ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
16 ოქტომბერი, 2013


,,სავსე დოქი"

                                           

                                                          ,,სავსე დოქი"
                       
                                                                            ,,მოკვდავი" ქართველები ქმნიდნენ,
                                                                            ხოლო გმირი ქართველები ,,წერდნენ"
                                                                            ქართულ ტრადიციებს.

                                                                                                                          ავტორი


      ,,სასწრაფო” მანქანა კივილით შევარდა საავადმყოფოს ეზოში და ცენტრალური შესასვლელის
  კიბესთან გაჩერდა. იქიდან გოროგლაჭებიანი საკაცით ფეხმძიმე ქალი ჩამოაგორეს და საოპერაციო
  ბლოკში გადაიყვანეს.
      საკაცეს ადევნებული ახალგაზრდა კარებთან მორიგემ შეაჩერა და შესვლაზე უარი განუცხადა.
      - მე მისი ქმარი ვარ - აუხსნა მან, მაგრამ ეს განმარტება ყურად არავინ იღო.
      კარგახნის ხვეწნა-მუდარის შემდეგ ის მხოლოდ მოსაცდელში შეუშვეს და მორიგისათვის გან-
  კუთვნილ სკამზე დაჯდომის უფლება მისცეს.
      ფიქრში გავიდა რამდენიმე საათი, ახალგაზრდა სკამზე არც ჩამომჯდარა, მთელი ეს დრო ნერ-
  ვიულად სცემდა ბოლთას.
      როგორც იქნა დასრულდა წამება. კიბის თავზე ექიმი გამოჩნდა. ის მცირე ხნით შედგა და მერე
  მისკენ გამოემართა . . . მიესალმა და ჰკითხა:
      - თქვენა ხართ იმ ქალის პატრონი?
    მან თავი დაუქნია.
    ექიმი ჩაფიქრდა, მერე გულდასმით შეათვალიერა, სახეზე უკმაყოფილებაც კი გამოეხარტა, რა-
  დგან წვერგაუპარსავი და ღარიბულად ჩაცმული მამაკაცის ხილვა არ ესიამოვნა. თუმცა ,,გული
  მოეცა’ და აგდებულად განაცხადა:
      - ბიჭია! ნორმალური ბავშვი - გაჩუმდა, მერე დაამატა - დედა მძიმე მდგომარეობაშია ... დღეს
  გიორგობაა .. გიორგი დაიბადა.
      ამ განმარტებამ მამაკაცი გააღიზიანა:
      - პირველ რიგში დედაზე უნდა გეზრუნათ - გამოსცრა კბილებში - ჩემი მეუღლე ობლობაშია                                   
  გაზრდილი, დედამისიც მშობიარობას გადაყვა .. ეს ,,დაუწერელი კანონია.”
      ექიმმა მშვიდად მოისმინა მისი საყვედური, მხოლოდ თავი გადააქნია, ჩანდა რომ ამ საკითხმა 
  არ დააინტერესა. ვინ ,,დაწერაო” ეს დაუწერელი კანონი,” რომელიც უკუღმა იკითხებოდა. დედის
  მოვალეობა ხომ ახალი სიცოცხლის დაბადება იყო და არა საკუთარ თავზე ზრუნვა. წინაპრების
  მართლაც ,,დაუწერელი კანონი.” მუდამ ,,ქუდზე კაცის” იმედად ყოფნა.
      მამაკაცი კი მაინც თავის აზრზე იდგა. დაჟინებით მოითხოვდა მეუღლის გადარჩენას. ერთი სიტ-
  ყვით დაიმუქრა კიდეც. თუ ოპერაცია ცუდად დამთავრდებოდა ყველას დახოცავდა.
      ექიმს ესმოდა, რომ აფექტში ჩავარდნილი ადამიანები ასე იქცეოდნენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში
  ,,ძალა აღმართს ხნავდა.” სასწაულმოქმედი არ იყო მიცვალებული გაეცოცხლებინა. თანაც ასეთ სი-
ტუაციაში ჰუმანიზმი სარგებელს ვერ მოუტანდა. ყოველთვის ისე მოქმედებდა, როგორც მდგომარე-
  ობა კარნახობდა. ემოციაც არ გააჩნდა, გაუხეშებული მორალი საკუთარ ზნეობას კარნახობდა. ორ-
  ჭოფულ დილემას, სიცოცხლის ,,დაუწერელ კანონს”- დედის უპირობო გადარჩენას, სიკვდილის ,,და-
  უწერელ” კანონს  უპირისპიორებდა - შვილი მშობელის ფესვზე, რომელიც მას გაცილებით ჰუმა-
  ნურად მიაჩნდა.
      დედა თუ შვილი?...  აზრი ამჯერადაც გაორდა ...
      ... თუმცა ,,წილი ნაყარი” იყო, ოღონდ, მამაკაცს ამის თქმა ვერ შებედა.
      ... გიორგობას ხომ გიორგი უნდა დაბადებულიყო. ,,ბანალაშლილი მგლის” პატარა ლეკვი. შემ-
  დეგი შანსი დედას შეიძლება აღარც მისცემოდა ... დედას, რომელიც ალბათ შვილის სიცოცხლეს
  აირჩევდა ...
      უხმოდ შებრუნდა და კიბეებს აუყვა.
      მამაკაცმა თვალი გააყოლა. უნაკლო აღნაგობამ გააოცა. რატომღაც ახლა მიაქცია ამ ფაქტს ყუ-
  რადღება. ,,ლამაზიაო”- გაიფიქრა. იმედიც ჩაესახა, ჩემს გასაჭირს გულთან მიიტანსო ...
      მოსაცდელში იდგა თავჩაღუნული ადამიანი, რომელიც სასწაულს ელოდა.

                                                                                                                  თემური




 





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები