ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2013


მოვალ ყაყაჩოდ


                                                                      მოვალ ყაყაჩოდ
                               
                                                                                                        ,,და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: ვინ გითხრა
                                                                                                      შენ, რამეთუ შიშუელ ხარ, უკეთუ არა ხისაგან,
                                                                                                      რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამა,
                                                                                                      მისგან სჭამე” ?
                                                                                                                                              ბაქარის ბიბლია 3; 11.

                                                                            არაკი                           
                                                                (შეგონების ნაცვლად)
                   
                  ქვაზე დადებულმა სიკეთემ წინ დახვედრა ვერ მოასწრო, ვიღაცამ ჩამოიარა, ხელში აიღო და
              გზას გაუდგა. ცოტა იარა თუ ბევრი იარა, მეზობელი შემოეყარა. მან სიკეთე უჩვენა და შეახარ-
                ბა.
                 
                  გასივდა მეზობლის გული, ბოღმით აივსო. ეგ სიკეთე მე უფრო შემეფერებოდა და ამას ვინ
              ჯანდაბამ უწილადაო.
                  ხარბი მეზობელი გაიქცა და სიკეთის პატრონთან მივიდა: ,,ასე და ისეო, შენ, რომ ქვაზე სი-
                კეთე დადე ჩემმა მეზობელმა აიღო, წინ დახვედრა არ დააცალა და ყველას ახარბებსო.”
                    - მერე, მე რა ვქნაო? - ჰკითხა სიკეთის პატრონმა
                    - წაართვი და მე მომეციო!
                    - შენ, რადაო?
                    - მე იმ სიკეთეს ქვაზე დავდებ და წინ დაგხვდებაო! 
                    - იმას რატომ წავართვაო? შენც მოგცემ და მოიხმარეო. მერე ქვაზე დადე და წინ დამხვდე-
              ბაო!
                 
                    მისცა იმასაც სიკეთის პატრონმა სიკეთე. იმანაც აიღო და წავიდა. გულში კი ეს გაიფიქრა:
                  - ახლა, მეც შევახარბებ ჩემს მეზობელს მოცემულ სიკეთეს, მაგრამ სიკეთის პატრონს სიკე-
              თეს ქვაზე არ დავუდებო, იმიტომ, რომ ამას ის სიკეთე ჩემი მეზობლისთვის არ უნდა მიეცაო,
              ღირსი არ იყო და იმიტომაო! ...
             
                      მორალი ასეთია:  ქვაზე დადებულ სიკეთეს ეშმაკიც დაეპატრონებაო.
                                       
                                                                           
                                                                    . . .
                                                                                            ,,და ჰრქუა გველმან დედაკაცსა: ...განგეხუნენ თქვენ
                                                                                            თვალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კე-
                                                                                            თილისა და ბოროტისა” ...
                                                                                                                                          ბაქარის ბიბლია 3; 4-5.
 
                          შეხედეთ ადამიანებო!
                    მზე ამოდის, წითელი, უსიცოცხლო მზე, ,,მკვდრის მზე.” თენდება კიდევ ერთი დღე და კიდევ ერ-
              თი გამოცდა გელით, არჩევანი უნდა გააკეთოთ ღმერთსა და სატანას შორის. თუმცა მერამდენედ,
              მაგრამ მაინც არჩევანი ...
                    გიჭირთ ასე ცხოვრება? ეს გზა ხომ თქვენ თვითონ აირჩიეთ და ამ გზას ხალისით დაადექით?
                არჩევანიც მხოლოდ ერთი დაიტოვეთ, სიცოცხლისათვის აუცილებელი სიკვდილი, როცა სხვაგვა-
                რად შეგეძლოთ გეცხოვრათ. ან რა თავში იხლით ასეთ სიცოცხლეს ან რად განიცდით მასთან
              განშორებას?
                 
                    რაც ,,დაწერილ არს” იმას ვერავინ შეცვლის, ერთ მშვენიერ დღეს აღარ ამოვა მზე და წყვდია-
              დი მოიცავს სისხლით გაჟღენთილ თქვენს პლანეტას. ,,პირისაგან მიწისა” აღიგვება ყველაფერი ის,
              რისთვისაც ძალასა და ღონეს არ იშურებდით და ქვესკნელში ჩაინთქება. ჩაინთქება ისე, როგორც
              სოდომი და გომორი ჩაინთქა წყალსა და წუმწუმაში.
                    სიცოცხლე უაზრობაა, რადგან მისი დასასრული სიკვდილია. ამიტომ არ ღირს სიცოცხლისთვის
              ზედმეტად თავის შეწუხება. სიკვდილი დიადია, მარადიული, მისტიური და იდუმალებით მოცული,
                სიცოცხლის საპირწონე. ადამიანთა ცოდვისათვის მოგონილი დასჯის ჭეშმარიტი საშუალება. ერ-
              თადერთი გზა, რომელიც სამოთხეშიც მიდის და ჯოჯოხეთშიც.
                     
                    მონაცვლეობით ვეთაყვანებოდი ღმერთსა და ეშმაკს... ო-ო, როგორ მიყვარდა იმ ადამიანთა მოტ-
                ყუება, ვინც სიკეთეს მთავაზობდა და თვლიდა, რომ რწმენაში განმამტკიცებდა. მათი დათრგუნული
                გამომეტყველება ენით აუწერელ სიამოვნებას მგვრიდა და ენერგიას მმატებდა მომავალ ,,საქმეთა
                საგმირონის” ჩასადენად. სრულიად არ მადარდებდა მათი შემდგომი ბედი. ჩემს წინაშე მუცელიც
                რომ გამოეფატრათ სინანულის გრძნობაც არ დამეუფლებოდა. არად ვაგდებდი უფლის შეგონებას:
                ,,გიყვარდეს მოყვასი შენი” და ,,დაუწერელი კანონით” ვმოქმედებდი: ,,ჰომო, ჰომინი ლუპუს ესტ”...
                    ... ,,ადამიანი, ადამიანისათვის მგელია” ! ...
                   
                    რა გამაღიზიანებლად ჟღერს ეს სიტყვები, მაგრამ რა ჭეშმარიტი აზრია მასში ჩაქსოვილი. ყო-
            ველ ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება მგლური სისასტიკე და სიხარბე, დაუნდობლობა და ალღო.
            არად დაგიდევს სიბრალულსა და სათნოებას და მუდამ მზად არის მსხვერპლზე თავდასხმისათვის:
            მიპარვით, მოტყუებით, პირდაპირ თუ ჩასაფრებით.
                    მიზანი ამართლებს საშუალებას. მიზანი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაა, საშუალება
            კი, მაძღრისად გახანგრძლივება.
                    თქვენი სიცოცხლე, ტყეში უთავბოლოდ მოსუნსულე ტურის ქმედებას მაგონებს, რომელსაც მხო-
            ლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს, სადმე წაჰკრას ნასუფრალს კბილი და კუჭი ამოიყოროს. თუ იმ-
            დენს იზამს, რომ მსუყე ნაჭერს იგდებს ხელთ, ისე დააძღება შეიძლება თქვენი ჭირიც წაიღოს და
            ,,ფეხები გაჭიმოს.”
                 
                    მხეცია ტურა და მეტი არ მოეთხოვება. არსებობისათვის ბრძოლა აიძულებს  ასე მოიქცეს. თუ
            არ ითვალთმაქცა, სხვა მხეცის მსხვერპლი შეიქმნება და სიკვდილს ვერ გაექცევა. ამიტომ შიმშილ-
            ით სიკვდილს სიმაძღრით სიკვდილის ამჯობინებს...
                  …იცით, რაშია თქვენი ძალა ადამიანებო? ...
                ...სიყვარულში?! ...
                არა! ...რწმენაში! ... სიყვარული თქვენი სუსტი მხარეა, მაგრამ ყველაზე ადვილად რწმენის დათ-
          მობა შეგიძლიათ, ამიტომაც ათბობს თქვენს გულს ,,ვერცხლის ჩხრიალი”...…
                ... მე ვარ ის, ვინც იყო და აღარ იქნება, მაგრამ აღდგება და კვლავ მოვა...
               
                ვიცი, რომ ვერაფერს მიხვდით, როცა აღვდგები შიშის ზარს დავცემ ადამის მოდგმას. სისხლში
          ჩავახრჩობ მთელს დედამიწას და ჯოჯოხეთში შევდენი თქვენს სულებს ,,უმანკო ცხვრებივით.”
                ასე ავიღებ ძალაუფლებას ათასი წელით და ბოროტებას ზენიტში ავიყვან. ადამიანი მრავალგზის
          მოინანს იმას, რომ ადამიანად იშვა და ღმერთის რჩეული გახდა.
                ვიდრე არ დადგება ჩემი ჟამი, ფარისეველიც ვიქნები და ჭეშმარიტიც, ბოროტიცა და კეთილიც,
          სიყვარულიც და სიძულვილიც...
                ... დიახ! ... ქრისტეს სახებით მოვლენილი ანტიქრისტე...
                მიზნის საზღაური განუზომელია, მაგრამ ეს ჟამი მაინც დადგება, სწორედ ამიტომ ,,გადაგიშალეთ
            გული,” სწორედ ამიტომ არ მეშინია იმისა, რომ ჭეშმარიტ გზაზე შედგებით.
                  ... აი, აქა მყავს მუჭში, თქვენი სულები გამომწყვდეული ...
                  ... ეს მე ვარ, სატანა! სამსჯავროს მოლოდინში, მისი აჩრდილი! ...
                                       
                                       
                                                              . . .
                                   
                                                                                    ,,და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთ-
                                                                                      ხისაგან საშუებელისა საქმედ ქვეყანისა, რომლისაგან
                                                                                      მიღებულ იქმნა. და განხადა ადამ და დაამკვიდრა იგი
                                                                                    წინაშე საშუებელსა სამოთხისასა.”
                                                                                                                                      ბაქარის ბიბლია 3; 23-24.                                   
         
                                შეხედეთ, ადამიანებო!
                    ცა გაიხსნა და ,,დიადი ნათელი” მოეფინა პლანეტა დედამიწას, სისხლით ,,გამძღარი” მეწამული
            მზე ჩააქრო და ,,ცისფერი ბინდით” შემოსა რწმენაში ამაღლებული ადამის მოდგმა.
            რამდენმა დრომ გაიარა, ვიდრე ჯოჯოხეთს დაუტევებდა ადამიანი და უფალს ეთაყვანებოდა. სა-
            მოთხიდან გამოძევებული ჯიუტად მიიწევდა წინ და უკან სისხლის ნატერფალებს ტოვებდა. ასე
            ,,გატეხა” წყვდიადით მოსილი ეპოქები და ,,ნათლის შუქი” იხილა.
             
                  უფალმა მხსნელად ხორცში განივთებული ,,ძე ღვთისა” მოუვლინა, მაგრამ მაინც არ ირწმუნა ეს
            სასწაული. აიღო  და ხორციელად მოჰკლა იგი ...
                      ... მოჰკლა, რათა ეწამა ... მხოლოდ სიკვდილმა შეაძლებინა სიცოცხლის სიდიადის შეგრძნება.
            სიკვდილმა, სიცოცხლის საპირწონემ, უფალთან მისვლის ერთადერთმა გზამ.
                    ადამიანებო! თქვენი ძალა სიყვარულშია, რადგან სიყვარულია უფალი, ხოლო თავად უფალი კი 
              რწმენაა. საკუთარ თავზე ამაღლებული ადამიანის რწმენა.
                    მძიმეა თქვენი ხვედრი, ცდუნებით გაჯერებული, უფრო მძიმეა არჩევანის გაკეთება ბოროტებასა
            და სიკეთეს შორის. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებულნი, ნუ იწამებთ იმას, რომ დაბადებიდან
            თანდაყოლილი ბედის შეცვლა არავის ძალუძს.
                   
                ბედი სხვა არაფერია, თუ არა უფალი. ადამიანი თავის ბედს თვითონ განაგებს. მისი ამქვეყნად
            მოვლინებაც მხოლოდ მიზანია, მიზანი ბედის გაკეთილშობილებისა. რაც უფრო ახლოს იქნებით
            უფალთან, მით უფრო მოწყალე იქნება იგი და ბედიც იღბლიანი.
                  არ დაივიწყოთ ეს ჭეშმარიტებაც, რომ უფალთან ერთად დედამიწაზე სატანაც მძლავრობს ...
              სატანა, რომელიც მასთან გატოლებას მუდამ ესწრაფვის, ფარისევლობს და მისი სახელით აც-
              დუნებს გზააბნეულ ადამიანთა სულებს.
                 
                      ძლიერია ეს მეუფება, იმდენად ძლიერი, რომ მხოლოდ რწმენით შეიძლება მისი დამარცხება.
              რწმენით, რომელიც უფალმა გიბოძათ.
                      იყავით ფრთხილად, ფრთხილად და იარეთ უფლის გზით. ტაძარი, ამ გზის დასაწყისია. ვინც შევა
              ტაძრად და ,,დიად სიტყვას” ირწმუნებს, ის გადარჩება.
                    არსი სიცოცხლისა უფლისმიერია და არა ეშმაკისეული, შემოქმედმა ,,შვა” სიცოცხლე და არა
              სატანამ: ,,ვქმნეთ კაცი, ხატად და მსგავსად ჩვენდა”- ასე თქვა მან.
                    მეც ვიშვი ერთ დროს ადამიანად და თქვენს შორის ვცხოვრობდი. ,,ხორციელი ნეტარება” დავთ-
              რგუნე ჩემში და მთლიანად ვუძღვენი თავი უფალს. ზეცად ავმაღლდები და მარადიულ სასუფეველს
                დავიმკვიდრებ.
                      ეს მე ვარ! ,,ხორცში” განივთებული ადამიანის სული! ...
                      ... სული ,,შთაბერილი” სამსჯავროს მოლოდინში...

     
                                   
                                                                . . .                                                     

                      ბნელ სივრცეს ოდნავ ანათებდა შორს მოგიზგიზე კოცონთა შუქი. განკითხვის მომლოდინე ორი
              მოლივლივე ,,სული” პირისპირ შეჰყროდა ერთმანეთს.
                    ერთს ჩრდილის ,,შუქი” დაჰკრავდა, მეორეს ცისფერი ნათლისა. ირგვლივ სიჩუმე სუფევდა, რო-
              მელსაც შიგადაშიგ ხარხარის ხმა არღვევდა, რასაც განწირულ ადამიანთა ყვირილი ახშობდა. ის-
              ეთი შთაბეჭდილება შეგექმნებოდათ, თითქოს მათ ცოცხლად ჰყრიდა ვიღაც ადუღებულ კუპრში ...

                      შავი აჩრდილი:  ეს რა ხმებია?
                      ცისფერი აჩრდილი:  ეგ რწმენის ხმაა!
                      შავი აჩრდილი:  რწმენის ხმა?!
                      ცისფერი აჩრდილი:  ვისაც არ სწამდა, ახლა იწამებს!
                    შავი აჩრდილი:  ნუთუ, დამიდგა ეს ჟამი?
                    ცისფერი აჩრდილი:  ეს ჟამი ყველას დაუდგება!
                      შავი აჩრდილი:  ,,იქ” ხომ ამაზე არავინ ფიქრობს?
                      ცისფერი აჩრდილი:  ვინც ,,იქ” არ ფიქრობს, ,,აქ” იფიქრებს.
                   
                        შავი აჩრდილი: ჩემი ,,გზა” ჭეშმარიტებად მიმაჩნდა.
                      ცისფერი აჩრდილი:  შენ აქაც ცრუობ? თავის მართლება არაფერს მოგცემს.
                      შავი აჩრდილი:  მე ვინანიებ!
                      ცისფერი აჩრდილი:  ?!
                      შავი აჩრდილი:  უკან თუ დამაბრუნებენ, რწმენით ვიცხოვრებ.
                    ცისფერი აჩრდილი:  რწმენით ცოცხლობენ!
                    შავი აჩრდილი:  მე განსხვავებას ვერ ვხედავ, თუმცა მივიღებ ამ პირობას.
                   
                      ცისფერი აჩრდილი:  თუ დაგაბრუნეს, არჩევანის გაკეთება მოგიწევს.
                    შავი აჩრდილი:  შემოქმედსა და სატანას შორის?
                      ცისფერი აჩრდილი:  არა, ეს პირობაა.
                    შავი აჩრდილი:  მაშ, არჩევანი რაღაა?
                    ცისფერი აჩრდილი:  რად დაბრუნდები?
                      შავი აჩრდილი:  ადამიანად, ამას, რად უნდა შეკითხვა?
                      ცისფერი აჩრდილი:  ადამიანად შენ უკვე იშვი.
                      შავი აჩრდილი:  ეგ, მართალია. თუმცა, წინ რა გზა მედო რომ არ ვიცოდი? ... მირჩიე რამე!
                      ცისფერი აჩრდილი:  ახლა კი იცი?
                      შავი აჩრდილი:  ვიცი და თვალითაც მშვენივრად ვხედავ, ათასწლოვანი ტანჯვისათვის ჯერ მზად
                არა ვარ.
                   
                      ცისფერი აჩრდილი:  არც სხვები იყვნენ მზად.
                      შავი აჩრდილი:  მე, სხვას არ ვგავდი, გამონაკლისით რა დაშავდება? დედამიწაზე უნდა დავ-
                რუნდე!
                      ცისფერი აჩრდილი:  ... შენ რჩევა მკითხე.
                      შავი აჩრდილი:  კარგი იქნება თუ რამეს მირჩევ.
                        ცისფერი აჩრდილი:  მინდვრის ყვავილად დაბრუნდი, წითელ ყაყაჩოდ! . . . გმირთა საფლავის შე-
                  სამკობად.
                        შავი აჩრდილი:  სიცოცხლე მინდა და არა მშვენიერება, რადგან სიცოცხლე თავად არის მშვენი-
                ერება.
                          ცისფერი აჩრდილი:  ისევ ცოდვებით დამძიმებული? ... 
                          შავი აჩრდილი:  ... თუნდაც! ... ცოდვებით დამძიმებული! ...
                          ცისფერი აჩრდილი:  ... უკვე გიხმობენ სამსჯავროზე!  ეს არს ის ჟამი ...

                                                                                                                                                                    თემური



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები