ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2013


* * *

არ მასვენებს ღამე ლექსი
გამიმართა კითხვა-ტესტი:
_აგვიხსენი ერთი რამე,
ვინმე ხომ არ გვანაცვალე,
ჯიბეში რომ ჩაგვალაგე,
რომ გაირღვეს ლექსის ჯიბე,
თავადაც რომ ვერ გაიგო
დაგეკარგოთ სადმე იქნებ?
_შენ ნუ დარდობ, დამაძინე,
ჩემი ლექსის მზისფერ კაბას
აკერია ბევრი ჯიბე,
აგიყვანთ და მოწიწებით
გადაგიყვანთ ყველას იქეთ.
_რომ გაგეხეს ლექსის კაბა,
გამოედოს დარდის ღობეს,
ან მაისის ვარდის ბაღში
შეეწიროს ეკლის ბარდებს?
_ნუღა დარდობ, დამეხსენი,
გადაგიყვანთ ლექსის ბაღში,
გაზაფხულის მწვანე ხეზე
ალუბლებად დაგამწკრივებთ.
_ალუბლებად? მერე ქარი
რომ მოვარდეს აბეზარი?
არ მოიცდის ბაღის კართან,
ვერ დაიჭერს მისი კალთა.
_თუ ასეა გულში ჩაგსვავთ,
ვინ შეაღებს გულის კარებს?
შეგინახავთ გული ვიდრე
არ დაითვლის ბოლო წამებს.
_აი მერე რა მოხდება
გამოჩნდება როცა კიდე,
მზე მეცხრე თვალს რომ ჩაგიკრავს
და ბოლო წამს დაამწიფებს?
_გული არსად არ დაგკარგავთ,
არაფერიც არ მოხდება,
ნაჩუქარი ბოლო სხივი
თვალით გულში ჩამოხტება,
ავიღებ და შუა გულში
ლამპარივით ჩამოვკიდებ,
განათებულ გულთან ერთად
დაგვიფარავს თეთრი რიდე.
:)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები