ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2013


ისე გამჭვირვალე ცაა..

ისე გამჭვირვალე ცაა–
ღრუბლად შევუერთდე ლამის,
ახლა თენდებოდეს თითქოს,
თუმცა თორმეტია ღამის..

ისე შევაშფოთე მიწა
ძარღვებ–გადახეთქილს აციებს,
დღესაც მომიტევებს ალბათ და
ხვალე დამიწესებს სანქციებს..

სარტყელს მოვაშორებ ზეცას,
ანცად ვუდარაჯებ მთვარეს,
მაინც ავასრულებ სიტყვას,
დღესთან შევახვედრებ ღამეს..!

როგორ გულმოდგინედ ანათებს
ზღვაში ანარეკლი მთვარის.
ისე გამჭვირვალე ცაა–
ღრუბლად შევუერთდე ლამის..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები