ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
19 ოქტომბერი, 2013


Bob Dylan - Don't Think Twice, It's All Right



თუ რატომ ძვირფასო - არა ღირს ფიქრადაც,
თუკი არ იცი ეს ყოველი აქამდე,
თუ რატომ ძვირფასო - არა ღირს ფიქრადაც,
ამას, არც აზრი აქვს - შენ ვეღარ განაგებ.
იყივლებს მამალი როცა და დარაბებს
გააღებ, ვერ მნახავ - და ნუღარც მომელი.
ეს, შენ ხარ მიზეზი, გზას რომ მსურს დავადგე,
ნუ სწუხარ ამაზე, რიგზეა ყოველი.


ძვირფასო, შენს სხივზე, ნუ ცდილობ მიმაბა,
არასდროს ვცნობდი მას (გაწყდება საბელი).
ძვირფასო, შენს სხივზე, ნუ ცდილობ მიმაბა,
ბნელი გზის მხარეს ვარ - ვიარე რამდენი...
მინდოდა: გეჩვენა ყველაფრის სხვა მხარე, -
დარჩენა მერჩია - არ გახდი მთხოვნელი:
არ ვგავდით მათ ვინც ნსჯა-საუბრებს მართავენ...
ნუ სწუხარ ამაზე, რიგზეა ყოველი.


ძვირფასო, ჩემს სახელს ნუ ინთებ ჩირაღდნად,
რაც ადრე, არასდროს გიქნია - ნუ იზამ.
ძვირფასო, ჩემს სახელს ნუ ინთებ ჩირაღდნად,
არ ისმის წყვდიადში, ხმა მისი - ჩუმი ზმნა.
მივდივარ გზაზე და თან ვფიქრობ უმიზნოდ,
შენ, ქალი გიყვარდა - სინორჩის მფლობელი.
მე, გული მოგეცი, გინდოდა სულიც რომ ...
ნუ სწუხარ ამაზე, რიგზეა ყოველი.


ძვირფასო, ამ ეულ, გრძელ გზაზე მივალ და
არ ვიცი ამ გზას თუ სასრული აქვს სადმე.
ძვირფასო, ამ ეულ, გრძელ გზაზე მივალ და
უბრალოდ გეტყვი რომ „უფალი გფარავდეს!“
არ მინდა იმის თქმა, რომ გძულდი აქამდე -
უკეთაც შეგეძლო... არ ვჩივი (დროებით).
შენ, ჩემი ცხოვრება, უაზროდ გაფლანგე,
ნუ სწუხარ ამაზე, რიგზეა ყოველი.





It ain’t no use to sit and wonder why, babe
It don’t matter, anyhow
An’ it ain’t no use to sit and wonder why, babe
If you don’t know by now
When your rooster crows at the break of dawn
Look out your window and I’ll be gone
You’re the reason I’m trav’lin’ on
Don’t think twice, it’s all right

It ain’t no use in turnin’ on your light, babe
That light I never knowed
An’ it ain’t no use in turnin’ on your light, babe
I’m on the dark side of the road
Still I wish there was somethin’ you would do or say
To try and make me change my mind and stay
We never did too much talkin’ anyway
So don’t think twice, it’s all right

It ain’t no use in callin’ out my name, gal
Like you never did before
It ain’t no use in callin’ out my name, gal
I can’t hear you anymore
I’m a-thinkin’ and a-wond’rin’ all the way down the road
I once loved a woman, a child I’m told
I give her my heart but she wanted my soul
But don’t think twice, it’s all right

I’m walkin’ down that long, lonesome road, babe
Where I’m bound, I can’t tell
But goodbye’s too good a word, gal
So I’ll just say fare thee well
I ain’t sayin’ you treated me unkind
You could have done better but I don’t mind
You just kinda wasted my precious time
But don’t think twice, it’s all right

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები