ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2013


შეცდომის კანონზომიერება წიგნი სამყაროს წარმოშობაზე (გაგრძელება)

 
                                          შეცდომის კანონზომიერება
                                                    (გაგრძელება)

                                                                    . . .

მატერიალურ სამყაროში ,,შავი ხვრელების” არსებობა იმის მიმანიშნებელია, რომ ,,ამ” და
,,იმ” სამყაროთა შორის, რაღაც შუალედური სამყაროა. როგორ ხორციელდება მათ შორის კა-
ვშირი, ან რამდენი  სახისაა იგი? ამ კითხვებს რომ ვუპასუხოთ აუცილებელია თანმიმდევრო-
ბით მივყვეთ პროცესებს და ყოველივე ახალს თავისი სახელი ვუწოდოთ.
  ალბათ, მტკიცება, არ სჭირდება იმას, რომ მატერია, როგორც ასეთი ნამდვილად არსებობს
და ის ჩვენი სამყაროს ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ძირითადი და არა მთლიანი, რა-
დგან მასთან თანაარსებობს ის ,,რაღაც,” რომელზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ.
  საკითხის განხილვა დავიწყოთ დედამიწიდან პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. სა-
მყაროს ამ წერტილოვან პლანეტაზე გვხვდება (არსებობს) ორი სახის სუბსტანცია, მატერიალ-
ური და არამატერიალური. ამ  უკანასკნელს შემდეგი მსჯელობის მარტივად წარმოჩენისათვის
ვუწოდოთ მატერიდი.

ამ ტანდემის თანაარსებობის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ადამიანი. სული - მატერიდი
და სხეული (ხორცი) მატერია.
  როგორი მდგომარეობაა სამყაროს სხვა უბნებზე? გვხვდება კი ანალოგიური ფაქტები უკიდე-
განო სივრცეში? ... რადგან კოსმოსში მოგზაურობა ძალიან საშისია და დაკავშირებულია გარ-
რკვეულ ნრისკთან, შორს ნუ გავფრინდებით და ვესტუმროთ, ვთქვათ პლანეტა მერკურს ან
მარს. დადგენილია, რომ ამ პლანეტაზე სიცოცხლის მარტივი ფორმებიც კი არ არსებობენ. ად-
ამიანზე ხომ საუბარიც არ არის (აქ ასევე იგულისხმება სიცოცხლის სხვა ნებისმიერი ინტე-
ლექტუალური ფორმა, რომელსაც შეიძლება შთაბერილი სქონდეს შემოქმედის სული). ეს კი
მიუთითებს იმაზე, რომ ამ პლანეტებზე მხოლოდ მატერია ,,ბატონობს” და მატერიდი, როგ-
ორც სუბსტანცია არ გვხვდება. (ვარაუდობენ, რომ მარსზე არსებობდა სიცოცხლე).
  რადგან ჩვენი პირველი მოგზაურობა კოსმოსში წარმატებით დასრულდა, გავშალოთ ფრთე-
ბი და თავს უფლება მივცეთ ვესტუმროთ ,,ირმის ნახტომს.” ჩვენი გალაქტიკის ცენტრს. შევ-
ჩერდეთ ასხუთი მზის მასის მქონე ,,შავი ხვრელის” ორბიტაზე და მზერა მოვავლოთ დანარ-
ჩენ ,,ხვრელებს.” ისინი ხომ მრავლად არიან სამყაროში მიმოფანტულნი.
  ,,ირმის ნახტომის” თანავარსკვლავედში გვხვდება ორივე სუბსტანცია: მატერია და მატერი-
დი. ეს უკანასკნელი ,,შავი ხვრელების” სახით. ჩვენი გალაქტიკის ლოკალურ უბანზე, განსხ-
ვავებით მარსისა და ვენერისა ( არ არის გამორიცხული მომავალმა ამ პლანეტებზე სხვა რამ
დააფიქსიროს), წარმოდგენილია ორივე სუბსტანცია.  სამყაროს ასეთ ნაწილს, გარემოს ან სი-
ვრცეს, პირობითად ვუწოდოთ დიომატერიალური სამყარო, მატერიის სიჭარბის გამო. ახლა კი
ჩავეშვათ ჰადესში, რაც ჯოჯოხეთს ნიშნავს და გავარკვიოთ რა ხდება იქ? ,,შავი ხვრელის”
მიერ შთანთქმული მატერია: ასტეროიდები და სხვა კოსმიური ,,ნაგავი” წარმოუდგენელი სი-
ჩქარით მიექანებიან ცენტრისკენ და ქრებიან. ე.ი. ,,შავ ხვრელში” გვერდი-გვერდ თანაარსე-
ბობენ მატერიდი და მატერია. სადაც რა თქმა უნდა მატერიდი სჭარბობს. ამიტომ ასეთ სივ-
რცეს ვუწოდოთ დიომატერიდული და თვით სივრცის შემადგენელ სუბსტანციას დიომატერიდი.
  ,,შავი ხვრელის” ცენტრში შთანთქმული მატერია, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, უკვალოდ
ქრება. ამიტომ აგვარი სივრცე არის წმინდა მატერიდული, ანუ მონომატერიდული და სუბსტან-
ციაც მონომატერიდი.

  ახლა კი დრო დადგა შევაჯამოთ ჩვენს მიერ გამოთქმული მოსაზრებები და გავაკეთოთ გა-
რკვეული დასკვნები: 
- ხილული სამყარო შედგება მონომატერიისა და მონო მატერიდისაგან;
- მათი შერწყმით, სიჭარბის მიხედვით სამყარო შედგება დიომატერიისა და დიომატერიდისა-
გან;
- მათ შორის არ არსებობს მკვეთრი საზღვარი და ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან მდო-
რე (დიფუზიური) გადასვლით;
  - მატერია წარმოიშვა მატერიდისაგან;
  - ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა, რომელსაც დრო დაასაბუთებს;
  დავუბრუნდეთ საკითხს ,,შავი ხვრელების” სიჭარბესთან დაკავშირებით. რატომ გვხვდება
ამ რაოდენობით ისინი სამყაროში? რა ფუნქციონალური დატვირთვა აქვთ მათ სიჭარბეს? ...
  ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია რამდენიმე დასკვნის გამოთანა:
  - რადგან სამყაროში მისხალ- მისხალ არის გათვლილი ყველაფერი, ალბათ, ,,შავი ხვრელიც”
იმდენია, რამდენიც საჭიროა;
  1. ,,ხვრელები” ერთგვარი ,,გვირაბებია” იმქვეყნიურ სამყაროში (მატერიდში) მოსახვედრად;
  2. სავარაუდოდ ყველა ვარსკვლავთა სისტემის ცივილიზაციას საკუთარი ,,გვირაბი” გააჩნია,
რომელიც განსაზღვრავს მათი ინტელექტის ხარისხს, საფეხურს;
  3. შესაძლებელია, სხვადასხვა ცივილიზაციებმა ერთიდაიგივე ,,გვირაბით” ისარგებლონ. რაც
განპირობებულია მათი ინტელექტის თანაბარი დონით.
  4. ეს გახლავთ მოკლე და ბუნდოვანი დასკვნები ზემოთ აღნიშნულ საკითხზე;
  5. რომელიც შეგვიძლია უვარვყოთ ან განვავითაროთ.


                                                                თავი III
                                             
                                                                                      ,,ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
                                                                                      და ან ცაზე ვარსკვლავები”...
                                                                                                                              აკაკი

,,დიადი აფეთქების” შედეგად წარმოქმნილი სამყარო იმდენად შეუცნობადი და უკიდეგანოა,
რომ თანამედროვე ადამიანის გონს არ ძალუძს ჩასწვდეს მის იდუმალებას. იმ სამყაროს არსს,
რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც თვითონაც არის, თუმცა ძალიან მცირედი, მაგრამ
როგორი წონადი ნაწილი.
  ადამიანის როლი სამყაროს შეცნობის საქმეში მნიშვნელოვანია, მაგრამ იმდენად პრიმიტი-
ული, რომ ძნელია მას უწოდო მნიშვნელოვანი, თუმცა, მაინც უნდა ვაღიაროთ ჩვენი გონის
სიდიადე, რომელიც დაკავშირებულია ,,დიად გონთან” და ეს კავშირი პირველ რიგში განსაზ-
ღვრავს დედამიწის ცივილიზაციის ინტელექტს, მის დაგილს და როლს კოსმიურ ცივილიზა-
ციათა იერარქიაში. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცით იმდენი, რამდენიც უნდა ვი-
ცოდეთ, არც მეტი, არც ნაკლები.

ყოველი შემდგომი საფეხური თან მოიტანს შესაბამის ცოდნას და მიგვაახლოებს  დიად მი-
ზანთან. დადგება დრო და დედამიწასაც მოსწვდება შუქი ,,დიადი ნათლისა.” ჩვენს შემდგომად
სამყაროში დაიბადებიან ახალი ცივილიზაციები და მათი სწრაფვა შეუცნობადის შეცნობისა-
კენ ისეთივე იქნება, როგორც კაცობრიობისა, მათაც უხმობს ,,დიადი ნათელი” და ისინიც ქვე-
შეცნეულად გააგრძელებენ სვლას კოსმიურ ცივილიზაციათა იერარქიულ საფეხურებზე. მრა-
ვალი დამარცხებისა და რისკის ფასად, მაინც გაივლიან ამ გზას, რადგან ეს არის გზა გაურ-
კვევლობიდან ჭეშმარიტებისაკენ,  ,,ანიდან - ჰოემდე,” დასაბამიდან დასასრულისაკენ.
  ,,დიად ნათელს,” მატერიის აფეთქებას, მოჰყვა ციურ სხეულთა ჩამოყალიბება. მილიარდო-
ბით ვარსკვლავი ერთბაშად აენთო წყვდიადით მოცულ სამყაროში, სადაც მხოლოდ სული
ღვთისა იძვროდა.

  ასე დაიწყო არსებობა ყველაფერმა იმან, რასაც ვხედავთ თუ ვერ ვხედავთ.
  ჩვენი თხრობა სამყაროს წარმოშობის თავისებურებებზე უპრიანია მზის სისტემის უმშვენიერესი
პლანეტით - დედამიწით დავიწყოთ, რომელიც ადამიანის მშობლიური სახლი შეიქმნა.
  დედამიწა, საოცარი ქმნილება შემოქმედისა.მესამე პლანეტა ,,ყვითელი ჯუჯას” სისტემისა ...
  ჩვენი პლანეტა საკმაოდ კარგად არის შესწავლილი. დადგენილია მისი ასაკიც. კაცობრიო-
ბის ათვლითი სისტემით იგი მოიცავს დაახლოებით 4 მილიარდ 600 მილიონ წელს ... ვინ იყო
მისი ,,მშობელი” ? მზე, რომლის ,,გრავიტაციულ მკლავებშიც” მოექცა ის? ან სხვა რომელიმე
ციური სხეული, რომელმაც მზის სისტემაში, როგორც გუგულის კვერცხი, ისე დაგვტოვა ბე-
დის ანაბარა და თვითონ კი გაუჩინარდა უკიდეგანო სამყაროში? იქნებ ეს არის სწორედ იმის
მიზეზი, რომ მზის სისტემის სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ისეთი ფორმა, როგორიც ადამია-
ნია ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის.

მოდით, ღიად დავტოვოთ ეს საკითხი და დავუბრუნდეთ ზემოთ დაწყებულ მსჯელობას. დე-
დამიწის წარმოშობის შესახებ უამრავი ჰიპოთეზა არსებობს. ზოგი ნამდვილად არარეალური,
ზოგიც რეალური, ზოგიც თითქოს ჩვენი გონებისთვის სრულიად მისაღები, ადვილად აღსაქ-
მელი, მაგრამ მაინც ბუნდოვანი და გაურკვეველი, რადგან შემდგომმა მეცნიერულმა კვლევებ-
მა, უმეტეს მათგანს უაზრობის გამო ,,სიკვდილის” განაჩენი გამოუტანა. თუ რომელიმე ჰიპო-
თეზა ჯერ კიდევ ,,ცოცხლობს” და ,,სუნთქავს,” ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ის ჭე-
შმარიტებაა.


                                        დიალოგი განსჯისათვის

  ზეზვა: გაინტერესებს, როგორ წარმოიშვა დედამიწა?
  მზია:  მაინტერესებს, თუმცა ეს საკითხი უკვე ბაცშვისთვისაც ცნობილია.
  ზეზვა:  შენ ასე ფიქრობ? მაშინ რამდენიმე ჰიპოთეზის განხილვა მოგვიწევს.
  მზია:  გისმენ, დაიწყე!
  ზეზვა:  ჯერ კიდევ 1745 წელს ფრანგმა სწავლულმა ბაუფონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ
          დედამიწა წარმოიშვა იმ თხევადი ცეცხლოვანი მატერიიდან, რომლის გამოყოფაც
          მოსდა მზიდან, მასზე კომეტის დაცემის შედეგად.
  მზია:  ძალიან პრიმიტიული ჰიპოთეზაა.
  ზეზვა:  აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იმ ეპოქაში ასეთი თამამი განცხადე-
        ბა ადვილი გასაკეთებელი არ გახლდათ ... 1755 წელს გერმანელმა ფილოსოფოსმა
        ემანუელ კანტმა ნისლოვან მასათა ჰიპოთეზა წამოაყენა., რომელიც 1796 წელს ფრან-
          გმა სწავლულმა ლაპლასმა დაამუშავა, იგი დღეს ცნობილია, როგორც კანტ - ლაპ-
          ლასის ჰიპოთეზა.  ამ თეორიის თანახმად მზის სისტემის წარმომშობად კოსმიური
          ნისლოვანები ითვლება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე ინგლისელი ას-
        ტრო - ფიზიკო0სის ჯინსის თეორია, რომლის თანახმადაც მზიდან ცეცხლოვანი მა-
        სის ამოფრქვევის მიზეზი გოლიათი ვარსკვლავი გახლდათ. მზესთან ახლოს ჩავლი-
        სას მისმა გრავიტაციამ მოქცევითი პროცესი გამოიწვია, ანუ მოხდა ზედაპირიდან
        ცეცხლოვანი მასის გამოტყორცნა.  ეს მასა სივრცეში გაიწელა და მიიღო თითისტა-
        რის ფორმა., რომლის გაცივებისა და დანაწევრების შედეგად მივიღეთ მზის სისტემა.
          პლანეტების მოძრაობაში მოყვანა კი განაპირობა გოლიათი ვარსკვლავის სწრაფმა აჩ-
        ქარებამ.
 
  მზია:  დიდებული ჰიპოთეზაა.
  ზეზვა:  შენ ასე ფიქრობ? ... ცნობილმა მეცნიერმა, რასელმა, გამოთვალა, რომ პლანეტებს
        მოძრაობის რაოდენობის მომენტი ათჯერ უფრო ნაკლები უნდა ჰქონოდა მზის ახლ-
        ოს ჩავლილი ვარსკვლავის გავლენის შედეგად, ვიდრე მათ ახლა გააჩნიათ. თუ ამ გა-
        მოთვლებს დავუმატებთ მეცნიერ პარიისკის მიერ ჩატარებული ცდების შედეგებს, რო-
        მლის თანახმადაც თითისტარისებული მასა არ შეიძლებოდა გაწელილიყო იმ მანძი-
        ლზე, რა მანძილზეც იმყოფება მზიდან მისი უშორესი პლანეტა პლუტონი, რადგან ას-
        ეთი ამოფრქვევის შედეგად ჩამოყალიბებულ პლანეტებს მოკლე ორბიტები ექნებოდათ,
        გამოდის, რომ არც ისე დიდებული ყოფილა ჯინსის თეორია. აქ ერთი რამ არის სა-
        ყურადღებო. ჯინსმა თითისტარის ფორმის მასა იმიტომ შემოიტანა საკუთარ თეორი-
        აში, რომ ამით ახსნა მზის სისტემის ცენტრში მდებარე პლანეტების: იუპიტერისა და
        სატურნის გაცილებით დიდი ზომის თავისებურება, რაც მთელს სისტემას მართლაც
        ამგვარ ფორმას ამსგავსებს, თუმცა, სამაგიეროდ ვერაფერი მოუხერხა სხვა ჭეშმარი-
        ტებას.  ეს თეორია წლების მანძილზე ყველაზე სარწმუნოდ ითვლებოდა.

                                                                      . . .

  ჩვენ უნდა განვიხილოთ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც შეეხება მზის სისტე-
მის წარმოშობას. და, როგორც არ უნდა ვეცადოთ, გვერდს ვერ ავუვლით. იმისათვის, რომ არ
მოვექცეთ რომელიმე ჰიპოთეზის გავლენის ქვეშ, რადგან ზემოთ დავინახეთ მათი აბსურდულ-
ობა, მცირე ხნით დავივიწყოთ ისინი და ისე ,,ვიაროთ,” რომ ამირანივით იქ არ დავბრუნდეთ,
,,სადაც გუშინ დავკარით ისარი.” ე.ი. არ დავიწყოთ მოძრაობა წრეზე, რომლიდანაც თავს ვე-
რასდროს დავაღწევთ.
 
  წარსულის ნებისმიერი ჰიპოთეზა, რომელიც აქამდე გამოთქმულა, ძირითადად ეხება მზის
სისტემის პლანეტების წარმოშობას და არაფერს ამბობს ( ან ბუნდოვნად ამბობს) თვით ვარ-
სკვლავებსა და გალაქტიკებზე, სხვა ციურ სხეულებზე. თუ ამბობს ისიც გაკვრით და პროცე-
სებს უკავშირებს ე.წ. ,,ნისლოვნებს.”
  ჩვენი ჰიპოთეზა სამყაროს წარმოშობაზე, შეიძლება დიამეტრალურად არ განსხვავდებოდეს
უკვე გამოთქმული ჰიპოთეზებისაგან, მაგრამ გარწმუნებთ, მასში სულ სხვა კუთხით დაინახ-
ავთ აღნიშნულ საკითხს. ჩემი აზრით, მორიგი ჰიპოთეზის წამოყენება საქმეს არ გააფუჭებს,
პირიქით, რაც მეტი მოსაზრება გამოითქმება ამ მიმართულებით, მით უფრო გაგვიადვილდება
ჭეშმარიტების ძიება. ადამიანი ასეთი დაჟინებული ქმედებით აუცილებლად შეიტყობს სიმარ-
თლეს, რომელიც მხოლოდ ერთია დანარჩენი კი სისულელე ( შეიძლება ესეც).

  დავიწყოთ ,,დიადი აფეთქებით.”  როგორც ჩვენთვის ცნობილია, ცარიელ სივრცეში (ვაცუუმ-
ში) მოხდა სფეროს ფორმის მატერიდის აფეთქება, რამაც შესაძლებელი გახადა მატერიის გაჩ-
ენა (ეს და ყველა სხვა შემთხვევაც, რომელიც დაკავშირებულია სამყაროს წარმოშობასთან,
განხილული უნდა იქნას, ,,დაბადების” ქრონოლოგიით, რომელთაც ძირითადად მეცნიერული
კვლევებიც ადასტურებენ).  ანუ , ღმერთის ( ზებუნებრივი ძალის) ზემოქმედებით ერთი სუბს-
ტანცია გარდაიქმნა მეორე სუბსტანციად. ამ გარდაქმნას (აფეთქებას) თან მოჰყვა მატერიად
ჩამოყალიბებული ცეცხლოვანი მასის ყველა მიმართულებით გატყორცნა. ე.ი. დანაწევრებულ-
მა მატერიამ ქაოსურად და სხვადასხვა სიჩქარით იწყო ცარიელი სივრცის შევსება. ,,ნამსხვრე-
ვების” ქაოსური მოძრაობა და აჩქარების სხვადასხვა მახასიათებელი, ალბათ, ეჭვს არ იწვევს,
რადგან ნებისმიერ აფეთქება თან ახლავს ამგვარი პროცესი. გამოტყორცნილ ცეცხლოვან მა-
სათა შორის იყო ჩვენი მშვენიერი ,,ყვითელი ჯუჯაც, “ რომელმაც აჩქარების მინიჭების შემ-
დეგ, დაიწყო სივრცეში ჩამოყალიბება. პარალელურად ამისა პირველ აფეთქებას თან მოჰყვა
მეორე აფეთქებაც და ახალი ,,ნამსხვრევების” გამოტყორცნაც, მაგრამ ამჯერად შედარებით
ცივი მასისა, რადგან პირველი აფეთქების თბური ეფექტი მეორე აფეთქებაზე ,,მხურვალე”
იქნებოდა. მეორედ გამოტყორცნილი ,,ცივი” მატერის აჩქარება, რა თქმა უნდა სჭარბობდა პი-
რველისას მათი მცირე მასების გამო. ეს ,,ცივი” და მსუბუქი ციური სხეულები მიტაცებულ იქ-
ნა ცეცხლოვანი მასის მქონე სხეულების მიერ და განლაგდნენ მათ ორბიტებზე. აქვე განვმარ-
ტავ, რომ პირველ და მეორე აფეთქებათა შორის ინტერვალი  (შესაძლებელია მეტი აფეთქე-
ბაც იყო) საკმაოდ მცირე გახლდათ, რადგან საერთო ჯამში ის ერთ აფეთქებად უნდა აღქმუ-
ლიყო. ე.ი. ,,დიად აფეთქებად.”
 
  ასე ჩამოყალიბდა მატერიდიდან ხილული ანუ მატერიალური სამყარო ციური სხეულებით,
გალაქტიკებით, მეტაგალაქტიკებით და ჰიპერსივრცეებით (დიომატერიდებით). ამ ჰიპოთეზას
ნამდვილად აქვს ,,სიცოცხლის” უფლება, თუნდაც იმიტომ, რომ ის შედარებით მარტივად და
დამაჯერებლად ხსნის მზესა ( პირველი აფეთქების პირმშო. ასაკით უხუცესი) და პლანეტათა
შორის არსებულ ასაკთა სხვაობას და აი, რატომ: პირველმა აფეთქებამ არა მარტო მატერიას
მისცა დასაბამი, არამედ დროსა და სივრცეს, როგორც განზომილებებს, რომელთა მეშვეობი-
თაც შემდგომში მათთან დაკავშირებული ყველა პარამეტრიც განისაზღვრა.
  მატერიდიდან მატერიის წარმოშობა რომ დასაშვებია, ეს ჩვენ უკვე განვიხილეთ ,,შავი ხვრე-
ლების” მაგალითზე. თუ კოლაფსის გზით შესაძლებელია ვარსკვლავის ჩაქრობა, შეკუმშვა და
მატერიიდან მატერიდის მიღება, მაშინ სრულიად დასაშვებია საწინააღმდეგოც. გაფართოების
(აფეთქების) გზით უკუ პროცესის განვითარება, რადგან სამყაროში ქმედებას თან ახლავს უკ-
უქმედება.
  მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის გარემოება, რომ სამყაროში მოქმედებს ე.წ. ,,მართ-
ვული ქაოსი,” რომლის მსვლელობასაც უფალი განსაზღვრავს. მხოლოდ ის, რადგან სხვას
არავის ძალუძს ამ სივრცეებისა და მასშტაბების გააზრება და წვდომა. ღმერთი ხომ გონია,
,,დიადი გონი.”


                                                            თავი IV
               
                                                                                    ,,ჰოი, უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ
                                                                                  სულსა ჩემსა.”
                                                                                                              წმინდა მამა შიო მღვიმელი

  დედამიწაზე პირველი სიცოცხლის ფორმები, როგორც ვიცით ჩაისახა წყალში. მატერიალის-
ტური მოძღვრებით მათ რთული გზა გაიარეს მონოუჯრედიანი არსებებიდან ვიდრე ადამიანამ-
დე, მაგრამ, რა კუთხითაც არ უნდა განიხილოთ ეს ევოლუცია, ყველაფერი მიდის აფსურდამ-
ნდე თუ არ დაუშვით ზებუნებრივი ძალის არსებობა. ,,სიცოცხლემ” ისეთი ზუსტი და გათვლი-
ლი ,,ნაბიჯებით” იარა ფსილოფიტებიდან ,,ჰომო საპიენსამდე,” რომ სულ მცირე გადახვევაც
კი მდგომარეობას კარდინალურად შეცვლიდა. ის განვითარების ნაცვლად ღრმა უფსკრულში
გადაიჩეხებოდა, საიდანაც ვერასდროს გამოაღწევდა.
 
  მდაბლად დავუკრათ თავი წყალს და პატივი მივაგოთ, რადგან ის ღვთიური ძალის მატარე-
ბელია. ძალისა, რომელიც ადამიანზე მადლის სახით გადმოდის. სწორედ ამ გარემოებამ განა-
პირობა ალბათ ქრისტეს განათვლა მდინარე იორდანეში.
  პლანეტა დედამიწის ფართობი 510 მლნ კვ. კმ-ს შეადგენს. აქედან 361 მლნ კვ. კმ. წყალს
უკავია. მისი ფართობი ჩრდილონახევარ სფეროში 155 მლნ კვ. კმ-ია. ხოლო სამხრეთნახევარ
სფეროში - 206 მლნ კვ . კმ. წყლის ასეთ არათანაბარ განაწილებას პლანეტის ზედაპირზე
დიდი მნიშვნელობა აქვს მიმოქცევისათვის (წრებრუნვისათვის), კლიმატისა და საერთო ბალა-
ნსის დიფერენცირებისათვის.
 
  წყალს გააჩნია ერთი მეტად საოცარი და აუხსნელი თვისება (,,მეხსიერების” გარდა). მისი
მარაგი ყოველთვის მუდმივია და არასდროს იცვლება.
  როგორც ბიბლიიდან არის ცნობილი, წყლისა და ხმელეთის გამიჯვნა მოხდა სამყაროს შე-
ქმნის მესამე დღეს. გამოჩდნენ ტბები,ზღვები და მდინარეები. წყალში ,,იშვნენ” თევზები, ხმე-
ლეთზე მცენარეები. (ცხოველები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ).


                                              დიალოგი განსჯისათვის

  მზია:  ჩემთვის კარგად არის ცნობილი წყლის მნიშვნელობა დედამიწისთვის, მაგრამ გაუგე-
          ბარია ერთი გარემოება. ყველა მყარი ნივთიერება თავის ნადნობში იძირება.
  ზეზვა:  მერე, რა არის აქ გაუგებარი?
  მზია:  ის, რომ ყინული თავის ნადნობში ე.ი. წყალში არ იძირება.
  ზეზვა:  რომ ჩაიძიროს, ზამთარში მდინარეები ფსკერიდა დაიწყებენ გაყინვას და ყინულით
            მთლიანად დაიფარებიან. წყლის ბინადარნი კი დაიღუპებიან.
  მზია:  ბუნების ასეთი დაშვება გამონაკლისია?
  ზეზვა:  უფრო შემოქმედისა.
  მზია:  ,,ბუნება მბრძანებელია, იგი მონაა თავისა”...
  ზეზვა:  ბუნების მბრძანებელი კი შემოქმედია.


                                                                . . .
 
  რატომ გახდა წყლის შექმნა აუცილებელი? რა მნიშვნელოვანი ფაქტორით თუ ფაქტორებით
იყო ეს განპირობებული? აი კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემა შესაძლებლობას მოგვცემს
გარკვეული წარმოდგენა ვიქონიოთ კამბრიულამდე ერაში მიმდინარე პროცესებზე, რადგან ამ
ისტორიულ ეპოქაში, არქეულ და პროტეროზოულ ერებში მოხდა წყლის, როგორც ქიმიური
ნაერთის ფორმირება.
 
  კამბრიულამდელი ერა, რომელიც მოიცავს არქეულისა და პროტეროზოული ერების ერთო-
ბლიობას და გაგრძელდა 1, 278 მილიარდი წელი, ხასიათდებოდა დედამიწის, როგორც ციური
სხეულის ჩამოყალიბების პროცესით. ატმოსფეროს ფორმირებით და სხვადასხვა მოლეკულურ
კომბინაციათა შერწყმით. შეიძლება ითქვას, რომ ამ ერაში მოხდა პლანეტის ,,მუცლად ღება.”
  სიცოცხლის მარტივი ფორმების ნაშთები კამბრიულამდელ ერის დანალექ ქანებში არ გვხვ-
დება, რადგან ატმოსფეროში ჯერ კიდევ მცირე რაოდენობით მოიპოვებოდა ჟანგბადი. ძირითა-
დად ის სიცოცხლისათვის მავნე გაზისებური ნივთიერებებით იყო გაჯერებული. თვითონ დე-
დამიწის ტემპერატურაც საკმაოდ მაღალი გახლდათ. ხშირი ვულკანური ამოფრქვევები და ბუ-
ნების კატაკლიზმები ორთქლსა და ცეცხლში ხვევდა ჩვენს პლანეტას.

  მილიარდი წლის მანძილზე თანდათან ,,დამშვიდდა” დედამიწა. დაიწია ტემპერატურამ და
ატმოსფერომ ჟანგბადით იწყო გაჯერება. თუმცა, ჰაერი ჯერ კიდევ საშიში იყო სუნთქვისათ-
ვის. სწორედ ამიტომ დაიწყო ხმელეთზე მცენარეების აღმოცენება, რათა შთაენთქათ ჭარბი
ნახშირორჟანგი და ჟანგბადი დაეგროვებინათ. ხოლო წყალში კი ...
  რა პროცესები მიმდინარეობდა წყალში? დედამიწის ჩამოყალიბებამ ციურ სხეულად და მი-
სმა შედარებითმა სტაბილიზაციამ შესაძლებელი გახადა წყლის, როგორც სიცოცხლისათვის
აუცილებელი გარემოს მომზადება მომავალი მონოუჯრედიანებისათვის.  უკვე გაჩნდნენ სიცო-
ცხლის მარტივი ფორმები. მათთვის წყალი იდეალური პირობების მქონე სუბსტანცია გახლ-
დათ. ისინი დაცული იყვნენ მზისა და ამოფრქვევების შედეგად წარმოქმნილი სითბური ეფექ-
ტისაგან. და სხვა მავნე ბუნებრივი ზემოქმედებისაგან. სწორედ წყალი აღმოჩნდა ის აუცილე-
ბელი გარემო, რომელმაც შვა და ,,აკვანი დაურწია” სიცოცხლეს.

  ალბათ ძნელია იმის დაჯერება, რომ თავისთავად ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ვიღაც ,,არა-
მკითხე” მატერიამ წყალში შვა სიცოცხლის მარტივი ფორმები და ხმელეთზე აღმოაცენა მცე-
ნარეები. დაუჯერებელია და ნუ დავიჯერებთ პატივცემულო მკითხველო! ამით კარგ საქმეს გა-
ვაკეთებთ, ჭეშმარიტებას არსებობის შესაძლებლობას არ შევუზღუდავთ.
  მატერიალისტები კიდევ უფრო შორსაც მიდიან და კატეგორიულად გამორიცხავდნენ
დედამიწაზე სიცხოცხლის შემოტანის შესაძლებლობას ანუ ე.წ. პანსპერმიას. მეტიც, განმარტა-
ვენ, რომ მკვდარი მატერიიდან ცოცხალის წარმოქმნა უაზრობაა, თუმცა, ცოცხალი ორგა-
ნიზმების გაჩენას ჩვენს პლანეტაზე სწორედ მას, მატერიას უკავშირებდნენ, რომელიც როგ-
ორც ,,მატრიცა” მკვდარი გახლდათ იმ გაგებით, რომ მას არც განაყოფიერების უნარი გააჩ-
ნდა და არც მშობიარობისა. წარმოუდგენელია, არაცოცხალ მიწას ან ანალოგიურ წყალს სი-
ცოცხლის თუნდაც მარტივი, მაგრამ რაიმე სახის ფორმები ეშვა.
 
  თუმცა თუ საკითხს სხვა კუთხით შევხედავთ, ჩვენი მსჯელობა ახსნადი გახდება. ჩვენს შე-
მთხვევაში ნამდვილად არ აქვს აზრი იმის მტკიცებას, დედამიწა (მიწა) ცოცხალია თუ არაცო-
ცხალი (მოდით, პატივი მივაგოთ მას და ნუ ვიხმართ სიტყვა ,,მკვდარს”). ,,გონს” შეუძლია სა-
დაც უნდა იქ ჩაისახოს და იქცეს სიცოცხლის ფორმად. ამისთვის კი წინასწარ ამზადებს სა-
არსებო სივრცეს და შემდეგ ითვისებს მას.
  მხოლოდ უფალს (,,დიად გონს”) ძალუძს ,,არაფრისაგან” შვას სიცოცხლე და განავითაროს
იგი.  მასვე ძალუძს მისი ცვლილებაც და განადგურებაც. კაცობრიობა ქვეცნობიერად გაჩენის
დღიდან ფლობს ამ ინფორმაციას, მაგრამ ჯიუტობს, არ სურს ცალსახად ამის აღიარება. ალ-
ბათ ეს უკანასკნელი ადამიანის ხასიათში სატანასთან ერთად არსებობს.

                                                  (გაგრძელება იქნება)
 
 
 
 
 
 
                 
       
             
 
 

 
 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები