ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
8 ოქტომბერი, 2013


უცნაური ამბების სამყაროში

(1) ...რატომ აწერია ლიმონათს "ნატურალური პროდუქტი" და ამავე დროს იქვე, გარკვევით, "შენახვის ვადა 180 დღე" ? როდის იყო , ნატურალური პროდუქტი 6 თვე ძლებდა?

(2) რატომ აწერია საიუველირო ნაკეთობათა ქსელის მაღაზიებს ქართულად "ზარაფხანა" და გვერდზე კი ინგლისურად "ზარაპქსანა"?(ZARAPXANA)...რამდენადაც ვიცით, ეს ასო "X "-- "ხ" არ არის. არამედ იკითხება როგორც "იქსი"...

(3) რატომ გაჩუმდა და გაქრა საკმაოდ დახვეწილი და მელოდიური მუსიკალური ჯგუფი "სოფტ ეჯექტი" და რატომ გაჰკივიან ისევ "მგზავრები"?


(4) თუ ოფიციალურ მონაცემებს გადახედავთ, თბილისის მოახლეობა 11000000  (11 მილიონს?) აჭარბებს . ეს მხოლოდ ქალი. თუ ვერ ხვდებით,ახლავე აგიხსნით...სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებულ ქართველ ქალთა რაოდენობა ,( სახელი, გვარი, ნიკი, სურათი და მდებარეობა)


(5) და ბოლოს, რატომ ითარგმნება "google"-ში  ქართული ფრაზა "დამსახურებად მიიჩნევს" როგორც  "ვლადიმერ პუტინი?" თანაც ყველა ენაზე?







...P.S. თუ ეს კითხვები რთულია , მაშინ დაიკიდეთ და ჩათვალეთ რომ ისინი ისევე ბუნებრივია, როგორც ზემოთხსენებული ლიმონათი,ისევე უცნაური, როგორც "ზარაფხანა"-ს "ინგლისური" თარგმანი და ბოლოს, სულაც არ ვაპირებ ვიყვირო . ერთი ჯგუფის წევრებივით...უბრალოდ ქართულად, დახვეწილად და მელოდიურად გკითხავთ კიდევ ერთხელ:



ნეტავ რა ხდებააა?...რაა?




ს.ნ. 2013.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები