| ავტორი: ნუცი ჟანრი: პროზა 23 ოქტომბერი, 2013 |
მეთვრამეტეა ის სიზმარი, რომელიც დღეს სავარაუდოდ უნდა აუხდეს, როგორც ის დანარჩენი თექვსმეტი, უბის წიგნაკში რომ ჩაინიშნა ამ თვის დასაწყისში. ჩანიშვნის მიზეზი კი ის იყო, რომ საერთოდ არ ხედავდა კაცი სიზმრებს. ორმოცი წელი უსიზმროდ გაატარა და ეუცნაურა ორმოცდამეერთე წლის დასაწყისში მშვიდი ძილი რომ დაურღვია უცნაურმა ზმანებამ. დღე პირველი- სიზმარი ნახა- გზაჯვარედინზე იდგა მანქანას მიყრდნობილი და ვერაფრით დაექოქა. უკვე მერამდენე ღერს აბოლებდა და ვერაფრით გარკვეულიყო რა ადგილას იყო, ან საიდან მოხვდა იქ. გონება დაძაბა, მზერა ისევ გაურკვევლად და უშინაარსოდ მოავლო გარემოს და ღრმად ჩაისუნთქა. სიგარეტის კვამლს სუფთა ჰაერი შეერია. ფილტვებს ესიამოვნა. ისევ მოსთხოვა საკვები, ამჯერად ნიკოტინის გარეშე. სიგარეტი გადააგდო და ხელმეორედ ჩაისუნთქა. ისევ და ისევ. . . ყოველ ახალ ჯერზე ხვდებოდა, რომ ასე გემრიელად კარგახანია არ უსუნთქია. ეს ჰაერი ბავშვობისდროინდელ სოფლის ჰაერს გავდა. იმის მერე, თითქოს ცხოვრებამ თუ საკუთარმა სურვილებმა გიჟური რიტმი მოიტანა. მთელი დღე სამსახურის კედლები, უჟანგბადო და უსიცოცხლო, გაგიჟებული ქალაქი ბევრი ცოდვის სუნით, რომელსაც ერეოდა ხშირი პახმელიისა და სხვადასხვა ქალის სურნელი. იმ დღეს, საღამოს სამსახურის მერე, პირველად უღალატა წლების ჩვეულებას და გეზი ქალაქიდან გასასვლელ გზისაკენ აიღო. მშვიდი ადგილი ნახა და განმარტოვდა. დღე მეორე - სიზმარში დედა ნახა თვალცრემლიანი. ნუ იქცევი ასეო სთხოვდა. მე შენ იმისათვის არ გამიჩენიხარ, ადამიანის სახე დაგეკარგაო. დილით სამსახურში მისულმა განცხადება გააკეთა თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რომელიც კარგახანს განსჯის საკითხი იყო საზოგადოებაში. დღე მესამე - სოფლის განაპირას მდელოზე, ლილისთან ერთად იჯდა და თეთრ გვირილებს უწნავდა თმებში. დათამ იმ დღეს შემთხვევით საუბარს მოაყოლა თუ შეგნებულად უთხრა, ლილი შემხვდა, სოფელში გადასულა საცხოვრებლადო. დღე მეოთხე - სამსჯავლოზე იყო წარდგენილი. მბრალმდებელს და მოსამართლეს ვერ ხედავდა. მხოლოდ ხმა ესმოდა მათი. მეთხუთმეტე დღემდე ყველა ღამით მისი სასამართლო პროცესი იყო, რომელსაც დედა ესწრებოდა და პროცესის ბოლოს იმას ითხოვდა ერთი შანსი მიეცით, ობლობაში გავზარდე და იქნებ რამე შემეშალა მის აღზრდაშიო. მეთხუთმეტე დღე- სიზმარში სოფლის სახლს ესტუმრა. ეზოში ლილის სილუეტს მოჰკრა თვალი. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად ის იყო. დაუძახა. ქალი მისკენ წამოვიდა. შეცვლილი ეჩვენა. თვალები ქონდა საოცრად ნაღვლიანი. არაფერი უთქვია მისთვის ქალს, ისე ჩაეკრა გულში. თვალები რომ გაახილა ბუნდოვან ლანდებს ხედავდა. ადამიანების ნაცვლად გადრაბნილი ლანდები დაბორიალებდნენ მის ისრგვლივ. პახმელიის ბრალია ალბათ- გაიფიქრა და ისევ დახუჭა თვალები. მეთექვსმეტე დღე- სამსჯავროზე უხილავმა ხმებმა, დედის ვედრება ისმინა და გაათავისუფლეს. ბედნიერმა,დედა ხელში აიტაცა და ჩაჰკოცნა. ახლა უკვე ისე, როგორც ამას დედა აკეთებდა, როცა ის პატარა იყო. მერე ხელიხელჩაკიდებულებმა დიდხანს ისეირნეს ბაღში. ისე, როგორც მაშინ , დედა რომ პირველად ესტუმრა შემოდგომისას ქალაქში. ოთახში სული მეხუთება- სადმე გავისეირნოთო რომ სთხოვა. მან კი იქვე სახლთან ახლოს სკვერში გაიყვანა.ნაბიჯებს აკვირდებოდა თურმე მაშინ დედა. ახლა უთხრა- მძიმედ დადიოდიო. ყველა შემხვედრ ჩამოცვენილ ფოთოლს ფეხს იმაზე მეტი სიმძიმით აბიჯებდი ვიდრე შენ გეკუთვნოდაო. აწი მაინც ეცადე მსუბუქად იარო და სხეულს ნუ დაიმძიმებო. დღე მეჩვიდმეტე - ლილიმ წყალი მოუტანა, თავიანთი სოფლის წყალი. ის ისე ხარბად დაეწაფა თითქმის სულ გამოსცალა ნახევარი დოქი. რახანია ასეთი გემრიელი სითხე არ შეუსვავს. ლილი უღიმოდა. დღე მეთვრამეტე - დედა გამუდმებით უმეორებდა ეცადე სული გადაირჩინოო. მეთვრამეტე დღეს გამოვიდა კომიდან კაცი. ყველა სასწაულს მიაწერდა მის გადარჩენას. ფეხებთან ლილი უჯდა. ოთახში წამლებს შეზავებული ბავშვობის დროინდელი და უსაყვარლესი ქალის სუნი ტრიალებდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ადამიანის სიზმრებად გადმოცემული განცდები. თავიდან მომეჩვენა და მეხამუშა ,,დღე~ სიზმრებს ხომ ღამით ნახულობენ, ბოლოს კი როცა აღმოჩნდა რომ ეს კომაში ჩავარდნილის სიზმრებია, ყველაფერი დალაგდა. თუმცა, მგონია, რომ მაინც ღამე სჯობს, კომაში ღამითაც ნახულობენ სიზმრებს. ძალიან კარგი ფინალია. ადამიანის სიზმრებად გადმოცემული განცდები. თავიდან მომეჩვენა და მეხამუშა ,,დღე~ სიზმრებს ხომ ღამით ნახულობენ, ბოლოს კი როცა აღმოჩნდა რომ ეს კომაში ჩავარდნილის სიზმრებია, ყველაფერი დალაგდა. თუმცა, მგონია, რომ მაინც ღამე სჯობს, კომაში ღამითაც ნახულობენ სიზმრებს. ძალიან კარგი ფინალია.
5. ნამდვილად არ იყო ცუდი ნამდვილად არ იყო ცუდი
4. გაიხარეთ. მადლობა ყველას. ჩავასწორე ჯონათან :) გაიხარეთ. მადლობა ყველას. ჩავასწორე ჯონათან :)
2. ძალიან მომეწონა. წარმატებები ++ ძალიან მომეწონა. წარმატებები ++
1. მშვენიერი მცირე პროზაა.
კარგად არის დაკავშირებული კომაში მყოფის სიზმრები რეალობასთან.
"ნაბიჯებს აკვირდებოდა თურმე მაშინ დედა. ახლა უთხრა- მძიმედ დადიოდიო. ყველა შემხვედრ ჩამოცვენილ ფოთოლს ფეხს იმაზე მეტი სიმძიმით აბიჯებდი ვიდრე შენ გეკუთვნოდაო. აწი მაინც ეცადე მსუბუქად იარო და სხეულს ნუ დაიმძიმებო. "- მთავარი ფრაზა მგონია მე ეს.
მგონი, დასაწყისში, ოცდაშვიდის ნაცვლად ჩვიდმეტი უნდა.
მშვენიერი მცირე პროზაა.
კარგად არის დაკავშირებული კომაში მყოფის სიზმრები რეალობასთან.
"ნაბიჯებს აკვირდებოდა თურმე მაშინ დედა. ახლა უთხრა- მძიმედ დადიოდიო. ყველა შემხვედრ ჩამოცვენილ ფოთოლს ფეხს იმაზე მეტი სიმძიმით აბიჯებდი ვიდრე შენ გეკუთვნოდაო. აწი მაინც ეცადე მსუბუქად იარო და სხეულს ნუ დაიმძიმებო. "- მთავარი ფრაზა მგონია მე ეს.
მგონი, დასაწყისში, ოცდაშვიდის ნაცვლად ჩვიდმეტი უნდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|