ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: იუმორისტული
14 ოქტომბერი, 2013


გაგაღიმებთ და სხვა სახელი რად უნდა? :)))))

რამდენიმე თვეა დიდი ხნის ნატვრა ავიხდინე და ჩემ ქმართან და შვილებთან ერთად ოროთახიანი ბინა ვიქირავე.ამ ბინაში გადმოსვლამდე ისე ვიწროდ ვცხოვრობდით, ქმრის მშობლებთან და ცოლშვილიან მაზლთან, რომ როცა სტუმრად მეწვივნენ, ჩემმა მაზლმა მიიხედმოიხედა და კინაღამ ოჯახიანად დარჩენა გადაწყვიტა, იმდენად ეხალვათა ჩვენი ბინა და თავისუფალი დივანი....
--არა, იყოს---ვაგრძნობინე მე
---მართლა ხომ არ დავრჩებითო--იხტიბარი არ გაიტეხა და წავიდა.სამაგიეროდ სახელი „გაიტეხა“ და მეტად აღარ გვსტუმრებია არცერთი.
მე სამგან დავიწყე მუშაობა და გარეული ცხენივით გარე-გარე დავიწყე სირბილი,ბავშვები სკოლაში და ბაღში მივიყვანე , ჩემმა ქმარმა ამფსონები იშოვა და სმა გააგრძელა...მოკლედ ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე გამოვნახეთ და ვცხოვრობდით „მშვიდად“
მეზობლების გაცნობის დრო არანაირად არ მქონდა, თუმცა სადარბაზოში რაღაც „სუბიექტებს“ , რომლებიც ზევით -ქვევით ადიჩამოდიოდნენ, კი ვამჩნევდი, იმის მიუხედავად, ბავშვობიდან სათვალე რომ მჭირდებოდა და ამ ბოლო დროს ლინზებით რომ შევცვალე.
ჩვეულებრივი დღის ჩვეულებრივი საღამო იყო, ქმრის ადგილმდებარეობა ტელეფონით რომ დავადგინე და მივწერე, დროზე მოდი მეთქი.
--მალე მოვალო---მომივიდა პასუხი.
ბევრი არ მიფიქრია, ბავშვები დავაძინე და მეც დავწექი დასაძინებლად.
საკმაოდ გვიან, ასე ღამის სამი საათი იქნებოდა, კარზე რაღაც ფხაჭუნი რომ მომესმა.
--ოჰო, აფხაჭუნებს ვაჟბატონი, ალბათ ზარის დარეკვის თავი არ აქვს--გავიფიქრე და ბრაზი მომერია, მომიბრძანდა „მეკვლე“...
საწოლიდან წამოვხტი , საკმაოდ შილიფად ჩაცმულმა კარი გამოვაღე და კარში ჩახერგილ ჩემ ქმარს ვეცი.
--ახლავე შემოდი, აქ რას დგეხარ, არ გრცხვენია ბიჭო?---მკლავში ვარ ჩაფრენილი და ვეჯაჯგურები ....მეშინია კარის გაღების მერე საყრდენი არ გამოეცალოს და არ წაიქცეს...

---ჰ, მ , ოჰ, ----ენას ვერ იბრუნებს და პასუხს ვერ მცემს.
---შემოდი სახლში ახლავე---კიდევ ერთხელ დავეჯაჯგურე და უცებ ...რაღაც ნამეტანი მსხვილი მკლავი შემრჩა ხელში. ჩემი ქმარი ხორცში ჩამჯდარია , მაგრამ ამსისხო მკლავი ნამდვილად არ აქვს...სადარბაზოში სინათლე არ მაქვს, ვერაფერს ვხედავ და მივხვდი, სრულიად უცხო მამაკაცს ვარ ჩაფრენილი მკლავში და სახლში შემოსვლაზე ვეჩხუბები....
თვალებიდან ნაპერწკლებმა თავისით გაანათა და დავინახე, ზემოთა მეზობელი, რომელიც ენას პირში ვერ იბრუნებს და სავარაუდოდ, თავის ბინას ვერ აგნებს....
კაცს ხელი გავუშვი და სასწრაფოდ კარები ცხვირწინ მივუკეტე, მერე საძინებელში შევვარდი და იქაც კარი ჩავკეტე...სირცხვილისგან ისე ვარ , დაძინებას ვერ ვახერხებ, გული ამოვარდნაზე მაქვს...

ჩემი ქმარი სახლში სამი დღის მერე მოვიდა....

მეზობლის კაცმა კი მეორე დღეს მორიდებით მკითხა:
--ქალბატონო, წუხელ ვერ ვიყავი ფორმაში და  ვერაფერი გავიგე, რას მთხოვდით... და იქნებ ახლა დაგეხმაროთ რამეშიო....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები