ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2013


ოთარ რამიშვილს

ქალაქურ ჰანგთა დიდო გენიავ,
თბილისს უძღვენი მთელი ცხოვრება
არ გემუქრება შენ გეენია,
შენი სულისთვის ჯერ არს ცხონება.

როგორც ფუტკარი - აფთიაქარი,
თაფლს - გახევებულ გულებს უსვამდი,
ირინდებოდა მთელი დარბაზი
სტრუნებზე სოლოს რომ გაუსვამდი.

ვინღა უმღერებს შენებრ აშუღად
თვალებცრემლიან ჯეირანს ვაკის?!
ან ვინ აღგვიძრავს ხოშსა და მუღამს
შამპანიურის და კონიაკის?!

მოყვასისა და ქვეყნის სიყვარულს
მოემსახურე ოთარ პირნათლად,
აწ სამუდამოდ ღმერთთან მიწვეულს,
შენი სიმღერა გაგყვება სანთლად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები