ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2013


გაბზარულიც გატყდა ბოლოს

ქარი ფარდას ეცეკვება, გამოსტაცოს ლამის სახლ-კარს,
გული ფეთქავს სიჩუმეში, რითმს იგონებს ახალ-ახალს,
_ნუღა დუმხარ, მიპასუხე, რა შეგემთხვა, აღარ იტყვი?
თუმცა ვხვდები და ვჩუმდები, დრო არ არის ახლა სიტყვის.
გატეხილი ბროლის ჭიქა, თეთრ სუფრაზე ყავის ლაქა
და ტუჩსაცხი, ალისფერი, ზეწარს უადგილოდ ახლავს,
თითებს შორის მომწყვდეული, თეთრი ვარდის ვნახე ხვედრი,
ვარდის ეკალს შეწირული, დაბნეული სისხლის წვეთიც.
ტირი, მაგრამ ცრემლი არ ჩანს, ეს ბნელი დღე სხვა დღეს არ ჰგავს,
გაბზარულიც გატყდა ბოლოს, სიყვარულის იწყებ მარხვას,
კარადაზე ძველი სარკე, მშვიდად ყოფნის განცდას კარგავს,
ქარი ფარდას ეცეკვება, გამოსტაცოს ლამის სახლ-კარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები