ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
22 ოქტომბერი, 2013


ბობ დილანი - სენიორ

საითკენ მივდივართ, ვერ მეტყვით, სენიორ?
ლინკოლნის მხარისკენ, თუ არმაგედონის?
ამ გზაზე ვყოფილვარ - მგონი ერთ პერიოდს...
ასეა, სენიორ? - ოდესღაც, მემგონი.

სად არის მალული, ვერ მეტყვით, სენიორ?
სენიორ, მგზავრობა მოგვიწევს რამდენი?
ან კიდევ რამდენ ხანს მომიწევს, მზერის რომ
(კარებზე მიკრულმა) ავიხსნა საბელი?

ან შვებას თუ მომგვრის, ეს ახსნა, სენიორ?

სავსეა გამჭოლი ქარით კვლავ გემბანი,
და რკინის ჯვარიც კვლავ მის ყელზე ქანაობს.
ორკესტრიც კვლავ უკრავს - იქ არის შემდგარი,
სადაც შენ მომხვიე ხელი და „არასდროს
არ დამივიწყოო“ - შემკრთალმა მითხარი.

ვხედავ ამ შეღებილ ვაგონს და, სენიორ,
კუდივით მოქნეულ სუნსაც ვგრძნობ - დრაკონის.
არ ვიცი ამ განცდას თუ რით მოვერიო,
სენიორ, ვინ არის აქ ჩემი გამგონი?

ბოლოს კი ის მახსოვს (გავშიშვლდი, დამდგარი
ჩოქებზე, დავეცი - მკვდარივით მივეგდე),
მაგნიტურ სივრცეში გაჭედილს (საგზალით) -
ეშელონს, ყოველმხრივ სულელებს  კიდებდნენ;
ბოშა ქალს ვუსმენდი - გამტყდარი ალამით;
ბრწყინავი ბეჭედით - მიკლავდა იმედებს,
„შვილო, ეს ცხადია, სიზმარი არ არის.“

სენიორ, მათ გულებს, ცრემლი ვერ ალბობს და...
შენც იცი... მადროვე, ყოველი შევკრიბო.
ჩემს თავსაც, დაბლიდან ახლავე ავბოჭავ,
სენიორ, მე მზად ვარ, თუ დადგა ჩემი დრო.

სენიორ, გადავჭრათ სადენთა ჭიპლარი,
ყირაზე დავამხოთ სუფრები, იატაკს.
ამ ქვეყნად, ბოლო დროს, უაზროდ ვიყავი...
სენიორ, წავიდეთ, ვიდრე დაგვიანდა.






Senor, senor, do you know where we're headin'?
Lincoln County Road or Armageddon?
Seems like I been down this way before
Is there any truth in that, senor?

Senor, senor, do you know where she is hidin'?
How long are we gonna be ridin'?
How long must I keep my eyes glued to the door?
Will there be any comfort there, senor?

There's a wicked wind still blowin' on that upper deck
There's an iron cross still hanging down from around her neck
There's a marchin' band still playin' in that vacant lot
Where she held me in her arms one time and said, "Forget me not"

Senor, senor, I can see that painted wagon
I can smell the tail of the dragon
Can't stand the suspense anymore
Can you tell me who to contact here, senor?

Well, the last thing I remember before I stripped and kneeled
Was that train load of fools bogged down in a magnetic field
A gypsy with a broken flag and a flashing ring
Said,"Son, this ain't a dream no more, it's the real thing"

Senor, senor, you know their hearts is as hard as leather
Well, give me a minute, let me get it together
I just gotta pick myself up off the floor
I'm ready when you are, senor

Senor, senor, let's disconnect these cables
Overturn these tables
This place don't make sense to me no more
Can you tell me what we're waiting for, senor?




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები