ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
19 ოქტომბერი, 2013


ჯალათი

                                                                ჯალათი

  ვიდრე დათქმული შეხვედრა შედგებოდა კარგახნის დრო მქონდა. საათს დავხედე, ორი სრულ-
დებოდა, ბარემ ვისადილებ მეთქი გავიფიქრე და სახინკლეს მივაშურე.
  შეკვეთა მივეცი, ცარიელი მაგიდა შევარჩიე და მივუჯექი. მიმტანმა კათხა ლუდი მომართვა. მად-
ლობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავუღიმე. ,,ხინკალი მალე იქნებაო” - მითხრა და გამეცალა.
  ლუდი მოვწრუპე. მესიამოვნა. თვალები მივლულე. ზურგის მხრიდან მამაკაცის ხმამ თხოვნით
მომმართა: 
  - თუ ნებას დამრთავთ, დავჯდები!
ოდნავ შევბრუნდი და თანხმობა მივეცი. ის მაგიდასთან ჩამოჯდა. ერთმანეთს მივესალმეთ.
  - მე, კუკური ვარ სამარყანდელი ! - მითხრა თავის დაკვრით.
  გავიკვირვე და ხუმრობით ვკითხე:
  - უზბეკი ხომ არ ბრძანდებით ?
  - არა, ქართველი! რა შუაშია უზბეკი?
  - სამარყანდი ხომ მათი ქალაქია? - ვთქვი ცოტა არ იყოს გაოცებულმა.
  - ,,სამარყანდელი” ქალაქის გამო არ დამირქმევია, მე მწერალი ვარ!
  განსხვავება ვერ დავინახე, მაგრამ უსიტყვოდ დავეთანხმე. ვიფიქრე ალბათ ცოტას ურიკინებს მე-
თქი. ის არ მომეშვა და ჩემი სახელით დაინტერესდა:
  - მე, ნიზამი ვარ განჯელი - ვუთხარი ხუმრობით.
  არ გაკვირვებია, თუმცა გაიღიმა და მორიგი შეკითხვა დამისვა:
  - შენც მწერალი ხარ?
  გავმხიარულდი, მითუმეტეს, რომ ჩემი შეკვეთილი ცხელი ხინკალი ხონჩით მომართვეს. მასაც შე-
ვთავაზე. გაიხარა. მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ მისი შეკვეთილი ხინკალიც მიგვეყოლე-
ბინა. თანხმობა განვუცხადე.
  კითხვა გამიმეორა. უარი ვუთხარი. ,,არა, მწველავი ვარ მეთქი’ - განვუცხადე.
  იმდენი იცინა, თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. მერე დაინტერესდა ლიტერატურა თუ მი-
ყვარდა. როცა თანხმობა მიიღო, სიამაყით წარმოთქვა:
  - მე, შემფასებლად ვმუშაობ  ლიტერატურულ საიტზე.
  რადგან ვერაფერს მივხვდი, ძალაუნებურად ჩავეძიე:
    მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ცხვირწინ დამიტრიალა და მითხრა, რომ ერთ-ერთ სა-
  იტზე დამწყები მწერლების შეფასებით იყო დაკავებული.
  - მერე, რა შეფასებას იმსახურებენ? - შევეკითხე ისე, თითქოს ძალიან დავვინტერესდი.
  - ზოგი კარგია, მაგრამ ვამუხრუჭებ.
  მივხვდი, რომ ასეთი პასუხი სპეციალურად გამცა, რათა მისი პერსონისადმი მეტი ყურადღება გა-
მომეჩინა. ასეც მოვიქეცი:
  - რას ნიშნავს დამუხრუჭება? - ვუთხარი ღიმილით.
  მან მაშინათვე ამიხსნა:
  - ეს იმას ნიშნავს, რომ სხვების დადებით შეფასებას, ჩემს უარყოფით შეფასებას ვუპირისპირებ.
ქულებს ვუბათილებ. ამით კი სარგებელს ვნახულობ, საკუთარ ნაწარმოებებს რეიტინგს ვუწევ.
  რადგან პასუხი ბუნდოვნად მივიჩნიე მორიგი კითხვა დავუსვი:
  - სხვებსაც ხომ შეუძლიათ ანალოგიურად მოიქცნენ?
  - როგორ არ შეუძლიათ? - მომიგო მთელი სერიოზულობით - სხვები ცუდ შეფასებას არ მაძლე-
ვენ და ამით ვსარგებლობ.
  - ამის მიზეზი რა არის? მაგარი მწერალი ბრძანდებით?
  - ჰო, მაგარი ვარ! - მან ისეთი სახე მიიღო, თითქოს წყნარ ოკეანეში ხუთი გემი დაუდიოდა.
  - ცნობადი სახე ნამდვილად არა ხართ. თუ მარტო ჩემით ,,იზომებით,” კარგია - ვთქვი გასაღიზია-
ნებლად, მაგრამ ამჯერადაც მშვიდად მომიგო:
  - მთავარი ის არის, რომ ჩემი შიში აქვთ.
  - შიში თუ ზიზღი?
  არც ეს შეკითხვა გაკვირვებია, ,,დამაჯერებელი” პასუხი გამცა:
  - სულელი არ ვარ, ჩემზე წინ ვინმე გავუშვა. ძველი დრო იყოს კარგია ...
  - ,,ორგანოებში” დაასმენდით, თუ დახვრეტდით? - გუმანმა მიმახვედრა, რომ ყოფილ პროვოკა-
ტორს ან ,,ნომრიან აგენტს” ვესაუბრებოდი. ყოველ შემთხვევაში, ისეთ ადამიანს, რომელიც ცხოვრე-
ბის არსს ამაში ხედავდა, რაც შემდეგი სიტყვებით გადმოიცემოდა: ,,თუ გინდა, რომ შენ იყო კარგად, 
მაშინ სხვა უნდა იყოს ცუდად”... ეს სატანის ,,დაუწერელი კანონი” გახლდათ.
  - აბა რა გითხრათ, რაღაცას მოვიფიქრებდი - თქვა მთელი სერიოზულობით.
გავღიზიანდი. სახეში ჩავაშტერდი ... ნათლად დავინახე თუ როგორ იდგა ის ეშაფოტზე დიდი ალე-
სილი ნაჯახით, წითელი მოსასხამით, სახეზე ნიღაბაფარებული და ღვარძლიანად იღიმებოდა.
  - ადექით მაგიდიდან!
  - რატომ?
  პასუხის ნაცვლად ხელი ავუქნიე ... რა უნდა მეთქვა? .. ჩემს პირისპირ ხომ შუასაუკუნეების ტიპი-
ური ჯალათი იჯდა, რომელიც დროში აცდენოდა სანუკვარ ეპოქას.
  ის უხმოდ ადგა და სხვა მაგიდასთან გადაჯდა ...
  ... ტელეფონის წკრიალა ხმამ გამომაღვიძა. ლოგინიდან წამოვიწიე და გავიზმორე. ვიდრე ვუპა-
სუხებდი გავიფიქრე, რა საოცარი სიზმარი ვიხილე მეთქი.

                                                                                                                  თემური 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები