ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2013


მე და შენ

შენში ევა ნანობს,
ჩემში ადამი...

რაღაც ავიხირე,
ჰოდა ამაღამ ვერლიბრს ვწერ,
ღამეა რაღა თქმა უნდა და
თქმა უნდა რაღა...
იქნებ უბრალოდ შემობრუნდე,
თვალებში ჩამხედო და
იქნებ შევრიგდეთ...
და თუ ეს შერიგება
გასავლელ გზებს
გავლილად დაღავს,

მოდი, ორივემ დავუხაროთ თავი მომავალს,
როგორც სუფრაში იციან მთვრალმა თამადებმა,
წავიწიოთ
ერთი ტაეპით...
მე კი მოვალ და
ან იქნებ უკვე მოვედი,
შენ უბრალოდ სადღაც გაები,

სადღაც კი ზოგჯერ გულსაც ქვია...
ვთქვი, რომ აღარ ვსვამ!..
უფასო სიტყვებს რაღაც თავის
ხიბლიც ქონია...
მივდივარ,
სხეულს ნაღმზე ვწევ და
ცაში გადავისვრი,
ღმერთებს რომ კაცის გავასინჯო
მელანქოლია!..

მივდივარ,
ვიწყვეტ ჯაჭვს და ბორკილს,
რა დამაზავებს ამ დიდ მხრებიან
რობოტებთან...
ისევ მოთოვა...
რა შუაშია აქ თოვლი და
ცა შევაზავე
ლოთის მიწაზე ტალახიან
გულით ლოთობას...

მივდივარ,
სულს აქ დავტოვებ და
თავიც მომჭერით
თუ ეს ლექსი და
თუ ეს იყოს
თუნდაც ვერლიბრი!..
წამოხვალ?
წამო,
ვარსკვლავებით ზეცა მოვჭედოთ,
მერე მე მთაზე გზას ვაგრძელებ,
სადაც ვერ ივლი

შენ ორსული და
დარჩი სადღაც
სამოთხის თხემთან...
აქ ხომ შემოსვლა...
აღარ გვინდა არცერთს ხსენება...
ერთ წყნარ საღამოს
შენ დაბადებ ორ ასეთ ლექსს და
სულ ყველა წყევლა
ერთიანად ჩამოგვეხსნება...

მერე შენც ივლი მწვერვალისკენ,
თუმც ეს არ ყოფილა წყევლა,
არც ჯადო
და არც მისნობა...
ეს იყო რაღაც კაცისა და
იმ გველის შველა,
და დღეს რომ აღარ შემიძლია
უამისობა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს