ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2013


იკებანა

***

ჩემს სინანულზე
მზეში დავიწყე ფიქრი...
ჩამომათოვა.

***
უცხო სამყარო
გმოსავს ნათელით ცივით,
უცრემლოდ ტირი.

***
ნაზი ყვავილი,
ზამთარ-ზაფხულ უჭკნობი,
არნახარები.

***
სითბო აჩუქეთ,
ეს საუკუნე ცივად
უთვლის ნაოჭებს.

***
ითვლის ნაბიჯებს,
ვიდრე მიწის ბელტები
ზედ დააბიჯებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები