიექანება მისი ცენტრისაკენ, სადაც  უკვალოდ ქრება.
  მზია: რას ნიშნავს ქრება? რაიმე ილუზიას?

  ზეზვა:  უფრო სხვა რამეს. რასაც ჯერ ახსნა არ მოეძებნება. ,,შავი ხვრელის” გრავიტაციუ-
        ლი ველი მის მახლობლად არსებულ გეომეტრიულ სივრცეს მთლიანად ამახინჯებს.
        ის შთანთქავს ნებისმიერ გამოსხივებას: რადიოტალღებს, სინათლისა და როენტგე-
        ნის სხივებს. ვარაუდობენ, რომ რადგან მას შესწევს ძალა გეომეტრიული სივრცის
        დამახინჯებისა, ის არ უნდა იყოს წმინდა მატერიალური სუბსტანცია ... ავიღოთ ას-
        ეთი მაგალითი: დავუშვათ, გვინდა ოთახში შესვლა. როგორ მოვხვდებით იქ? ... ჩვე-
        ულებრივად, მეტყვი ღიმილით. სამი განზომილებიდან ( სიგრძე, სიგანე, სიმარლე) გა-
          მოვიყენებთ ერთ-ერთს და მეოთხე განზომილებაში ე.ი. დროში განვახორციელებთ
        ამ ქმედებას. მაგრამ, როცა დრო, როგორც ასეთი არ არსებობს და გეომეტრიული
        სივრცე ანუ სიგრძითი განზომილებები დამახინჯებულია, ჩვენ შეგვიძლია ოთახში უბ-
        რალოდ გავჩნდეთ. არ გამოვიყენოთ დედამიწისეული არცერთი განზომილება. როგორ
        და რანაირად, ამის ახსნა შეუძლებელია, თუ არ დავუშვებთ ისეთ დამატებით სიდი-
        დეებს, რომლებზეც წარმოდგენაც კი არა გვაქვს და რომლებიც ჩვენი სამყაროს მახა-
        სიათებლები არ არიან ... რადგან ,,გაჩენა” შესაძლებელია, არც ,,მგაქრობა” უნდა იყ-
        ოს შეუძლებელი. როგორი გზითაც გავჩნდით ოთახში, იმავე გზით გავქრებით იქიდან.
        ასე, რომ ,,შავ ხვრელებში” მატერიალ უბრალოდ ქრება.
  მზია:  მაშასადამე, მატერიალურ სამყაროში შესაძლებელია სხვადასხვა განზომილებებში
        გადასვლა?
  ზეზვა:  დიახ! ასეთი მოსაზრება ჭეშმარიტებასთან ახლოს დგას.  კიდევ ერთ რამეს დავა-
        მატებ. ავიღოთ ადამიანი. იგი ხომ ორი სუბსტანციისაგან შედგება? ხორცისაგან,
        ე.ი. მატერიისაგან და სულისაგან ანუ ანტიმატერიისაგან (ასე ვუწოდოთ მას პირო-
        ბითად). რა ხდება ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? გვამი მატერიალურ სამყარ-
        ოში რჩება, ხოლო სული კი გადადის ირეალურ სამყაროში. ჩემი აზრით ეს ,,გადას-
        ვლა”  ხორციელდება ,,შავი ხვრელების” მეშვეობით. ადამიანის სხეულში ,,შთაბერი-
        ლი” რომ არ იყოს შემოქმედის სული, ე.ი. არამატერიალური სუბსტანცია, ის ვერას-
        დროს მოხვდებოდა უხილავ სამყაროში (მიაქციე ყურადღება, ყველაფერი რა სიზუს-
          ტით არის გათვლილი). ამიტომ ტოვებს სული სხეულს, რადგან გვამი მხოლოდ ბა-
        ლასტია მისთვის. ის უბრალოდ ამ ,,ბალასტით” ვერ გაივლის ,,შავ გვირაბს.” ვერ
        დაძლევს მის გრავიტაციას ... მაგრამ მაშინ დამისვამ ასეთ  შეკითხვას: რა საჭიროა
        ,,გვამი” სულისთვის? ... ამ კითხვას ერთი ახსნა აქვს. ამ სამყაროში, სული (ანტიმა-
        ტერია) ხორცის გარეშე ვერ იარსებებდა, რადგან სრულიად განსხვავებულ გარემოს
        ვერ შეეგუებოდა. ვთქვათ, როგორც თევზი ხმელეთს ... ასევეა ,,შავ ხვრელებთან” მი-
        მართებაშიც. ის ერთგვარი ,,გვამია” (გვირაბია) იმქვეყნისაკენ მიმავალ გზაზე.
 
  მზია:  თუ ,,შავი ხვრელები” ერთგვარი ,,გვირაბის” ფუნქციას ასრულებენ, მაშინ რა საჭი-
        როა ამდენი ,,გვირაბი”? ისინი ხომ მილიონობით არიან გაბნეული სამყაროში? რამდე-
          ნიმე ათეული განა საკმარისი არ იქნებოდა?
  ზეზვა:  მართებული შენიშვნაა. უნდა ვაღიარო, რომ უსუსურად ვგრძნობ თავს ამ კითხვის
        შემდეგ.
  მზია:  იქნებ გაგაჩნია რაღაც მოსაზრება?
  ზეზვა:  აბა, რა გითხრა? შეუცნობადია ღმერთის დიადება და ერთი რამ შემიძლია დავამა-
        ტო, რომ იმქვეყნიური სამყარო ნამდვილად არსებობს. მატერიის ორბუნებოვნება მი-
        მანიშნებელია არამატერიალურ სამყაროს ორბუნებოვნებისა. რომელ ,,სამყაროშიც”
        რომელი სუბსტანციაც მეტად ,,სჭარბობს,” ისიც მისი სახელობისაა. თუმცა, უნდა ვი-
        ვარაუდოთ, რომ არსებობენ ,,მონო” ანუ წმინდა სამყაროები, ყოველგვარი შერევის
        გარეშეც.

  (გაგრძელება იქნება თუ მოგეწონებათ)                 
       
             
 
 

 
 
 
   

 


 
   






 
   








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები