ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2013


იმერეთი კაია

 
              იმერეთი კაია

  მაინძელო! დაიძახებ იმერელის ბაკეში,
  წაუყრუებს იმერელი ჩაიხედავს სარკეში,
  ულვაშს გვერდზე გადაიგრეხს, შეისწორებს
                                                      ღილ-კილოს,
  არ გაგიღებს ოდის კარებს, თუნდაც შურთხმა იკივლოს.
  როცა შენი გადაგივა, ხმას სიბრაზით მოგუდავ,
გამოგხედავს ფანჯარაში: ,,ბოშო, ეს ვინ მოსულა" ! -
  ხელებს გაშლის, ჩამოირბენს ხის კიბეებს ჭრაჭუნით
  და კარებში გამოყვება ცოლი გულისფაჩუნით.
  მოგეხვევა, გადაგკოცნის, სიტყვას გეტყვის გულიანს,
  რიხიანად შეუძახებს ქარაქუცა მურიას,
  ,,შემობრძანდით აქეთ ხესთან" (მიგითითებს ჩეროზე),
  ცოლს უბრძანებს- გაგვიშალე შენებურად მდელოზე
  კაი სუფრა მადლიანი, ხემსითა და თუნგულით -
  - ახლავეო! - იტყვის ცოლი, შებრუნდება კუნკულით.
  გამოცხვება ხაჭაპური, ,,ჩაცივდება" დედალი,
  დაიკვლება ინდაური და თიკანი ცვედანი;
  - აუჰ! ამას რას ჩადიხარ - შეიცხადებ სტუმარი,
  მაგრამ უცებ მიგახვედრებს საკუთარი გუმანი,
  რომ იმერელს შეურაცხყოფ, ცუდ დროს იჩენ მარიფათს
  და ბღარივით დარცხვენილი, მიუჯდები მაგიდას.
  მოგისვამენ იქეთ-აქეთ, ერთ-რო კაი მეზობელს,
  ,,ტოლუმბაშად" შეარჩევენ ქეიფობის მეხოტბეს,
  ამღერდება ორშიმო და ხმას შეუწყობს ჭინჭილას,
  მასპინძელის შეძახილზე მოგართმევენ წიწილას
  კეცებს შუა დაბრაწულს და ნიორ-წყალით ნაპკურებს,
  არომატი შეგაფხიზლებს კულით ღვინის ნასმურევს,
  - აგაშენათ ძმაო ღმერთმა! სუფრა უნდა ამგვარი -
  შემოსძახებ  ,,საპოვნელას" შეირყევა ცარგვალი ..
  იმერელი რატომ არის იმერელი, ბიძია?
  არ ეშლება ქიცმაცური, არ ეშლება ქიცია.
  - მაინძელო! - არ შესძახო იმერელის ბაკეში,
  დამიჯერე, ნაღდად ვიცი, გაებმები მახეში.
 
 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები