ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2013


* * *

ახლა ისევ ორიოდე სიტყვით; ამინდივით, ვვარაუდობ ლოდინს!
თავის ქალა თავისტკივილს უდრის, ქარით სუნთქვა გაუხშირდა დილას.
მაგიდაზე ცივი ყავის ჭიქა და ვახშამზე მორჩენილი ლორი...
სიგარეტის ერთადერთი ღერი და ყვითელი სანთებელა გდია.

გარეთ ისევ გადათხარეს ქუჩა, უნებლიედ მიპყრობს მაინც შიში,
რომ მომინდეს ვერსად ვეღარ წავალ, ვიწრო ფიცრის გაუდიათ ხიდი.
დრო იყო, რომ უთავბოლო ფიქრებს ვალაგებდი მხოლოდ ერთი ნიშნით...
ვწვებოდი და ყოველ ღამე ლოგინს, გონებაში საფლავივით ვთხრიდი.

ვფიქრობ ასე და რაც უფრო მერე, დროს გაყვანა უსასრულოდ მიჭირს,
ფოტოსურათს დავცქერი და მალღობს ცრემლის წვიმად წამოსული თქორი.
სასაცილოდ გაუცრია ღიმილს მარგალიტის ორი თეთრიკიჭი...
გარდა იმის, რომ შენ გაჩნდი ქვეყნად...უკეთესი არც მომხდარა მგონი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები