ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2013


* * *

არაფრისმქონემ ჩაუარა
ბედის რჩეულის მდიდრულ სასახლეს
და ცას ახედა,
ობოლი ბავშვის უხერხულობით,
დედა-შვილის ურთიერთალერსს
თვალს რომ არიდებს.

    ***
როგორც ფოთოლი,
მრავალსტიქიაგამოვლილი
მიწასთან ახლოს წყდება ზოგი
სიცოცხლის ხიდან
ზოგი კი იღბლის მეცხრე ზეცას, –
ვარსკვლავის მსგავსად.


    ***
მდიდრის თეთრ ხელებს
კვალს ვერ ამჩნევს
აქლემების ქარავნის პარვა.
კანდამსკდარ ხელზე
მოპარული ნემსიც ბრჭყვიალებს.


    ***
ვის არ სმენია ძველი ანდაზა,
რომ დედის ამაგს ვერ გადაიხდის
ვერც ერთი შვილი,
ხელისგულებზე ერბოკვერცხი
შეუწვას, თუნდაც.
სიმართლე კია, მაგრამ რატომღაც
იშვიათად თუ შეხვდებით
ხელდამწვარ შვილებს.

 


 

   

 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები